ბათუ ქუთელია: ბოლოდროინდელი მოვლენები აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე უარყოფითად არ აისახება  - ამერიკის სტრატეგიული ინტერესები უცვლელია

ბათუ ქუთელია: ბოლოდროინდელი მოვლენები აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე უარყოფითად არ აისახება - ამერიკის სტრატეგიული ინტერესები უცვლელია

access_time2019-07-11 19:00:09

ბოლო დროს რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო აქტუალური გახადა ქვეყნის საგარეო კურსი და პარტნიორი  სახელმწიფოების მნიშვნელობა. საზოგადოების დიდი ნაწილი არჩევანს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე აკეთებს. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე, სულ უფრო მეტი ევროკავშირის და აშშ-ს დროშა ჩანს.  



26-წლიანი ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური ურთიერთობების ფონზე, რას ნიშნავს დღეს აშშ-სთან პარტნიორობა საქართველოსთვის და რა სტრატეგიული მნიშვნელობა  აქვს ამერიკისთვის ჩვენს ქვეყანას, სადაც რამდენიმე დღის წინ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე აღვნიშნეთ



“საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა აშშ-სთვის იმაზე გრძელვადიანია ვიდრე, ჩვენს ქვეყანაში რომელიმე მთავრობის პოლიტიკა, ასე რომ ამ სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა აშშ-ში მრავალჯერადი ადმინისტრაციული ცვლილებების მიუხედავად, წლების მანძილზე არ ხდებოდა და არ მოხდება. საქართველო იყო და დარჩება გეოპოლიტიკურად, ეკონომიკურად, ენერგეტიკულად და სამხედრო მნიშვნელობით საინტერესო  პარტნიორად აშშ-სთვის  ამბობს “კომერსანტთან“ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი  ბათუ ქუთელია.


როგორც საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში განმარტავს  აშშ  არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი.  სტრატეგიული პარტნიორობა კი ოთხ ფუნდამენტურ მიმართულებას ეფუძნება, ესენია 1. თავდაცვა და უსაფრთხოება  2. ეკონომიკა და ვაჭრობა 3.  დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა   4. ხალხთა შორის ურთიერთობა.  


ამ საკითხების ქვეშ ძალიან ბევრი ქვესაკითხია, ჯამში ეს ყველაფერი საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის შემადგენელი ქვეკუთხედია,  ამიტომ ამერიკის როლი და ფუნქცია არის განუზომლად დიდი.  გარდა ამ პრაგმატული ამოცანებისა, ისტორიულად, ამერიკას საქართველოსთვისაც და ზოგადად ოკუპირებული, საბჭოთა და კომუნისტურ რეჟიმგამოვლილი ერისთვის, ძალიან დიდი ფსიქოლოგიური და ემოციული დატვირთვაც ჰქონდა, რადგან  თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხების ყველაზე აქტიური მხარდამჭერი სწორედ ამერიკაა. აქედან გამომდინარე, აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება სწორედ ამ მთავარ ფასეულობას, სწრაფვას თავისუფლებისთვის და ბუნებრივია, ამ თავისუფლებისთვის ჩვენ ჩვენი წვლილი უნდა გავიღოთ,  ჩვენი წილი მონაწილეობა მივიღოთ ამ გლობალურ, დაპირისპირებაში ცივილიზებულ და არა ცივილიზებულ სამყაროს შორის.  ამ თავისუფლებისთვის იბრძოდნენ ჩვენი მეომრები ერაყში ამერიკელების მხარდამხარ, ავღანეთში ნატოსთან ერთად - ეს ყველაფერი ერთობლიობაში  ქმნის სწორედ იმ გარემოს, რასაც ეწოდება სტრატეგიული პარტნიორობა.  ბოლო 28 წლის განმავლობაში ეს სტრატეგიული პარტნიორობა ინტენსიურად ვითარდებოდა,  მიუხედავად ამერიკაში ადმინისტრაციების ცვლილებისა.“



საქართველოს, როგორც პატარა ქვეყნისთვის აშშ-ს მხარდაჭერა რომ მნიშვნელოვანია და ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის  ეს სტრატეგიული პარტნიორობა ეკონომიკური კუთხით დადებითი შეიძლება იყოს, ეს ფაქტია. მაგრამ, რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ამერიკისთვის?



