"სურათი, როცა ფასდაკლებების გამო აჟიოტაჟი შეიქმნა, გვაფიქრებინებს, რომ მოლებიც დიდი გამოწვევის წინაშე დგანან"- ნათია თურნავა

access_time2020-11-30 13:30:35

მოლების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ, რომ შეუძლიათ აჟიოტაჟური მოთხოვნის მართვა, რაც ფასდაკლების ელემენტარულმა აქციამ შეიძლება გამოიწვიოს - ჩვენ ამ თვალსაზრისით საფრთხის შემცველი ვითარება ვიხილეთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თურნავამ აღნიშნა, რომ შეზღუდვების დაწესებამდე მთავრობას აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა ყველა იმ დარგის წარმომადგენლთან, ვისაც შეზღუდვები შეეხო. მინისტრის თქმით, მთავრობა ბიზნესის მოთხოვნებს მაქსიმალურად ითვალისწინებს.

“მიღებულია გააზრებული და ოპტიმალური გადაწყვეტილება. მოლების წარმომადგენლებმა ეპიდემიოლოგების არგუმენტები მოისმინეს და ჩვენ მათი პრობლემები გავითვალისწინეთ. ზოგადად, ეს მათი პრობლემა არ არის, ეს არის ეკონომიკის პრობლემა. ჩვენ მათ საშუალებას ვაძლევთ, რომ წინასაახალწლო პერიოდში, 24 დეკემბრიდან ივაჭრონ. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი ახერხებენ პროცესის მართვას, როგორც უშუალოდ მოლის ტერიტორიაზე, ასევე გარეთა პერიმეტრზე, რიგების მართვის თვალსაზრისით. სურათი რაც ჩვენ შეზღუდვებამდე ერთი დღით ადრე ვიხილეთ, როცა ფასდაკლებების გამო აჟიოტაჟი შეიქმნა, გვაფიქრებინებს, რომ მოლებიც დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. მათ უკეთ უნდა მოიფიქრონ, თუ როგორ მართონ აჟიოტაჟური მოთხოვნა, რომელიც შეიძლება ფასდაკლების აქციამ გამოიწვიოს. ეს 24 დეკემბრის შემდეგაც აქტუალური იქნება. უნდა დაგვარწმუნონ, რომ ამ პროცესის მართვა შეუძლიათ. ყოვლად მიუღებელი სურათი იყო, რომელიც ეპიდემიოლოგიურად საფრთხეს შეიცავს. ამ ვითარებამ კიდევ ერთხელ გააკეთა იმის დემონსტრირება, თუ რატომ მიიჩნევა მთელს მსოფლიოში, რომ მოლები, რესტორენები არის მიზიდულობის ცენტრი და ადამიანების დიდ მობილობას ქმნის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.






“გაცვალე ძველი ტექნიკა რაშიც გაგიხარდება” – Extra.ge მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს სთავაზობს!

“გაცვალე ძველი ტექნიკა რაშიც გაგიხარდება” – Extra.ge მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს სთავაზობს!
access_time2021-01-27 13:55:15
ხანდახან ადამიანებს იმ ნივთების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებები გვიჩნდება, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ. ტექნიკა და ტექნოლოგიები ჩვენი დღევანდელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათ გარეშე წარმოუდგენელიც კია ჩვენი ყოფა. თუმცა, ამ ტექნიკაშიც არის განსაკუთრებული ურთიერთობები, რომელიც ყველაზე აქტიური, ხშირი და განსაკუთრებულია, მაგალითად სმარტფონთან, პლანშეტთან, კომპიუტერთან, სმარტ საათთან და ა.შ.    ეს ის შემთხვევაა, როცა ტექნიკასთან გაცილებით ახლო და...

„მოვაჭრეები აღარ გველაპარაკებიან, „ლილო“ კი ხან მოლად ითვლება ხან ბაზრობად “ - ლილო მოლი

„მოვაჭრეები აღარ გველაპარაკებიან, „ლილო“ კი ხან მოლად ითვლება ხან ბაზრობად “ - ლილო მოლი
access_time2021-01-27 15:00:54
„არანაირი ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს, რა შედეგი მოჰყვება პროტესტს. მოვაჭრეები ნაწყენები არიან ჩვენზეც, ყველაზე და აღარც გველაპარაკებიან,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ლილო მოლის დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ ისაუბრა. „მოვაჭრეები ბიზნესმენები არიან და თავჩაქინდრული შრომობდნენ ყოველთვის, ახლაც ერთი სული აქვს ყველას როდის გაიხსნება ბაზრობა, რომ მალე დაიწყონ მუშაობა.  ამდენი ხანი ჩვენ სიტუაციას ყოველთვის ვაკონტროლებდით და ახლა ეს ხალხი...

450 000 ლარი დავხარჯე კოვიდუსაფრთხოებაზე, ჩემნაირი რატომ უნდა იყოს დაკეტილი? - სავაჭრო ცენტრი საბა

450 000 ლარი დავხარჯე კოვიდუსაფრთხოებაზე, ჩემნაირი რატომ უნდა იყოს დაკეტილი? - სავაჭრო ცენტრი საბა
access_time2021-01-27 13:00:37
„ეპიდემიოლოგებმა შეიძლება იცოდნენ, ავადმყოფს როგორ უმკურნალონ, მაგრამ ეკონომიკის მართვის გაგებაში არ არიან“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სავაჭრო ცენტრ „საბას“ დირექტორმა პაატა კაჭარავამ განუცხადა.   კახა კაჭარავა ამბობს, რომ კოვიდუსაფრთხოებისთვის 450 000 ლარი დახარჯა, გაითვალისწინა ყველა რეკომენდაცია, გაიზიარა საერთაშორისო გამოცდილება, შესაბამისად, მისი სავაჭრო ობიექტის დაკეტვა, გაუმართლებელია.   „აღარ მჯერა, რომ ეპიდემიოლოგები რამეში ერკვევიან....

ქართული თაფლის ყველაზე დიდი საწარმო „ბრეტი“ დახურვის პირასაა

ქართული თაფლის ყველაზე დიდი საწარმო „ბრეტი“ დახურვის პირასაა
access_time2021-01-27 12:00:23
თაფლის მწარმოებელი კომპანია „ბრეტის“ ხელმძღვანელი და მეფუტკრეთა გილდიის თავმჯდომარე გიორგი კეპაშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ბოლო პერიოდი თაფლის წარმოებისა და რეალიზაციისთვის იმდენად რთული იყო, რომ საწარმო, რომელიც ერთერთი ყველაზე დიდია საქართველოში დახურვას გეგმავს, ამჟამად კი სრულად გაჩერებულია.  „ჩვენ  ახლა  არაფერს არ...

სილქფესტი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ოთხ სააქციო პირობას თავაზობს მომხმარებლებს

სილქფესტი  ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების  ოთხ სააქციო პირობას თავაზობს მომხმარებლებს
access_time2021-01-27 10:50:01
 მხოლოდ 28 იანვარს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს:   300 ლოკალური წუთი - 5 ლარად 7 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 7 ლარად ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) - 10 ლარად   კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით...


მსგავსი სიახლეები

up