„კონკურენცია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და Georgian Airways-ის კრიზისი“

„კონკურენცია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და Georgian Airways-ის კრიზისი“

access_time2020-01-23 10:45:43

„სახელმწიფო აეროპორტების გაერთიანების მეშვეობით, დაბალფასიან ავიაკომპანიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი დოლარით აფინანსებს.  თითოეულ ტურისტზე, რომელიც ჩამოდის ქვეყანაში მათ დაახლოებით 70 ევროს უხდიან .მეც შემოვიყვან ამ ტურისტს, თანაბარ პირობებში თუ მამყოფებ სხვა უცხოურ კომპანიებთან და უფრო შეღავათიანი ფასი მექნება, მაგრამ არავის არ უნდა ჩვენი გაგონება.“ - ასე აფასებს Georgian Airways_ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია დღეს საქართველოს ავიაბაზარზე არსებულ მდგომარეობას, რომელიც მისი თქმით, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლამ მნიშვნელოვნად შეცვალა.


ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან  მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, თუმცა 2019 წლამდე  მათი დაინტერესება ქართული ბაზრით ვერავინ შეძლო. კომპანია Ryanair-ი ფრენებს ასრულებს როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის რამდენიმე მიმართულებით,2020 წელს კი  ახალი მიმართულებების დამატება იგეგმება. ფაქტი Georgian Airways-ისთვის არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა იმ პირობებში, რომ მათი თქმით, კომპანიას არათანაბარი კონკურენცია კიდევ ერთ უცხოურ კომპანიასთან  Wizzair-თან უკვე აქვს. მძიმე ფინანსური კრიზისის პირობებში კი,  სახელმწიფოსგან დახმარების და თანაბარ პირობებში ჩაყენების პირობაც არ მიუღიათ.


„სამწუხაროდ, რუსეთთან კრიზისს დაემატა Ryanair-ის შემოსვლა და ახლა უკვე მეორე  ლოუქოუსთერთან გვიწევს კონკურენცია. მთავრობასთან მიდის  მუშაობა, რომ ამ ავიაკომპანიების მსგავსაც მოხდეს ჩვენი დაფინანსებაც და თანაბარ პირობებში აღმოვჩნდეთ.  ახლა ვცდილობთ გადავურჩეთ ამ ხელოვნურად შექმნილ არასამართლიან კონკურენტულ გარემოს, რომელიც მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ჯაჭვის შედეგად შეიქმნა.“ - ამბობს  რომან ბოკერია.



Georgian Airways-ი დიდი ხანია ხელისუფლებას ბრენდის განვითარებას,მარკეტინგის საკითხებში დახმარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას სთავაზობს, თუმცა, რომან ბოკერიას თქმით, ამ ეტაპზე ბრენდის განვითარებამდე მისასვლელად კომპანია გაკოტრების საფრთხეს ებრძვის.


„მარკეტინგი და ბრენდის განვითარება ჩემი პირველი პრიორიტეტი იყო როცა ამ თანამდებობაზე დავინიშნე.ახლა მიმდინარეობს მუშაობა შექმნილი ფინანასური კრიზისიდან თავის დასაღწევად.  ჩვენ ვართ საქართველოს ბრენდის რეკლამირების საუკეთესო საშუალება, რომელიც დაფრინავს მსოფლიოს მასშტაბით და აფრიალებს საქართველოს დროშას. ქვეყნის ამგვარი რეკლამისთვის  მთავრობას ჯერჯერობით ერთი თეთრი არ გაუღია. აუცილებელია ერთობლივი პორექტების განხორციელება სახელმწიფოსთან, ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი პასუხი არ მიგვიღია. მიუღებელია ის გადაწყვეტილებები, რომელიც ერთის მხრივ, თითქოს ქვეყნის ტურიზმის განვითარებას ემსახურება და მეორეს მხრივ,  ეროვნულ ინდუსტრიას ანგრევს. ამ დარგის ასე მიტოვება დახმარების გარეშე და არაკეთილსინდისიერ გარემოში, არ არის სამართლიანი, ალბათ ჩვენს გაკოტრებას ემსახურება. ამიტომაც ამ ომში ვართ ახლა, ბრენდის განვითარებასა და მარკეტინგამდე ვერ მივაღწიეთ, სული გვინდა მოვითქვათ. ჩვენი უცხოელი პარტნიორები, ვინც თვითმფრინავებს გვაძლევენ და ვისთანაც გადასახადები გვაქვს, ისინი უფრო პატივს გვცემენ ხელს გვიწყობენ და გვეხმარებიან, რასაც ჩვენს მთავრობაზე ვერ ვიტყვი. სახელმწიფოს სტრატეგიული მიმართულების დარგის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობა არის სახელმწიფო ღალატი.“  - აღნიშნა Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა.


რომან ბოკერიას თქმით 2019 წელს ავიაკომპანია Georgian Airways-ი  500 ათასამდე ტურისტს მოემსახურა, თუმცა, მოლოდინი 850 ათასი ტურისტი იყო. 2019 წლის მონაცემები 2018 წელთან შედარებით 70 ათასითაა შემცირებული, რადგან 2018 წელს ტურისტების რაოდენობამ 570 ათასი შეადგინა.



მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up