სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა

სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა

access_time2021-04-14 10:00:52

სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - 1000 ლარიანი ხელფასი 1 წლის განმავლობაში გათამაშდა. ხელფასის მფლობელი ქუთაისელი ვაჟა კვარაცხელია გახდა. ბილეთის გადაფხეკის შემდეგ, სწორედ მან აღმოაჩინა საფარის ქვეშ დამალული დეფიციტური ასო „ლ“, შეაგროვა სიტყვა „ხელფასი“ და წამახალისებელი გათამაშების ერთ-ერთი სუპერ პრიზი მოიგო.


სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტში“ გათამაშება 1 თებერვლიდან 31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობს. ნებისმიერი მომხმარებელი, ყველა ფილიალში, ყოველ დახარჯულ 10 ლარზე გათამაშების ერთ ბილეთს იღებს. ბილეთის გადაფხეკის შემდეგ „მაგნიტის“ მომხმარებელი ან მომენტალური 10 ლარიანი ვაუჩერის ვიზუალს დაინახავს, ან კი სუპერ პრიზების, ბინის და ხელფასის შემადგენელ ასოებს ამოიკითხავს.


აღსანიშნავია, რომ გათამაშებაში 2 ცალი 1000 ლარიანი ხელფასი იყო, შესაბამისად 1 ივნისამდე „მაგნიტის“ მომხმარებლებს მეორე ხელფასის მოგების შანსი კიდევ აქვთ. გარდა ამისა, თამაშდება სუპერ პრიზი - ბინა თბილისში, რომლის მოგების წესიც იგივეა, რაც ხელფასის შემთხვევაში. საჭიროა შეგროვდეს სიტყვა „ბინა“ სრულად, მომგებიანი ბილეთების წარდგენა კი „მაგნიტის“ ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.


გარდა სუპერ პრიზებისა, 1 ივნისამდე ჯამში 10 000 ცალი „მაგნიტის“ მომენტალური 10 ლარიანი ვაუჩერი გათამაშდება. ვაუჩერის გამოყენება მომხმარებლებს „მაგნიტის“ ყველა ფილიალში შეუძლიათ. ამ დრომდე კი 2000 ვაუჩერზე მეტია გათამაშებული.


„პირველ რიგში, „მაგნიტის“ სახელით ვულოცავ ვაჟა კვარაცხელიას 1000 ლარიანი ხელფასის მოგებას. გვიხარია, რომ ქვეყანაში არსებული დაძაბული მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენი ერთგული მომხმარებლების გახარებას ვახერხებთ. ერთი ხელფასის მფლობელი უკვე გამოვავლინეთ, თუმცა 1 ივნისამდე კიდევ ერთი ხელფასი და ბინა თბილისში გათამაშდება. მომხმარებლებს შევახსენებ, რომ ხელფასის შემთხვევაში დეფიციტური ასოა „ლ“, ბინის შემთხვევაში კი - „ნ“ - აცხადებს სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე გელაშვილი.
გასათვალისწინებელია, რომ პრიზები გაიცემა გათამაშების დასრულებიდან მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში, მომგებიანი ბილეთისა და პირადობის მოწმობის წარდგენიდან - არაუგვიანეს 6 დღისა.



ეს არ არის სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ პირველი წამახალისებელი გათამაშება. კომპანიამ გასულ წლებში გაათამაშა ისეთი სუპერ პრიზები, როგორიცაა ბინა თბილისში, ხელფასი, მოგზაურობა, ლეპტოპები, ტელევიზორები, მობილური ტელეფონები, ველოსიპედები და სხავდასხვა ბრენდირებული საჩუქარი.


სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 255 ფილიალზე მეტი აქვს და 4500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.


