სუამ-ის წევრებმა თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ ოქმს ხელი მოაწერეს

სუამ-ის წევრებმა თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ ოქმს ხელი მოაწერეს

access_time2017-03-27 13:27:57

საქართველოს პრემიერმინისტრი სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურთა სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიესალმება დოკუმენტების ხელმოწერას, რომლებიც სუამ-ის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ფუნქციონირების სრულყოფასა და სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად.

 

 

"ამ მიღწევების მიუხედავად, დაუსრულებელი რჩება შეთანხმების პროცესი ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა საქონლის წარმოშობის ქვეყნის თაობაზე. საქართველო, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კოორდინირებას უწევს სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შეთანხმების პროცესს, დაჟინებით მოუწოდებს ყველა ქვეყანას კონსტრუქციულად მიუდგნენ და მიიღონ საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება ზემოხსენებული დოკუმენტის სასწრაფოდ ხელმოწერის მიზნით. ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს გავაძლიეროთ და გავზარდოთ სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობა. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ერთობლივი ძალისხმევის აქტივიზაციას სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების კონცეფციის იმპლემენტაციისათვის. დარწმუნებული ვარ, ამ მიზნის მიღწევა პოზიტიურად აისახება ჩვენი ეკონომიკების განვითარებასა და შემდგომ რეფორმირებაზე და მოიტანს ხელშესახებ შედეგებს როგორც ჩვენი მეწარმეებისათვის, ისე მთლიანად საზოგადოებისათვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა სუამ-ის პირველი ბიზნესფორუმის ჩატარება, რომელიც ხელს შეუწყობს სამეწარმეო წრეებისა და კერძო კომპანიების დაახლოებას. მისი თქმით, მსგავსი ფორუმების რეგულარულად ჩატარება ურთიერთსასარგებლო პროექტების შემუშავებასა და რეალიზაციას შეუწყობს ხელს.

 

 

"როგორც თავმჯდომარე, მიზანშეწონილად ვთვლი აღვნიშნო სუამ-ის პარტნიორებთან (აშშ, იაპონია) აქტიური ურთიერთქმედების განსაკუთრებული მნიშვნელობა, ასევე სუამ-ი პლუსი - ახალი ფორმატების განვითარება თანამშრომლობაში დაინტერესებულ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კონკრეტული ინიციატივებისა და ერთობლივი მრავალმხრივი პროექტების შემუშავებისა და რეალიზაციის შესაძლებლობების გამოკვლევას.

 

 

სუამ-ის არსებობის 20 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყნებმა განავითარეს მჭიდრო და მტკიცე თანამშრომლობა პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. მხოლოდ კონსოლიდირებული ძალისხმევით გახდება ეს ორგანიზაცია უფრო ძლიერი, ხოლო ჩვენი ქვეყნები - უფრო აყვავებული. 2017 წელი წარმოადგენს განსაკუთრებულ წელს სუამ-ისა და საქართველოსათვის, ჩვენი თავმჯდომარეობის კონტექსტში. ყველა ამ მიზნის მისაღწევად, რომლებზეც ვისაუბრე, ჩვენ თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რომლების მიხედვითაც თავიდანვე შეიქმნა ეს ფორმატი.

 

 

საქართველო კვლავ ადასტურებს სუამ-ისადმი ერთგულებას და განზრახვას, განაგრძოს აქტიური მხარდაჭერა ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებისა და გაღრმავებისთვის", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

სხდომის შემდეგ, ხელი მოეწერა ოქმებს მონაწილე სახელმწიფოთა შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ „2002 წლის 20 ივლისის შეთანხმების ხელშემკვრელ მხარეთა მოქმედებების მაკოორდინირებელი სამუშაო ორგანოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ" და სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ცალკეული შედეგების ურთიერთაღიარების შესახებ". დოკუმენტებს, საქართველოს მხრიდან, ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძემ.

 

 

სუამი სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციაა, რომელიც შეიქმნა 1997 წლის ოქტომბერში ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე რესპუბლიკის მიერ საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა.

 



„დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„დანკინმა“  ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა
access_time2020-04-07 12:30:35
ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად საუზმე მიართვა და საშუალება მისცა „დანკინის“ ყავით და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა. აქცია „ვისოლ ჯგუფის“ სოციალური კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოებას თანამედროვე გმირებს გააცნობს დევიზით #შექმენიისტორია. შეგახსნებთ, რომ „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და...

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“-ლაშა პაპაშვილი

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“-ლაშა პაპაშვილი
access_time2020-04-07 14:00:16
„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“ -ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა. ის მთავრობის გადაწყვეტილებას ბიზნესის გადაზღვევასა და კომუნალურების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს და ამბობს,რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მოქალაქეებისთვის და შემდეგ ბიზნესისთვის. „ბიზნესისთვის სესხების გადაზღვევა რამდენად შეღავათს...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს
access_time2020-04-07 12:30:10
ლარი გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1762-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1794-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1740 ლარი შეადგინა.  შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1500 ლარად. „საქართველოს...

უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს-შავლეგ მიშველაძე

უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე  გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს-შავლეგ მიშველაძე
access_time2020-04-07 12:25:48
ყოველდღიური ზარალი სახელმწიფო ბიუჯეტს: უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე (2901 10 000 00) გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე, შავლეგ მიშველაძე. მიმდინარე წლის მარტის თვეში 2901 10 000 00 სასაქონლო კოდით (ორგანული ქიმიური ნაერთები, ნახშირწყალბადები, აციკლური გაჯერებული) - რეკორდული რაოდენობის...

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა
access_time2020-04-06 19:00:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული...


მსგავსი სიახლეები

up