რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა

access_time2020-05-27 10:50:16

ახალი კორონავირუსი მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ხალხთა ტრადიციებსაც აქტიურად ებრძვის. უამრავ რეგულაციასთან ერთად, რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების ადათ-წესები სახეს იცვლის ან სრულად იკრძალება. მაგალითად, ქორწილისა და ქელეხის გადახდა რამდენიმე თვეა უკვე შეუძლებელია. რა ელის კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ტრადიციას საქართველოსთვის - სტუმარ-მასპინძლობასა და ქართულ სუფრას. რა გამოწვევებია სარესტორნო ინდუსტრიაში დღეს და რას პროგნოზირებენ დარგის სპეციალისტები უახლოესი თვეებისთვის?


„კომერსანტი“  საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის დამფუძნებელ, რესტორატორ ლევან ქოქიაშვილს ესაუბრა. ჩვენი რესპონდენტი კვების ობიექტების მხრიდან დაანონსებულ გახსნას ეხმაურება და ამბობს, რომ მხოლოდ გახსნით პრობლემათა ის ჩამონათვალი ვერ მოგვარდება, რომლის წინაშეც დღეს ეს ინდუსტრია დადგა.მისი თქმით, ასევე გასათვალისწინებელია მოსალოდნელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, რომელიც კვების ობიექტების გახსნის შემდეგ შესაძლოა შეიცვალოს კიდეც.

 

„მთელი მსოფლიო სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში განსაკუთრებული პრობლემის წინაშე დგას. მაგალითად რომში 400 -ზე მეტმა რესტორანმა უარი თქვა საერთოდ გახსნაზე. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ იმ რეგულაციებით და იმ სიტუაციით, რომელიც მათ ქვეყანაშია. მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში კარგი მდგომარეობაა, იქედან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე მწვანე ზონა ვართ. მაგრამ სომხეთის მაგალითი რომ განვიხილოთ, ყველაზე დიდი პრობლემები, მაშინ დაიწყო, როდესაც კვების ობიექტები გახსნეს. ჩვენს სფეროში ძალიან რთული წელი იქნება და რაიმე პროგნოზის გაკეთება მიჭირს. სარესტორნო სფეროს წარმომადგენლებს უამრავი პრობლემა გვაქვს, ეს პრობლემები კი 5 მთავარი კომპონენტისგან შედგება:


1. იჯარის გადასახადი

2. საბანკო ვალდებულებები

3. სახელმწიფო გადასახადები

4. კომუნალური გადასახადები

5. პროდუქციის ღირებულების ზრდა“, - აცხადებს ლევან ქოქიაშვილი.

 

მისი განმარტებით,მოიჯარეებთან მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია გადასახადების კორექტირებასთან დაკავშირებით. რესტორატორი სხვა ქვეყნების მაგალითებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ მხრივ ევროპის ქვეყნების პრაქტიკა მისასალმებელია.

 

„8 ივნისიდან ხომ იხსნება კვების დაწესებულებები, მივედით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხამდე - რა უნდა გავაკეთოთ არსებულ სიტუაციაში? სტუმარ-მასპინძლობის სფერო მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ შეძლოს ხარჯების შემცირება. პირველი - უნდა შევეცადოთ იჯარის გადასახადის შემცირებას. მივდივართ და მოიჯარეს ვეუბნებით, რომ პირობითად, 1000 დოლარს ვეღარ გადავუხდით, ვთავაზობთ 500 დოლარს, ხარჯს ვანახევრებთ.  მეორე - სახელმწიფო და სხვა სტრუქტურები, ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ ფინანსური საშუალება, უნდა დაგვიდგნენ გვერდში, რათა გვქონდეს შეღავათები, როგორც გადასახადების კუთხით, ასევე ორგანიზაციებმა უნდა შეძლონ სექტორის სუბსიდირება. მაგალითად რომ ავიღოთ გერმანია, იმდენად კარგად ესმით არსებული პრობლემები, რომ მოსახლეობას 100-100 ევრო დაურიგეს, ეს თანხა კი  რესტორანში უნდა დახარჯონ. იგივე მოხდა საფრანგეთშიც და იტალიაშიც. იტალიაში საერთოდ 500-500 ევროს აძლევენ მოსახლეობას, რათა ზაფხულში შიდა ტურიზმი განვითარდეს. იჯარის კუთხით საკითხი ბიზნესმა დაარეგულირა, მოიჯარეები დათანხმდნენ ჩვენს შეთავაზებას, მაგრამ აქაც გაურკვეველი მდგომარეობაა. მოიჯარეებსაც სჭირდებათ ფინანსები,ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ვთვლი, რომ ამ მიმართულებით კარგი იქნება დიდი ბრიტანეთის პრაქტიკის გაზიარება - მოიჯარეს ერთი წლის განმავლობაში არ შეუძლია უჩივლოს დამქირავებელს, ან მოსთხოვოს ფართის დაცლა, სახელმწიფო მიმართულებას აძლევეს, რომ უნდათ თუ არ უნდათ, ერთმანეთში მოილაპარაკონ. საქართველოში მოხდება ის, რომ ძალიან ბევრი საიჯარო ფართი საერთო აღარ გაიხსნება და დარჩება ცარიელი ან სასამართლო დავები დაიწყება“, - განამრტავს ლევან ქოქიაშვილი.

