სტუდენტები აღმოსავლეთ ევროპიდან და განათლებაში თანამედროვე სისტემები - ქართველი ბანკირების „ღია უნივერსიტეტი“

სტუდენტები აღმოსავლეთ ევროპიდან და განათლებაში თანამედროვე სისტემები - ქართველი ბანკირების „ღია უნივერსიტეტი“

access_time2021-03-10 11:00:23

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი შპს ველოქს ედუქეიშენმა იყიდა. ველოქს ედუქეიშენის დირექტორი საქართველოს ბანკის დირექტორის ყოფილი მოადგილე რამაზ კუკულაძეა, კომპანიაში მისი ბიზნესპარტნიორები კი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის CEO ნიკოლოზ გამყრელიძე, VTB ბანკის CEO არჩილ კონცელიძე, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ მეღვინეთუხუცესი, ასევე საქართველოს კაპიტალის დირექტორის მოადგილე ავთანდილ ნამიჩეიშვილი და ლიბერთი ბანკის დირექტორის მოადგილე დავით წიკლაური არიან.

 

რამაზ კუკულაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ „ღია უნივერსიტეტის“ ყიდვით, ქართველ ბანკირებს სურთ სწავლის იმ თანამედროვე სისტემების დანერგვა რაც დღევანდელს მსოფლიო რეალობაში აქტუალურია.


ველოქს ედუქეიშენმა“ განათლების ინდუსტრიაში წვლილის შეტანა გადაწყვიტა, რადგან გარდა იმისა, რომ კეთილშობილური საქმეა, ქვეყანას რაც მეტი განათლებული ადამიანი ეყოლება მით უკეთესია. მე და ჩემი მეგობრები ვფიქრობთ, რომ დღეს საქართველოს ბაზარზე არის საკმაოდ დიდი ადგილი ახალი კარგი უნივერსიტეტის არსებობისთვის, ასევე გვინდა სწავლის იმ თანამედროვე სისტემების დანერგვა რაც დღევანდელ მსოფლიო რეალობაში აქტუალურია. თუმცა, უფრო დეტალურად ამის განხილვა ახლა მიმდინარეობს და რამდენიმე თვეში გვეცოდინება.


დღეს უნივერსიტეტს აქვს 4 სკოლა, ეს არის სამედიცინო მიმართულება, სამართლის სკოლა, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება, ასევე ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლა. ამ ოთხივე მიმართულებას გავაუმჯობესებთ, რადგან ძირითადად საფინანსო სფეროს წარმომადგელები ვართ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ მიმართულებით გავაძლიერებთ მას. 2022 წლიდან ვგეგმავთ, დავამატოთ კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება, მანამდე ბიზნესის ადმინისტრირების სკოლას გავაკეთებთ უფრო უკეთესს“, - განმარტავს რამაზ კუკულაძე.

 


რამაზ კუკულაძის თქმით, უნივერსიტეტის საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოზიციონირების გაძლიერება იგეგმება.


უნივერსიტეტის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირების გაძლიერებაც იგეგმება, თუმცა ამ ეტაპზე ნაადრევია დეტალებზე საუბარი. სტუდენტები გვყავს ინდოეთიდან, თურქეთიდან, არაბეთის ქვეყნებიდან და ა.შ. ვგეგმავთ ამ ბაზრებზე უფრო მეტად გავძლიერდეთ, მაგრამ დივერსიფიკაციასაც ვაპირებთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან სტუდენტების მოზიდვა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი.


ღია უნივერსიტეტის კონკურენტი ყველა ის სასწავლებელი იქნება ვინც დღეს ამ ბაზარზე მოღვაწეობს და ვფიქრობთ, რომ ყველა მათგანს გავუწევთ კონკურენციას“, - განაცხადა რამაზ კუკულაძემ.


რამაზ კუკულაძე არ აკონკრეტებს თუ რა თანხა გადაიხადა კომპანიამ ღია უნივერსიტეტის 100%-იანი წილის შეძენაში. ინვესტირებაზე საუბრისას კი აღნიშნავს, რომ კონკრეტული თანხის დასახელება ამ ეტაპზე ნაადრევია, თუმცა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით უნივერსიტეტი დამატებით სახსრებს არ საჭიროებს, განახლება ძირითადად კომპიუტერული და აიტი ტექნოლოგიების კუთხით იქნება საჭირო.

 

ღია სასწავლო უნივერსიტეტი 2002 წელს დაფუძნდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი გიორგი ამილახვარი იყო, რომელიც ამჟამად ქართული ოცნებისდეპუტატია, სასწავლებლის 100%-იანი წილი კი ზაურ ამილახვარს ეკუთვნოდა. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ღია უნივერსიტეტის ახალი მფლობელები სასწავლებლის უძრავი ქონების იჯარაში თვეში 60,000 ლარს გადაიხდიან, მისი შემოსავალი (2019 წლის) კი 3.2 მილიონი ლარი იყო.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up