ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

access_time2020-07-08 17:00:38

 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის ამ ყველაფერში. ყველაფერმა კომბინაციაში გამოიწვია ის, რომ  პრაქტიკულად სანქცირებაზე გადადის შტატების ხელისუფლება,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ამერიკული კომპანია  „ფრონტერას“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა მამულაიშვილმა აშშ-ს კონგრესის საბიუჯეტო კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა, სადაც საუბარია საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.


ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ  2021 წელს დახმარების სახით განკუთვნილი  132 025 000 აშშ დოლარის 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე  საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.


გამომდინარე იქიდან, რომ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული უცხოური ბიზნესის შევიწროების პრობლემა საქართველოში, „კომერსანტმა“ სიტუაციის შეფასებისთვის ამერიკული „ფრონტერას“ დირექტორს მიმართა,  რომელსაც სახელმწიფოსთან დავა ჰქონდა საარბიტრაჟო სასამართლოში. ზაზა მამულაიშვილი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი სტრატეგიული პარტნიორისგან მსგავსი სანქციების, სწორედ ამერიკული ინვესტიციების განდევნა და სასამართო სისტემის არამიზანმიმართულად გამოყენება გახდა.



„ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ვხედავთ,  თითქოს ესკალაცია ხდება ამერიკის მხრიდან ამ დამოკიდებულების. სახეზე გვაქვს ქვეყანა,  რომელსაც არ აქვს დემოკრატიული ღირებულება, გამეფებულია კორუფცია ხელისუფლებაში და მზარდი მტრული დამოკიდებულებაა ამერიკული ინვესტიციების მიმართ.   2018 წელსაც ახსენეს ეს მტრული დამოკიდებულება ამერიკელებმა უცხოელი ინვესტორების მიმართ საქართველოში, მაგრამ  ხელისუფლებამ არაფერი არ იღონა. შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორი უკვე ქმედით ნაბიჯებზე გადადის,  რომ გავლენა მოახდინოს საქართველოს ანტიამერიკულ კურსზე. ოლიგარქიული მმართველობის ფორმა მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის და ვხედავთ, რომ უკვე არასახარბიელო გარემო იქმნება ყველაფრისთვის. ამას თუ ემატება მიზანმიმართულად ამერიკული კომპანიების განდევნა ქვეყნიდან, ამერიკული არასამთავრობოების დისკრედიტაცია და მათი პოლიტიკოსების ლანძღვა, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას - ეს ყველაფერი არის იმის მიზეზი, რაც აისახა ამერიკული საბიუჯეტო კანონპროექტის ტექსტში. უნდა შეწყდეს დევნა ამერიკული კომპანიების,  აღარ უნდა იყოს სასამართლო გამოყენებული, როგორც იარაღი ბიზნესის და პოლიტიკური პატიმრების წინააღმდეგ.  ეს თუ შეწყდა და  შეიქმნა უკეთესი გარემო ბიზნესისა და არჩევნესითვის, გვექნება ის ღირებულებრივი თანხვედრა, რაც საქართველოს უნდა აკავშირებდეს შეერთებულ შტატებთან,“- აცხადებს „ფრონტერას“ დირექტორი.  


კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.


მარიამ მორგოშია


თეგები:
ფრონტერა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up