„სუფთა სახლმა“ მუშაობა განაახლა

„სუფთა სახლმა“ მუშაობა განაახლა

access_time2020-04-29 12:05:27

საყოფაცხოვრებო ქიმიის, ჰიგიენური საშუალებებისა და კოსმეტიკის მაღაზიათა ქსელმა „სუფთა სახლი“ მუშაობა განაახლა. აღნიშნული  შესაძლებელი მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილების შემდეგ გახდა, რომელიც მიხედვითაც, „სუფთა სახლს“ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცა. ცვლილება მთავრობის 23 მარტის დადგენილებაში შევიდა. ინფორმაცია „საკანონმდებლო მაცნეზეა“ ხელმისაწვდომი.


დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალს, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საქმიანობა არ ეზღუდებათ, შპს სუფთა სახლიც დაემატა.მთავრობის დადგენილება ძალაში 28 აპრილს შევიდა.


„სუფთა სახლში“ აცხადებენ, რომ დღეს დილიდან ქსლეის ყველა მაღაზია  გაიხსნა და ჩეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. 


მაღაზიების ქსელმა „სუფთა სახლმა“ საქმიანობის დროებით შეჩერების შესახებ, განცხადება 10 აპრილს სოციალურ ქსელში გაავრცელა.



რეესტრის ამონაწერით, „სუფთა სახლი“ 2010 წელს დაფუძნდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი თავდაპირველად თამარ ღვინიაშვილი იყო. რეესტრის ბოლო ამონაწერით, „სუფთა სახლში“ თამარ ღვინიაშვილი მხოლოდ 5%-ს ფლობს, კომპანიის 95%-იანი წილის მფლობელი კი არის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს GRG Trading-ი.


კომპანიის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით (2019 წლის ანგარიშგება ჯერ გამოქვეყნებული არ არის) „სუფთა სახლი“ არის მეორე კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს.


ამავე ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს „სუფთა სახლის“ შემოსავალი შეადგენდა 78,124 000 ლარს; საქონლის თვითღირებულება - 55,139 000 ლარს; წმინდა მოგება 3,860 000 ლარი.


სოფო ქსოვრელი 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up