საქართველოს მნიშვნელობა ამერიკისთვისაც ძალიან დიდია. თუ ნახავთ პოლიტიკოსების გამოსვლებში და ანალიტიკურ სტატიებში,  საქართველოს წარმატება არის აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებში და ეს არ არის ცარიელი სიტყვები. სტრატეგიული პარტნიორობა არ არის ცალმხრივი. ის,  რომ საქართველო ამტკიცებს დემოკრატიული წარმატებულობის შესაძლებლობას იმ რეგიონში,  სადაც ეს თითქოს წარმოუდგენელი იყო, სწორედ ესაა ფასეულობების თანხვედრა. უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით,  ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს იქნება ახლო აღმოსავლეთი,  ირანი,  შავი ზღვის უსაფრთხოება, ნატო,  ტერორიზმთან ბრძოლა, ეკონომიკა და ვაჭრობა -  საქართველო არის გზაჯვარედინზე დასავლეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის, აქედან გამომდინარე ეს ვაჭრობის და ეკონომიკის კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხითაც საინტერესოები ვართ ამერიკისთვის, რადგან საქართველოზე გადის ალტერნატიული, არა რუსეთის მიერ კონტროლლირებადი გზა, რათა კასპიის ზღვიდან ცენტრალური აზიის ენერგორესურსები ევროპულ ბაზარზე მოხვდნენ.  ეს კომბინაციაში ერთად ქმნის ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს საქართველოს მიმართ, აქ გვაქვს 100-პროცენტიანი თანხმობა.


პოპულარული ენით რომ ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ბევრი ფული იშოვოს ამერიკასთან ერთობლივი ბიზნესით, იქნება ეს ლოგისტიკური გადაზიდვები , წარმოება ამერიკული ბაზრისთვის, ამერიკაში ქართული პროდუქციის გატანა, ან ისეთ ქვეყნებში ექსპორტი, რომელიც ჩვენსავით აშშ-ს  სტრატეგიული პარტნიორები არიან და აშშ -ს შეუძლია ხელი შეგვიწყოს ამ საქმეში.  ეს არის თავიდათავი, რაც საქართველოს გააძლიერებს არა მარტო ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც.  სწორედ ამიტომაცაა რუსეთის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების გაზრდა რუსეთზე და, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში სახეზეა ეს დამოკიდებულება.  



როგორ ფიქრობთ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები  საქართველოში როგორ შეიძლება აისახოს აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე? 


პერსპექტივაში არ მგონია ეს მოვლენები უარყოფითად აისახოს, სტრატეგიული პარტნიორობა უფრო გრძელვადიანია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული მთავრობის პოლიტიკა.  აქედან გამომდინარე,  აშშ არ გადახედავს თავის ინეტრესებს იმიტომ, რომ ეს არის სტრატეგიული ინტერესები. აქ საუბარია იმაზე ჩვენ რამდენად ეფექტურად გამოვიყენებთ ამას, რათა მოკლე დროში უფრო კარგად ვიცხოვროთ და უფრო უსაფრთხოდ ვიყოთ.  უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ლოგისტიკური ბაზრის ინფრასტრუქტურის მშენებლობა მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის ასევე ამერიკელებისთვის.  აქაც ძალიან დიდი სივრცეა ასათვისებელი იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ მეტი უსაფრთხოების გარანტიები და პლიუს ამას, უფრო გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი.

 


1992 წელს გაფორმდა პირველი ეკონომიკური ხელშეკრულება ინვესტიციების შესახებ საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის, რომელიც მიზნად ისახავდა ინვესტორების შემოსვლას საქართველოში და ეკონომიკური კავშირის გაღრმავებას; 1992 წლის 23 აპრილს საქართველოში აშშ-ს საელჩო გაიხსნა, რომლის პრიორიტეტს ქვეყანაში ეკონომიკის გაძლიერება და დემოკრატიის გამარჯვება წარმოადგენდა; 1993 წელს  კი ევროპა-კავკასია-აზია სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ (TRACECA) პროექტში პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა ტრანსპორტირებას საქართველოს და აზერბაიჯანის გზით.