(R)

თეგები:
მაგნიტი



საქსტატის მონაცემებით აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა
access_time2021-05-13 12:46:00
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, აპრილში საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 378.3 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, წლიურ ჭრილში ზრდა 70% ანუ 156 მლნ დოლარია. რაც გასაკვირი არ არის, რადგანაც 2020 წლის ამავე პერიოდში ქვეყანა „ლოქდაუნის“ რეჟიმში იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზრდაა 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებითაც.2019 წელს ექსპორტზე 311 მლნ დოლარის პროდუქცია იყო გასული, 2021 წლის ამავე თვესთან შედარებით 22%-ით, ანუ 67 მლნ დოლარით ნაკლები.რაც შეეხება 4...

კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
access_time2021-05-13 11:55:32
შვეიცარულმა ფონდმა კრისტალს 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით ფინანსური რესურსი გამოუყო, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის  ინოვაციური ფინანსური სერვისების შეთავაზებას მოხმარდება, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის მომხმარებლების მიერ პოსტპანდემიური გამოწვევების დაძლევას.   კრისტალსა და responsAbility Investments AG-შ შორის პარტნიორობას ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი.  მას შემდეგ კი არაერთი წარმატებული...

„თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნება გაძვირებული ბინები მალევე ფასის პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“

„თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნება გაძვირებული ბინები მალევე ფასის პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“
access_time2021-05-13 12:00:08
„ბინაზე ფასის ზრდა შეიძლება დაფიქსირდეს, მაგრამ თუ შემოსავალი არ იქნება და შემოსავლისუნარიანობა არ ამაღლდება მოსახლეობაში, ვინ იყიდის ამ გაძვირებულ ბინას?  ბევრი ვიცი, რომელსაც უნდა ბინის შეძენა, მაგრამ ფინანსრურად ვერ სწვდება. უნდა გაიზარდოს მოსახლეობის რაოდენობა ვინც შეძლებს ამ ბინების ყიდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამაოვა ისევ იმ ფასის ნიშნულზე, რაც აქამდე იყო,“ - "კომერსანტი"  უძრავი ქონების სააგენტოს kibe.ge- ს  დირექტორს ნელი გოგუაძეს უძრავი...

სილქფესტის აქციის ფარგლებში აბონენტები ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს შეუზღუდავად გაიაქტიურებენ!

სილქფესტის აქციის ფარგლებში  აბონენტები ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს  შეუზღუდავად გაიაქტიურებენ!
access_time2021-05-13 09:55:53
მხოლოდ 13 მაისს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლები ოთხ სააქციო პაკეტის გააქტიურებას შეძლებენ 30 დღით.   კომბინაციით *202# მომხმარებელი  ჩაირთავს:   2 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 3 ლარად   300 ლოკალური წუთი - 5 ლარად   8 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 8 ლარად   3 GB + 500 ლოკალური წუთი - 10 ლარად   პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად - ერთად და...

ქვეყანას არ ესმის რას ნიშნავს საგამომცემლო ბიზნესი, დახმარება გვჭირდება - წიგნის სფერო მილიონიან ზარალზე საუბრობს

ქვეყანას არ ესმის რას ნიშნავს საგამომცემლო ბიზნესი, დახმარება გვჭირდება - წიგნის სფერო მილიონიან ზარალზე საუბრობს
access_time2021-05-13 11:00:51
„საფრანგეთმა ბიუჯეტიდან 3 მილიარდი ევრო გამოჰყო ავტორებისა და გამომცემლობების დასახმარებლად, ამ ქვეყანას ესმის რას ნიშნავს საგამომცემლო ბიზნესი. ჩვენ რაც გვაქვს, ისიც არ წაგვართვან,“ - გამომცემლობა „ინტელექტის“ დამფუძნებელი კახა კუდავა „კომერსანტთან“  საგამომცემლო ბიზნესის კრიზისულ პერიოდზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამჟამად ბიზნესის შემოსავალი პანდემიამდე არსებული პერიოდის მაქსიმუმ 5 პროცენტი შეიძლება იყოს. კახა კუდავას თქმით, წიგნის სფერო...


მსგავსი სიახლეები

up