Sukhoi Superjet 100 - რუსეთის ავიაინდუსტრიის მესაფლავე

Sukhoi Superjet 100 - რუსეთის ავიაინდუსტრიის მესაფლავე

access_time2022-01-13 20:00:22

რუსული რეაქტიული თვითმფრინავის Sukhoi Superjet 100-ის თაობაზე მედიაში რამდენიმე კრიტიკული მასალა გამოქვეყნდა - ეს საფრენი აპარატი დღეს მხოლოდ რუსეთში იყიდება, ისიც - სერიოზული პრობლემებით.

 


მასზე დიდი მოთხოვნა არ არსებობს, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო ანალოგებთან შედარებით შედარებით იაფია- ხარისხის და სანდოობის კუთხით მას არც თუ ისეთი კარგი რეპუტაცია აქვს.

 


2021 წელი ყველაზე ცუდი წელი უნდა ყოფილიყო Sukhoi Superjet 100-ის სერიული წარმოების დაწყების დღიდან. აპრილში ექსპერტებმა ივარაუდეს, რომ მწარმოებელი კომპანია მხოლოდ 8 ახალ თვითმფრინავს გამოუშვებს - საუბარია სწორედ ახალ საფრენ აპარატებზე და არა იმ თვითმფრინავებზე, რომლების მშენებლობა 2020 წელს აიწყო და ბიუროკრატიული პროცედურების გამო ექსპლუატაციაში 2021 წელს ჩაბარდა.

 


პროგნოზი მცდარი აღმოჩნდა - 2021 წელს 12 Sukhoi Superjet 100 აიგო, მათ შორის ერთი რეალურად 2020 წელს აიწყო, 11 კი - უშუალოდ 2021-ში. მაგრამ ყველა შემთხვევაში, ეს არც თუ ისე კარგი მაჩვენებელია ქვეყნისთვის, რომელიც ამ თვითმფრინავების წყალობით მსოფლიოში Airbus-ის და Boeing-ის მონოპოლიის დანგრევას ცდილობდა.

 



სხვათა შორის, Sukhoi Superjet 100-ს გასულ წელს ახალი მყიდველები არ შეემატა. თუ გავითვალისწინებთ, რომ უცხოური ავიაკომპანიები, რომლებიც თავიდან ყიდულობდნენ ამ თვითმფრინავებს, შემდეგში მათზე უარი განაცხადეს დაბალი სანდოობის, მაღალი ავარიულობის და მწარმოებლის მიერ ცუდი შესყიდვისშემდგომი მომსახურების გამო, ცხადია,  რომ ექსპორტის რამენაირ ზრდაზე საუბარი ზედმეტია.

 


პირველმა საერთაშორისო ბაზარზე Sukhoi Superjet 100-ის ყიდვაზე 2018 წელს უარი ავიაკომპანია Brussels Airlines-მა განაცხადა. შემდეგ მას მოჰყვა მექსიკური Interjet, რომელსაც იმ დროისთვის 6 რუსული თვითმფრინავი ჰყავდა. იგივე 2019 წელს Sukhoi Superjet 100-ის შემდგომ ექსპლუატაციაზე უარი ავიაკომპანია CityJet -მა განაცხადა.

 


საყურადღებოა, რომ 2021 წელს წარმოებული არც ერთი Sukhoi Superjet 100 არ გაიყიდა - 12-ვე საფრენი აპარატი თავისი შვილობილი კომპანიებისთვის Аэрофлот-მა იქირავა.

 


ამ დროისთვის ანგარებში თავმოყრილია 50-ზე მეტი გამოუყენებელი  Sukhoi Superjet 100, რომლებსაც ადგილობრივ ბაზარზეც კი ეჭვის თვალით უყურებენ.

 


ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ - პროპაგანდისტების მიერ გაბერილი დიდი წარმატების ნაცვლად Sukhoi Superjet 100 რუსული ავიამშენებლობის გრანდიოზულ ჩავარდნად იქცა. მისი რეანიმირებას წლების მანძილზე ცდილობენ, თუმცა, „პაციენტი“ უფრო მკვდარია, ვიდრე ცოცხალი.

 


თანაც, 10 იანვარს Sukhoi Superjet 100-ს მორიგი ავარია მოუვიდა ქალაქ ბელგოროდის აეროპორტში დაშვების დროს. ეს ფაქტი კი მის რეპუტაციას ნამდვილად არ წაადგება.

 

sprotyv.info




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up