"სურამი პალასში" 1,3 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო

access_time2021-10-09 12:30:29

სურამში მოკლული ბიზნესმენის ოჯახმა სასტუმრო სრულიად ახალი კონცეფციით უკვე ააშენა. საუბარია, პროექტ „სურამი პალასზე“, რომლის მშენებელობასაც ადგილობრივები იმ მოტივით აპროტესტებდნენ, რომ მათი ინფორმაციით, ინვესტორს ტყის გაჩეხვა სურდა. ამასთან, მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა და მშენებლობის დაწყება არ შეიძლება.

2018 წლის 29 მაისს სწორედ აღნიშული დაპირისპირება გახდა სასტუმროს ინვესტორის, ბიზნესმენი მამია ბითაძის მკვლელობის მიზეზი. მაშინ არსებული ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა სანიაღვრე სისტემის გარშემო კონფლიქტს უკავშირდებოდა, რომლის მოწყობა მშენებლობის დაწყებამდე უნდა მომხდარიყო.

მოგვიანებით, პროექტის განხორციელების უფლება მამია ბითაძის რძალს მიეცა. თუმცა, როგორც ჯულია ანტოლოგოვა აცხადებდა, ადგილობრივების ნაწილმა საჩივრების წერა განაგრძო. მისი თქმით, სინამდვილეში საჩივრების ავტორი მოსახლეობის ის ნაწილი იყო, ვისაც საოჯახო ტიპის სასტუმროები აქვს. როგორც პროექტის ხელმძღვანელი ამბობდა, ისინი შიშობდნენ, რომ ახალი სასტუმრო დამსვენებლების რიცხვს შეუმცირებდათ.

ჯულია ანტოლოგოვას ინფორმაციით, გასულ წელს, სამხარაულის დასკვნაზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროექტი განხორციელებულიყო, რადგან ობიექტის მშენებლობა საფრთხის შემცველი არ იყო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდპანდემიაა და ამასთან, წარსულის ამბებთან ასოციაცია აღარ ყოფილიყო, პროექტის კონცეფცია მთლიანად შეიცვალა და ახალი სახელწოდებით, რეგულაციებს მორგებული 5 კოტეჯი აშენდა. 

პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი 1,3 მლნ აშშ დოლარია.

„სასტუმრო გავხსენით 9 ივლისს. ძალიან კარგად იმუშავა ამ სეზონზე. გვქონდა სრული დატვირთვა, იმის მიუხედავად, რომ პანდემიის პირობებში ვიყავით და ბევრი შეზღუდვა, ამასთან, ნაკლები ტურისტი იყო ქვეყანაში. ამ დროისთვის, მართალია, აღარ არის ისეთი დატვირთვა, მაგრამ ყოველდღიურად გვიკავშირდებიან ჯავშნებზე. გვყავს როგორც ადგილობრივი ისე, უცხოელი ვიზიტორები. წელს ძირითადად იყვნენ, დანიიდან, ფინეთიდან, არაბეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან.

რაც შეეხება პროექტს, მთლიანად შევცვალეთ კონცეფცია. ეს პირველ რიგში პანდემიის პირობებმა გამოიწვია. გადავხედეთ ჩვენს ხედვას, ის კონკრეტული შენობა-ნაგებობა და ბევრ ადამიანის თავმოყრა აღარ იყო სასურველი. შევცვალეთ პროექტი, შევიტანეთ ახალი განაცხადი, ახალი ბიოლოგიური დასკვნით, რომელიც ისევ სამხარაულის ბიუროს მოვამზადებინეთ, რომ არ ყოფილიყო მოსახლეობასთან პრობლემები და დამატებითი კითხვები. პასუხი მივიღეთ 15 მარტს და იმ დღესვე დავიწყეთ მშენებლობა“,- აცხადებს ჯულია ანტილოგოვა.

მისი თქმით, ახალი პროექტი მოიცავს ხუთ სკანდინავიური ტიპის კოტეჯს, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი.

„ეს არის ეკოლოგიურად სუფთა პროექტი. 5 საცხოვრებელი დიდი კოტეჯი (80 კვ.მ), რომელშიც თავსდება 5 ადამიანი. კოტეჯის კონცეფცია არის სკანდინავიური ტიპის შალე, სამკუთხედი ფორმის. 2 იზოლირებული საძინებელი, სრულიად აღჭურვილი ყველაფრით. ტერიტორია არის დახურული, სადაც 2 აუზია. ეს არის თერმო საცურაო აუზი, რომელითაც სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ ამინდში, თოვლი იქნება, წვიმა, თუ მზე. შევცვალეთ სახელწოდებაც, რადგან აღარაფერი მინდოდა მქონოდა საერთო იმ პრობლემურ პერიოდთან. დღეს უკვე გვაქვს „პარკ ჰოტელ სურამი შალე“, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენი დამსვენებლებისგან, იმის მიუხედავად, რომ ამხელა უკმაყოფილება გვქონდა ადგილობრივებთან“, - აცხადებს ჯულია ანტილოგოვა.

პროექტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სულ მალე „პარკ ჰოტელ სურამი შალეს" რესტორანი და ახალი სერვისები დაემატება. შესაბამისად, სასტუმროში დასაქმებულ 9 ადამიანს, კიდევ 8 დაემატება.


„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არანაირად არ ვებრძვით არც ბუნებას და არც ადგილობრივებს. არაფერი გაგვინადგურებია და გაგვიჩეხია. პირიქით, კვების ობიექტი არ გვქონდა და მიმდებარე ობიექტებში ვუშვებდით ხალხს. გარდა ამისა, დავასაქმეთ ხალხი და მე ვთვლი, რომ რეგიონი გამოვაცოცხლეთ“,- აღნიშნავს ჯულია ანტილოგოვა.

რაც შეეხება კოტეჯში დასვენების ღირებულებას, დღე-ღამის ფასი 400-600 ლარს შეადგენს. 

ნახეთ როგორ გამოიყურება სასტუმრო ფოტოკოლაჟში:



წყარო: ბიზნესპრესნიუსი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up