„ტურისტებს უკვირთ, რომ სვანეთის ულამაზესი ლანდშაფტი ასეთი მოუვლელია.“ - როგორ ხვდება სვანეთი ზამთრის სეზონს

„ტურისტებს უკვირთ, რომ სვანეთის ულამაზესი ლანდშაფტი ასეთი მოუვლელია.“ - როგორ ხვდება სვანეთი ზამთრის სეზონს

access_time2019-11-20 18:45:08

„სვანეთში საბაგიროები ძალიან ხშირად ითიშება, შეიძლება აიყვანო ტურისტი და სულ ტყულად. სამთო-სათხილამურო კურორტზე ასე არ უნდა ხდებოდეს.“ - მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანის“ მენეჯერი ლაშა ჯაფარიძე „კომერსანტთან“ იმ ძირითად პრობლემებზე საუბრობს, რასთან გამკლავებაც სეზონის მანძილზე სვანეთის მაღალმთიან რეგიონს უწევს.


სვანეთში, კერძოდ სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდზე 5 საბაგირო ფუნქციონირებს - 4 -ი სკამიანი საბაგირო და 1 ბიგელი. კურორტ ჰაწვალზე ორი 2-სკამიანი საბაგირო მუშაობს. სვანეთში სასრიალო სეზონი 22 დეკემბერს იხსნება და მაისამდე გრძელდება. ამ პერიოდისთვის რეგიონის მსხვილი  თუ საოჯახო სასტუმროები აქტიურად ემზადებიან უცხოელი ტურისტების მისაღებად , რომელთა მხრიდან დაინტერესებაც ახალი წლს  ისე იზრდება, როგორც არცერთ სხვა სეზონზე. „კომერსანტი“ მესტიის რამდენიმე სასტუმროს  წარმომადგენელს სეზონის მოლოდინებსა და პრობლემებზე ესაუბრა. მათი უმეტესობა მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურული შეფერხებები მთავარ გამოწვევად რჩება რეგიონისთვის, რამაც შეიძლება ტურისტს დისკომფორტი შეუქმნას.


 „ზამთრის პრობლემები ჩვენთან ძირითადად, გზის გაწმენდას უკავშირდება, თავის დროზე არ იწმინდება გზები თოვლისგან არც ცენტრში და არც სოფლამდე მისასვლელი. ტურისტულ კომპანიებს ეშინიათ ტურისტების ამოყვანა იმიტომ, რომ არ აქვთ იმის გარანტია, შეუფერხებლად ამოიყვანენ მესტიაში სტუმრებს. ამას ემატება ისიც, რომ ფრენები ძალიან ხშირად იდება ძირითადად ამინდის გამო. ვფიქრობთ,  დასამატებელია თვითმფრინავებიც და დღეში ორი რეისი მესტიისთვის საკმაოდ ცოტაა.  ასევე, ცნობილი ამბავია,  მესტიაში გაზი არ გვაქვს და  ეს გვძვირებს სასტუმროების გათბობის ხარჯებს.


რაც შეეხება გასართობ საშუალებებს, აქ მსხვილი ბრენდებიც იმიტომ არ შემოდიან, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს მხარეს და გარისკვას ერიდებიან.“ - ამბობს სასტუმრო „ბანგურიანის“ მენეჯერი.



სვანეთის მიმართ დაინტერესება აისახება ჯავშნების რაოდენობაზე, შესაბამისად სასტუმროები პოზიტიურად არიან განწყობილი 2019-2020 წლის ზამთრის საკურორტო სეზონის დაწყებამდე.


