„სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა კარგია იმისთვის,რომ სწრაფად და დიდი რაოდენობის ხორბალი შემოვიტანოთ “- ლევან სილაგავა

„სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა კარგია იმისთვის,რომ სწრაფად და დიდი რაოდენობის ხორბალი შემოვიტანოთ “- ლევან სილაგავა

access_time2020-04-21 18:37:36

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ პრეზიდენტმა ლევან სილაგავამ სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა შეაფასა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე ისაუბრა.

 

„სუბსიდირების  სახელმწიფო პროგრამა ფორსმაჟორულ სიტუაციაშია გამზადებული. სუბსიდირებას ზოგადად არ ვემხრობით, თუმცა სასურსათო უსაფრთხოება ის პრობლემაა,რომელიც დღის წესრიგში დგას  არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.  ყველა რთულ გამოწვევას ისიც ემატება,რომ ზუსტად არ ვიცით,როდის დასრულდება ეს მძიმე პერიოდი. ქვეყნები ცდილობენ გარკვეული შეზღუდვები და აკრძალვები დააწესონ.

 

გვაქვს ორი ძირითადი კომპონენტი ნაკლები სუბსიდირება შემოტანის დროს და  ფიქსირებული ფასის არსებობა,რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 51 ლარს.  ვფიქრობთ,რომ პროგრამა კარგია იმისთვის,რომ სწრაფად და დიდი რაოდენობით იქნას ხორბალი შემოტანილი. 1-ლ ივლისამდეა გარკვეული შეზღუდვები რუსეთიდან, უკრაინიდან და რუმინეთიდან, თუმცა ჩვენ უკვე გვექნება პირველი მოსავალი მაგ დროისთვის და ამოვისუნთქავთ ცოტას.

 


ხორბალი სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი პირველი კომპონენტია, ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, თუმცა ცოდნით, ტექნოლოგიებით, დაფინანსებით, აგროდაზღვევით გვაქვს შესაძლებლობა,რომ მინიმუმზე მეტი დავაკმაყოფილოთ. საშუალო მოსავლიანობა საქართველოში არის 2 ტონა ჰექტარზე, მაშინ როცა მსოფლიოსა და ევროპაში 5 ტონაა, შესაბამისად, ჩვენ ცოდნით, ხელმისაწვდომობითა და როგორც უკვე აღვნიშნე, ტექნოლოგიებით და აგროდაზღვევით, შევძლებთ ავიდეთ ევროპის მაჩვენებელზე,“ - ამბობს ლევან სილაგავა.

 

შეგახსენებთ,რომ სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა პოტენციური ბენეფიციარებისთვის საქართველოში ხორბლის იმპორტის მიზნით სუბსიდირებას ითვალისწინებს.  სუბსიდიის მოცულობა შეადგენს ერთ ტონა ხორბალზე არაუმეტეს 40 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში; პროგრამის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე სუბსიდია განხორციელდება არანაკლებ 2 000 და არაუმეტეს 40 000 ტონა მოცულობის ხორბალზე. სუბსიდირება განხორციელდება დადგენილების ამოქმედების თარიღიდან (17 აპრილიდან) 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით იმპორტირებულ ხორბალზე.


„ბიზნესპარტნიორი“

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up