Subaru-მ 1073 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე ელექტრომობილი წარმოადგინა

Subaru-მ 1073 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე ელექტრომობილი წარმოადგინა

access_time2022-01-19 14:30:00

გასულ კვირას, ტოკიოს ავტომობილების გამოფენაზე, Subaru-მ, რომელიც ელექტრომანქანების ინდუსტრიაში ჯერ კიდევ ახალი მოთამაშეა, რბოლისთვის განკუთვნილი საკუთარი წარმოების პირველი ელექტრომანქანა წარმოადგინა. Subaru STI E-RA-ს, რომელიც ამ ეტაპზე კონცეპტუალურ მოდელად რჩება, Yamaha-ს წარმოების ოთხი ელექტროძრავა აქვს, რომლითაც მანქანას 1073 ცხენის ძალის სიმძლავრის გამომუშავება შეუძლია. ამასთანავე, მანქანა საგრძნობ მიმჭერ ძალას ავითარებს, რაც სრულამძრავიან ტრანსმისიის ტიპთან და მგრეხი მომენტის უნიკალურ სისტემასთან ერთად, მანქანის გზასთან მოჭიდებას და სტაბილურ სვლას უზრუნველყოფს.



აღსანიშნავია, რომ Subaru-ს სუპერქარი 60 კვ/სთ-ის მოცულობის ელექტრობატარეითაა აღჭურვილი, კომპანიაში დარწმუნებულები არიან, რომ 2023 წელს ეს მანქანა ნიურბურგრინგის ერთ წრეს 6 წუთსა და 40 წამში დაფარავს. ცნობისთვის, ეს მაჩვენებელი Volkswagen ID.R-ზე ნაკლებია (6 წუთი და 5 წამი), მაგრამ გაცილებით აღემატება Tesla Model S Plaid-ის მიერ დაფიქსირებულ დროს (7 წუთი და 35 წამი). აღსანიშნავია, რომ ნიურბურგრინგამდე, Subaru E-RA-ს იაპონურ ავტოდრომებზე გამოცდიან.



ახალი ელექტროსუპერქარის გარდა, Subaru-მ საკუთარი წარმოების კროსოვერის, Solterra STI-ს კონცეპტუალური მოდელი წარმოადგინა, რომელსაც სახურავისა და გვერდითი გარსშემომდენის სპოილერების გარდა სხვა სიახლეებიც აქვს, რომლებიც მანქანის სიმძლავრეს უსვამენ ხაზს.




თამამად შეიძლება ითქვას, რომ ელექტროსუპერქარის წარმოდგენით, Subaru-მ, ერთი მხრივ, დაადასტურა, რომ ავტოსპორტში გარკვეული ამბიციები აქვს, ხოლო მეორე მხრივ განაცხადი გააკეთა, რომ სხვადასხვა ტიპის ელექტრომანქანების წარმოება მასაც შეუძლია. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრომობილების ბაზარზე Subaru შედარებით გვიან გამოჩნდა, VW-თან, Mercedes-თან და GM-თან კონკურირებისთვის, იაპონურ გიგანტს მუშაობა აჩქარებული ტემპით მოუწევს.


წყარო: forbes.ge



თეგები:
Subaru



დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ
access_time2022-05-19 22:38:11
დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ და განაცხადეს, რომ მზად არიან ოფიციალური კიევისთვის საჭიროებისამებრ მეტი გააკეთონ -...

აშშ-ს კონგრესმა უკრაინისათვის დამატებით 40 მილიარდიანი სამხედრო დხმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ს კონგრესმა უკრაინისათვის დამატებით 40 მილიარდიანი სამხედრო დხმარების პაკეტი დაამტკიცა
access_time2022-05-19 21:37:26
აშშ-ს კონგრესმა უკრაინისათვის დამატებით 40 მილიარდიანი სამხედრო დხმარების პაკეტი დაამტკიცა ამის — ამის შესახებ იფნორმაციას reuters...

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება
access_time2022-05-19 21:00:57
წალკის (დაშბაშის)  კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი  და სხვადასხვა ატრაქციები, მათ შორის, რესტორანი და ზიპლაინი 14 ივნისს იხსნება. ვიზიტორების მიღება კი 15 ივნისიდან დაიწყება. როგორც ცნობილია, კანიონის მონახულება გასული წლიდან უკვე შესაძლებელი...

მაკდონალდსი რუსულ რესტორნებს ადგილობრივ ოპერატორს მიჰყიდის

მაკდონალდსი რუსულ რესტორნებს ადგილობრივ ოპერატორს მიჰყიდის
access_time2022-05-19 20:30:26
მაკდონალდსის კორპორაცია (MCD.N) თავის რუსულ ბიზნესს მის ამჟამინდელ ლიცენზიატს ალექსანდრე გოვორს მიჰყიდის და რესტორნები ახალი ბრენდის ქვეშ იმუშავებენ, რაც ქვეყანაში მაკდონალდსის ყოფნას დაასრულებს. — ამის შესახებ ფინორმაციას...

FT: Polestar ელექტორმანქანების წარმოებაზე პროგნოზებს წყვეტს - მიზეზი ჩინეთში ნაწილების დეფიციტია

FT: Polestar ელექტორმანქანების წარმოებაზე პროგნოზებს წყვეტს -  მიზეზი  ჩინეთში ნაწილების დეფიციტია
access_time2022-05-19 19:49:00
შვედური “ვოლვოსა“ და ჩინური “ჯელის“ თანამფლობელი კომპანია Polestar წარმოების პროგნოზირებას თითქმის მეოთხედით ამცირებს, ამის მიზეზი ჩინეთის მასშტაბით ნაწილების დეფიციტია. - აღნიშნულ ინფორმაციას Financial Times...


მსგავსი სიახლეები

up