 

საბანკო  გადასახადები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება სარესტორნო ბიზნესისთვის. ქოქიაშვილის თქმით, თითქმის ყველას ჰქონდა გარკვეული რაოდენობის, სასესხო ვალდებულება, საკუთარი ბიზნესის გასავითარებლად და სრულიად მოულოდნელად, ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რაც საკმაოდ დიდ კრიზისს ქმნის. რესტორატორი ამბობს, რომ ამ სფეროში გადარჩებიან ის ობიექტები, რომლებსაც აქვთ მეტი ფინანსური შესაძლებლობა, მცირე ობიექტები კი გაიხსნებიან, მაგრამ გრძელ ვადაში გაკოტრება ელოდებათ.

 

„პრობლემა არის საბანკო გადასახადები - საქართველოში ძალიან ბევრი საოჯახო მარანია, ეს არის ტურიზმის ერთ-ერთი ძლიერი, მამოძრავებელი ძალა, რადგან რეგიონში უამრავი ტურისტი ჩადიოდა, ეს ავთენტური, სოფლის ტურიზმის მიმართულების ობიექტები ძალიან მოსწონდათ. ძირითადად ყველა ადამიანს ჰქონდა მცირე სესხი აღებული, რათა ეს ობიექტი გაემართათ, უცებ შემოსავალი აღარ აქვთ. მაგალითად, საფრანგეთმა კი არ გადაუვადა მომხარებელს სესხი, როგორც ეს საქართველოში მოხდა, არამედ სამი თვით შეუჩერა და არანაირი გადასახადი არ მოსთხოვა. ჩვენ კი გადაგვივადეს სესხი, მაგრამ ყოველთვიური პროცენტი ისევ გვემატება, მე არ ვმუშაობ ვალი კი მემატება. ვთვლი, რომ ბანკები უნდა მოიქცნენ ისე, როგორც მაგალითად საფრანგეთში, მათ 2-3% სესხი გამოყვეს ჩვენი სფეროსთვის. აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი, რომ რესტორნებმა, რომლებმაც დააანონსეს გახსნა, მათ ბანკებიდან უკვე დაურეკეს. ბანკებსაც თავისი სადარდებელი აქვთ, არავინ ამბობს, რომ ბანკებს პრობლემები არ აქვთ. ჩვენ ერთი შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის მინისტრთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ მოხდეს რაიმე ახალი სესხების დანერგვა ან გადავადება, თუმცა ეს არის საკითხი, რომელიც მიბმულია ბანკების რეგულაციებს. ჩემი ინფორმაციით, ახლა ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს“, - აცხადებს ლევან ქოქიაშვილი.

 

რაც შეეხება პროდუქციის ღირებულების ზრდას, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა სარესტორნო ბიზნესისთვის, ვინაიდან  პირდაპირ აისახება მენიუში საკვების გასწვრივ დაწერილ ფასებზე.


 

„დაახლოებით 30%-ით გაძვირდება მენიუ. ეს განპირობებულია ინფლაციის მაჩვენებლით. მაგალითად, შარშან ამ დროს პომიდორი 1.20 ლარი ღირდა ახლა 5 ლარი ღირს. სტუმარი თუ შეუკვეთავს ბერძნულ სალათას და დახვდება გაზრდილი ფასი, ფაქტს გაგებით უნდა მოეკიდოს. ფასები გაიზრდება, მომხმარებელს კი არ ექნება საშუალება, ის  ღირებულება გადაიხადოს, რომელიც ადრე იყო. უნდა ვეცადოთ მენიუ გავაიაფოთ, რადგან ახლა შიდა მომხმარებელზე ვართ დამოკიდებული, შიდა მომხმარებელი კი, რომელიც კვების დაწესებულებაში დადის არც ისე ბევრია. რეალურად, ის ადამიანებიც ვეღარ ივლიან, რომლებიც აქამდე დადიოდნენ იმიტომ, რომ ძალინ ბევრმა ადამიანმა სამსახური დაკარგა. ტურიზმის ინდუსტრიაში, დაახლოებით დაკარგულია 80 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ქვეყანა გაღარიბდა, კვების დაწესებულებაში ფასები აიწევს, რადგან ხარჯები გაიზრდება და სრულიად უაზრო ხდება კვების დაწესებულების გახსნა“- განაცხადა ლევან ქოქიაშვილმა.

