“სტრატეგია აღმაშენებელის” 5 მთავარი დაპირება და ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად

“სტრატეგია აღმაშენებელის” 5 მთავარი დაპირება და ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად

access_time2020-07-30 15:21:11

პოლიტიკურმა პლატფორმამ “სტრატეგია აღმაშენებელი” საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. პრეზენტაციისას ვაშაძემ საზოგადოებას პლატფორმის 5 მთავარი დაპირება გააცნო და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მათი გეგმაზომიერად შესრულების პირობა დადო. დღესვე წარადგინეს პოლიტიკური გაერთიანების რამდენიმე სახეც.

 

გიორგი ვაშაძის განცხადებით, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ეს არის წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების [დახმარებით] საქართველოს განვითარების გეგმა”, რომელიც ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად შემუშავდა. მისი თქმით, გეგმას “აქვს ამბიცია, საქართველო აქციოს რეგიონის ლიდერ ქვეყნად”.

 

პლატფორმის ლიდერის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ის იქნება პრემიერ-მინისტრი, რომელიც იქნება “არა კაბინეტში, არამედ იქ, სადაც ხალხს ყველაზე მეტად უჭირს”.

 

5 მთავარი დაპირება, რომელთა შესრულების პირობასაც ვაშაძე დებს საზოგადოების მხარდაჭერის შემთხვევაში, ასეთია:

 

4 წელიწადში შეიქმნება 300 000-მდე სამუშაო ადგილი. მათ შორის, 95 000 9 ახალ ინდუსტრიულ ცენტრში, 9 000 – აგროსექტორში, 21 000 კი – მცირე სასტუმროებში;

2021 წლიდან ყველა საბანკო სესხზე განახევრდება პროცენტი. ბიზნესი დაბალპროცენტიან სესხს მიიღებს.


2021 წლიდან საქართველოში წამლები 30%-ით გაიაფდება და აღარ იქნება “მონოპოლისტური სამედიცინო კომპანიები”.

2020 წლიდან ყველა პენსიონერს 36-დან 40%-მდე სესხის პროცენტი სრულად ჩამოეწერება.

2021 წლის 1-ელი იანვრიდან ყველა ბიზნესს, რომლიც ბრუნვაც 1 მილიონ ლარზე ნაკლებია, მთავრობა დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გაათავისუფლებს.

ვაშაძის მიერ გაჟღერებული კიდევ ერთი დაპირება სამართლიან სასამართლოსა და  პოლიციისა და პროკურატურის “ზეწოლისაგან გათავისუფლებას” გულისხმობს.

 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკურ პლატფორმას შეუერთდნენ უსაფრთხოების ექსპერტი თეონა აქუბარდია, ჯანდაცვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე და სხვები.

 

გიორგი ვაშაძემ თაკო ჩარკვიანთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის  “სტრატეგია აღმაშენებელი” დაფუძნების შესახებ, თავდაპირველად, 27 ივლისს განაცხადა. ვაშაძის თქმით, ამ ეტაპზე პლატფორმა აერთიანებს 3 სუბიექტს: “ახალი საქართველო”, “კანონი და სამართალი” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ექსპერტები.

 

“ჩვენი მიზანია, დავამარცხოთ უმუშევრობა, სიღარიბე, გავუმართოთ ხელი პენსიონრებს, დავაბრუნოთ ემიგრანტები ქვეყანაში და სხვა” ,- ამბობდა მაშინ გიორგი ვაშაძე.

 

მანამდე, ვაშაძისა და ჩარკვიანის პარტიები “ნაციონალურ მოძრაობასთან” და სხვა რამდენიმე სუბიექტთან ერთად კოალიციის “ძალა ერთობაშია” წევრები იყვნენ.


netgazeti.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up