სუპერმდიდრები ახალ ექსკლუზიურ კლუბს ქმნიან

სუპერმდიდრები ახალ ექსკლუზიურ კლუბს ქმნიან

access_time2021-10-24 15:30:55

სუპერმდიდარი ადამიანები ახალ ექსკლუზიურ კლუბს, R360-ს ქმნიან. ეს კერძო კაპიტალის საინვესტიციო ქსელია, რომლის წმინდა ღირებულება $100 მილიონია. 

კერძო საინვესტიციო ქსელის სამწლიანი წევრობა $180,000 ღირს. მონაწილეთა მიზანია, მიაღწიონ სიმდიდრეს ექვსი სხვადასხვა ტიპის კაპიტალის საშუალებით: ფინანსური, ინტელექტუალური, სულიერი, ადამიანური, ემოციური და სოციალური. წევრებს აქვთ წვდომა ელიტარულ უნივერსიტეტებზე და შეუძლიათ ეწვიონ რიჩარდ ბრანსონის კერძო კუნძულს.

არსებობს უამრავი ფორმალური და არაფორმალური ქსელი მდიდარი ადამიანებისა და ოჯახებისთვის. R360 მათ შორის ადგილის პოვნას ცდილობს. Tiger 21 ალბათ ყველაზე ცნობილი ჯგუფია, სადაც დაახლოებით 1000 წევრი იხდის $30000-ს წელიწადში საწევრო გადასახადის სახით.

მილიარდერებისთვის ეს ჯგუფები უზრუნველყოფენ ერთგვარ კონფიდენციალურ, მძლავრ ქსელს ყველაფერზე, ცხოვრებისეული მიზნიებიდან ფილანტროპიისა და ბლოკჩეინის ჩათვლით.

“როდესაც ადამიანები ქმნიან $100 მილიონის ან მეტ ქონებას, მათ გაცილებით მეტი პრობლემა აქვთ. მათ მიაღწიეს წარმატებას და უფრო მეტად ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ გავლენა მოვახდინო იმაზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია - მათთვის, მათი ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის”, - ამბობს 61 წლის მაიკლ კოული, R360-ის ერთ-ერთი მმართველი პარტნიორი და Cresset Asset-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი. 

გარდა ამისა, არსებობს საქველმოქმედო ქსელები, როგორიცაა Synergos Global Philanthropy Circle, რომელიც დაარსდა პეგი დულანის და მისი გარდაცვლილი მამის, დევიდ როკფელერის მიერ. ის მსოფლიო მასშტაბით 100-ზე მეტ ოჯახს აერთიანებს. 


დამოუკიდებელი ჯგუფები ავსებენ კერძო ბანკებისა და მაღალი დონის აქტივების მენეჯმენტის კომპანიების მიერ შექმნილ ჯგუფებს, რომლებიც ინვესტირებას ახდენენ ულტრამდიდარი კლიენტებისა და მათი შვილების დასაკავშირებლად შექმნილ ქსელებში.

R360 შექმნილია როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება 48 დამფუძნებელი პარტნიორით, რომელთა წვლილი $350,000-ს შეადგენს, რაც საკუთრების დაახლოებით 60%-ს წარმოადგენს. ჯგუფს სურს წელიწადში დაახლოებით 50 წევრის დამატება, სანამ მათი რიცხვი არ მიაღწევს 500-ს აშშ-ში და 500-ს საზღვარგარეთ. 

ბევრი სიმდიდრის ქსელის ერთ-ერთი უპირატესობა ტრანზაქციების ნაკადზე წვდომაა. R360-ის წევრებს შეუძლიათ შესთავაზონ საინვესტიციო შესაძლებლობები ჯგუფის დანარჩენ წევრებს, მაგრამ ყოველი ტრანზაქცია პირველად გადაეცემა ოთხკაციან კომიტეტს, რომელიც აანალიზებს 100 განსხვავებულ ფაქტორს. შემდეგ Conway Investment Research ატარებს ოპერატიულ და ფინანსურ კვლევას. 

მიუხედავად იმისა, რომ R360-ში R შეიძლება ნიშნავდეს იშვიათ ან უბრალოდ მდიდარს, დამფუძნებლების თქმით, ეს არის მინიშნება მთავარანგელოზ რაზიელზე, რომელიც ინარჩუნებს მთელ სიბრძნეს მსოფლიოში. ლეგენდის თანახმად, რაზიელი ღმერთთან ყველაზე ახლოს მყოფი ანგელოზია, ამიტომ მას ყველაფერს ესმის და წერს “საიდუმლოების წიგნში”.


წყარო: Bloomberg, ბიზნეს ფორმულა





ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა
access_time2021-12-03 18:00:48
3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.73 თეთრით 3.1210-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1093 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.39 თეთრით 3.5302-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.16 თეთრით 4.1447-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.46 თეთრით 1.8375-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.40 თეთრით 0.2291-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.39 თეთრით 6.3327-მდე გამყარდა. 100 რუსულ...

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება
access_time2021-12-03 15:32:51
სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ინიციატივით გამოდიან. ისინი მთავრობას სთავაზობენ, მედიკამენტების ფასების რეგულირების ნაცვლად, სხვა სახის გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. მათი ნაწილის ინიციატივა შემდეგია: როგორც ცნობილია, 2017 წლიდან „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამაში ცვლილებები შევიდა და დიფერენცირებული პაკეტები მოქმედებს. კერძოდ, ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები,...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-03 21:00:10
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თემურ ჭიჭინაძე ენერგოკომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გადახედვას ითხოვს ენერგომომარაგების ხელშეკრულებების უმეტესობა გაუმჭვირვალობის გამო უამრავ კითხვას აჩენს. ეს მხოლოდ ტარიფებს არ ეხება,  ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ თავიდან ბოლომდე  ეჭვს იწვევს როგორც ჰესების...

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი
access_time2021-12-03 14:55:22
გრატო, ერთადერთი სათბურია საქართველოში, რომელსაც 10 წელია შობის ვარსკვლავი ადგილზე მოჰყავს. პოინსეტია ტროპიკული მცენარეა, ამიტომ მას ესაჭიროება კონკრეტული პირობების შექმნა, რაც გრატოს სათბურებში მაქსიმალურად არის მიღწეული. გრატოს სათბურებში, მცენარეებს, ჩითილის ფაზიდანვე უტარდება მუდმივი, ყოველკვირეული კონტროლი მავნებელ-დაავადებებზე. ვინაიდან, მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მომხმარებელს მიაწოდონ ჯანმრთელი და ხარისხიანი მცენარე. ასევე, პოინსეტიას...

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა
access_time2021-12-03 14:30:17
ნოემბერში საქართველოში ინფლაციის წლიურმა განაკვეთმა 12.5% შეადგინა, თუმცა ცალკეულ პროდუქციაზე ფასები ბევრად უფრო მეტად გაიზარდა. სამომხმარებლო კალათაში შესული 305 დასახელების პროდუქტიდან და მომსახურებიდან 270 შემთხვევაში ფასები გაიზარდა, 10 დასახელების პროდუქტზე უცვლელად შენარჩუნდა 25 შემთხვევაში კი შემცირდა.   ბოლო ერთ წელიწადში თევზის კონსერვი და მოხარშული ძეხვი 13-13 პროცენტით გაძვირდა, შოკოლადი, ნიგოზი, ბანანი და კარაქი 14-14 პროცენტით, შებოლილი ხორცი 16%-ით, სულგუნი...


მსგავსი სიახლეები

up