 „საკმაოდ კარგ სეზონს ველოდებით, თუმცა ეს დამოკიდებულია საბაგიროების მუშაობასა და თოვლზე. შარშან რამდენიმე პრობლემა იყო,  რომელიც დიდ გავლენას ახდენს  კომფორტზე, რამდენიმე საათით ითიშებოდა საბაგიროები, კერძოდ ჰაწვალზე. წესით წელს ეს პრობლემა უნდა მოგვარებულიყო. ახლა ჯავშნების 80 პროცენტი უკვე მიღებული გვაქვს დეკემბერ- იანვრისთვის და იმედია  სეზონი შეფერხებების გარეშე ჩაივლის“ - ამბობს მესტიის სასტუმრო „ჩუბუს“ მენეჯერი ანა მერლანი.

 

მესტიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში ვაჩვალში ნაგვისა და ძაღლების პრობლემის მოგვარებას ითხოვს სასტუმრო Oldview-ს მეპატრონე ანა მარგიანი.  მისი თქმით, სტუმრები შეწუხებული არიან, რომ მესტიის ცენტრის ასეთი სურათი  სვანეთის ულამაზეს ბუნებას ფასს უკარგავს.


 „ყოველ წელს სვანეთში ოქტომბერ-ნოემბრის თვე პრაქტიკულად ჩავარდნილია, საახალწლოდ კი   უფრო რუსებს აქვთ დაჯავშნილი ჩვენი ნომრები. რაც გვინდა გამოსწორდეს ეს პირველ რიგში საბაგიროებს უკავშირდება, სტუმარი მაღალმთიან რეგიონს სტუმრობს, რათა ხედების გარდა გასართობი საშუალებებითაც ისიამოვნოს, ერთადერთი რაც აქ არის საბაგიროა და ეგეც შეფეხებებით მუშაობს. აგვისტოდან ჩაკეტილია ჰაწვალის საბაგირო, სტუმრებს სურულდის ნახვა უნდოდათ და ვერ მოახერხეს. ძირითადი უკმაყოფილება სტუმრების მხრიდან ნაგავსა და მოუწესრიგებელ ქუჩებს ეხება.  ჩვენი უბანი, ვანჩვალი ყველაზე პრესტიჟულია სვანეთში და აქ ყველგან ნაგავი ყრია, მესტიის ცენტრში თავმოყრილია უამრავი უპატრონო ძაღლი. სტუმრებს უკვირთ, რომ სვანეთის ულამაზესი ბუნება ასეთი მოუვლელია.“ - ამბობს სასტუმრო Oldview-ს მეპატრონე ანა მარგიანი.

 

 მარიამ მორგოშია





„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“
access_time2019-12-12 18:30:34
რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. „2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. 2018 წელს პირველად იყო,როცა პირველ და მეორე...

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება
access_time2019-12-12 18:00:33
2020 წლის 1-ლი იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი - ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს. როგორც ცნობილია, გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად აქირავებს ბინას ტურისტებზე და უწევს მათ მომსახურებას. „სემეკის ახალი დადგენილების მიხედვით 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამ ტიპის...

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?
access_time2019-12-12 20:00:05
დაიშლება თუ არა გაერთიანებული სამეფო? თუ შოტლანდიის ეროვნული პარტია მიაღწევს თავის მიზანს -ასეც იქნება. ეს პარტია 85 წელი იბრძვის შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის და სწორედ დღეს, ისე, როგორც არასდროს, ის ახლოსაა წარმატებასთან.შოტლანდიური სეპარატიზმის გაღვივება ბრექსიტის თაობაზე ამ მხარის მოსახლეობის განსხვავებულმა პოზიციამ გამოიწვია.მთლიანად ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლას 52% ემხრობა, მაშინ როდესაც შოლტანდიაში 62%-მა ხმა ევროგაერთანებაში დარჩენას...

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“
access_time2019-12-12 14:30:05
„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი“, - ეს სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადებაა. საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი საზოგადეობის დიდმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო და მთავრსარდლისგან მობოდიშება მოითხოვა.  აღსანიშნავია რომ პრეიზდენტს „ქართული ოცნების“  წევრებიც...

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“
access_time2019-12-12 15:00:44
„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც  ჭყონია განმარტავს,კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც  ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up