 

მნიშვნელოვან პრობლემას შექმნის უცხოელი ტურისტების რაოდენობის შემცირება. ლევან ქოქიაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ შიდა ტურიზმით კვების ობიექტები ფონს ვერ გავლენ, რადგან მათ შემოსავლებს დიდწილად სწორედ საერთაშორისო ტურისტები განსაზღვრავდნენ.

 

„ერთობლივ პრობლემებს, რომელიც ჩამოვთვალეთ, ერთვის კიდევ ერთი საკითხი. პროცენტულად თუ ავიღებთ, ნებისმიერ საშუალო თუ მსხვილ რესტორანში, მაგალითად „შავი ლომი,  „ბარბარესთან“, „ქეთო და კოტე“  მომხმარებლის 65% არის ტურისტი. ეს ქმნის სერიოზულ პრობლემას, რადგან 100 პროცენტიდან 65% შემოსავალი ბიზნესს აკლდება. მე არ ვიცი ბიზნესი, რომელმაც შეიძლება ასეთ პირობებში შეძლოს არსებობა. შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ დარჩენილ 35%-ს აკლდება იმ 5 კომპონენტის ხარჯი, რომელზე ვისაუბრეთ (1. იჯარის გადასახადი 2. საბანკო ვალდებულებები 3. სახელმწიფო გადასახადები 4. კომუნალური გადასახადები 5. პროდუქციის ღირებულების ზრდა), საბოლოო ჯამში, ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ“,- აცხადებს ლევან ქოქიაშვილი.

 

აღსანიშნავია ასევე, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაც, რომელსაც როგორც ყველა ბიზნესისთვის, ასევე სარესტორნო ბიზნესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივია, ახლად შემუშავებული რეგულაციების სრულად დაცვა ხარჯებს ზრდის და ბიზნესს კიდევ უფრო მეტ ვალდებულებას აკისრებს.

 

„არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ვერაფერს ვუზამთ - ეს არის იმ ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვის წესები, რომელსაც ჯანდაცვის ორგანიზაცია მთელს მსოფლიოს სთავაზობს. რეკომენდაციები ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ სტუმარი არ მივა ისეთ ობიექტზე, სადაც უსაფრთხო გარემო არაა შექმნილი. უსაფრთხო გარემოში იგულისხმება ის ყველა წესი, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო 23-ე დადგენილებით გამოაქვეყნებს“, - განმარტავს ლევან ქოქიაშვილი.

 

რესტორატორი მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალზეც საუბრობს და ამბობს, რომ პრობლემა კომპლექსურია და სარესტორნო ბიზნესს ბევრი მიმართულებით სჭირდება დახმარება. ქოქიაშვილის თქმით, ამ მხრივ დიდი როლი აქვს როგორც მთავრობას, ასევე  ფონდებსა და დონორ ორგანიზაციებს.

 

„ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ჩვენს სფეროს, როგორც ფონდები, დონორი ორგანიზაციები, ისე მთავრობა, ყველა უნდა დაეხმაროს. იმიტომ უნდა დაეხმაროს, რომ ეს სფერო არის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა. მაგალითად, 2019 წელს 750 მილიონი ლარის შემომტანი იყო კვების და სასმელების სფერო, რომელიც საქართველოში არსებული ბიზნესების ლოკომოტივია. მუდმივი კონტაქტი გვაქვს, როგორც მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე დონორ ორგანიზაციებთან, ყოველდღიური განხილვა მიდის ამ საკითხების, რა შეიძლება გავაკეთოთ. მაგალითად, არის რიგი საკითხები, რომელიც მოძველდა და ახლა საჭიროა რამე ახალი მოიფიქრონ. მაგალითად,სესხის სამთვიანი გადავადება. ბიზნესს არც ახლა აქვს რაიმე ფინანსები და შემოსავლები. ეს საკითხი ჯერჯერობით ღიაა და ველოდებით, რა მოხდება.  ვართ ძალიან რთულ სიტუაციაში, გვჭირდება ნერვები და  ყველას მოვუწოდებ, მოემზადონ პრობლემებისთვის, თუმცა, ვფიქრობ, რომ დიდი მონდომებით ყველაფერი შესაძლებელია”.

 

რა იქნება ქართული სუფრის ფასი, შევძლებთ თუ არა სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციის თამამად გაგრძელებას და როგორ მოგვემსახურებიან რესტორნები მომდევნო თვეების განმავლობაში, ეს ჯერ ისევ განხილვის საგანია და პასუხს ჯერ თავად ბიზნესი და სახელმწიფო ეძებს.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up