მარიამ მორგოშია





ბათუმის მერია „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს

ბათუმის მერია  „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის  მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს
access_time2019-07-16 18:55:01
ბათუმის საკრებულომ ბათუმის მერიას დაავალა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება „რივიერას“ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მოსამზადებლად. აღნიშნულ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელიც 5 მაღალსართულიანი ნაგებობის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით მილიარდი ლარი, მოხმარდება, როგორც მრავალფუნქციური შენობების აშენებას, ასევე თანამედროვე...

Visa-მ და MasterCard-მა შესაძლოა რუსეთი დატოვონ

Visa-მ და MasterCard-მა შესაძლოა რუსეთი დატოვონ
access_time2019-07-16 20:00:14
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიღებამაც, შესაძლოა, აიძულოს საერთაშორისო საგადამხდელო სისტემები Visa და MasterCard-ი რუსეთიდან გავიდნენ. თუ ასე მოხვდა, რუსეთის მოქალაქეები ვერ შეძლებენ თავიანთი ბარათების გამოყენებას უცხოეთში, ხოლო რუსეთში აიკრძალება უცხოური ბანკების პლასტიკური ბარათები. 23 ივლისს იგეგმება კანონპროექტის „ეროვნული საგადასახადო სისტემის თაობაზე“ განხილვის დაწყება. მიღების შემთხვევაში, კანონი...

“იმისათვის, რომ ენაც შევინარჩუნოთ და მსოფლიო პროგრესსაც არ ჩამოვრჩეთ, ახლებურად მოაზროვნე, მოქნილი ტვინების ნააზრევი გვჭირდება“

“იმისათვის, რომ ენაც შევინარჩუნოთ და მსოფლიო პროგრესსაც არ ჩამოვრჩეთ, ახლებურად მოაზროვნე, მოქნილი ტვინების ნააზრევი გვჭირდება“
access_time2019-07-16 19:00:05
“იმისათვის, რომ ენაც შევინარჩუნოთ და მსოფლიო პროგრესსაც არ ჩამოვრჩეთ, ახლებურად მოაზროვნე, მოქნილი ტვინების ნააზრევი გვჭირდება “ — ასე აფასებს აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი ზურაბ გურული სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნდებას, რასაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა...

პრემიერის განცხადებით, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფო კრედიტების პროცენტების ნაწილობრივ დაფარვაში დაეხმარება

პრემიერის განცხადებით, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფო კრედიტების პროცენტების ნაწილობრივ დაფარვაში დაეხმარება
access_time2019-07-16 17:55:19
არც ერთი სასტუმრო, საოჯახო ტიპის თუ საშუალო ზომის, რომლის მშენებლობაც იგეგმებოდა, არ უნდა გაჩერდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მცირე და საშუალო მეწარმეების დასახმარებლად კონკრეტული მექანიზმები აქვს. კერძოდ, ბახტაძის თქმით, მეწარმეებს, რომლებსაც ბიზნესის განსავითარებლად სესხები აქვს აღებული, მათი პროცენტების თანადაფინანსება სახელმწიფოს...

გადადი ახალ ბინაში — ტერაბანკის იპოთეკური სესხი მათთვის, ვისაც სახლის შეცვლა სურს

გადადი ახალ ბინაში — ტერაბანკის იპოთეკური სესხი მათთვის, ვისაც სახლის შეცვლა სურს
access_time2019-07-16 17:50:11
ტერაბანკი მომხმარებლებს, რომლებსაც ბინის შეცვლა აქვთ გადაწყვეტილი ახალ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. სესხი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც საცხოვრებელი ბინა ჯერ არ გაუყიდიათ და სურთ, 1 დიდი სახლით ორი, ან უფრო მცირე ბინა შეიძინონ. პროდუქტის დახმარებით, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, თანხა გამარტივებულად, მხოლოდ ბინის უზრუნველყოფით მიიღონ, არ იჩქარონ ძველი სახლის გაყიდვა და ახალ ბინაში სესხის დამტკიცებისთანავე გადავიდნენ. მომხმარებლებისთვის 6-თვიანი...


მსგავსი სიახლეები

up