„სტრატეგია აღმაშენებელი“ - ვთვლით, რომ ხელი უნდა მოვაწეროთ ჩვენი დასავლელი მიუკერძოებელი და სამართლიანი მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ - ვთვლით, რომ ხელი უნდა მოვაწეროთ ჩვენი დასავლელი მიუკერძოებელი და სამართლიანი მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს

access_time2021-04-19 14:20:00

„სტრატეგია აღმაშენებელი“, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტია, ვთვლით, რომ უნდა გამოვიყენოთ საერთო ბრძოლით მიღწეული შექმნილი შესაძლებლობის ფანჯარა და ხელი უნდა მოვაწეროთ ჩვენი დასავლელი მიუკერძოებელი და სამართლიანი მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.


როგორც პარტიაში აღნიშნავენ, წარმოდგენილი 5- პუნქტიანი დოკუმენტი არ არის იდეალური.


„სტრატეგია აღმაშენებელი“, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტია, ვთვლით, რომ უნდა გამოვიყენოთ საერთო ბრძოლით მიღწეული შექმნილი შესაძლებლობის ფანჯარა და ხელი უნდა მოვაწეროთ ჩვენი დასავლელი მიუკერძოებელი და სამართლიანი მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, რომელიც მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, რაც გამომდინარეობს კომპრომისის ბუნებიდან, შესაძლებელია ყველამ ერთად ვაქციოთ დიდი შემობრუნების, დიდი ცვლილებების გარდამტეხ წერტილად.


ჩვენ ამ ბრძოლაში გვაქვს ორი მთავარი ფაქტორის მხარდაჭერა:


ეს არის ჩვენი მოქალაქეები და მათი ურყევი ნება, იცხოვრონ თავისუფალ და ძლიერ სახელმწიფოში;


ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, რომ საქართველო იყოს ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო.


შეთანხმება თავისი ბუნებიდან გამომდინარე გულისხმობს კომპრომისებს და სწორედ ამიტომ წარმოდგენილი ხუთ პუნქტიანი დოკუმენტი სულაც არ არის იდეალური. მას გააჩნია ხარვეზები, მაგრამ ერთობლიობაში შეთანხმება ქმნის პირობებს „ქართული ოცნების“ სწრაფად და ჩვენი ქვეყნისთვის ნაკლები ზიანით ჩამოშორებისთვის.


მე მესმის, გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში ემოციური დამოკიდებულებების, ასევე კარგად მესმის იმ ჯგუფების, რომლებიც გარკვეული მაქსიმებით ხელმძღვანელობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაგრამ ჩემი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის მოტივაცია შეთანხმების მიღწევაზე მომდინარეობს შექმნილი რეალობის არა ემოციური და რადიკალური, არამედ რეალური და პრაგმატული აღქმებიდან.



მეგობრებო, ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ „ქართულ ოცნებასთან“, როგორც უდიდეს უსამართლობასთან ბრძოლის ყველა საშუალება და რაც მთავარია, გამარჯვებამდე შევქმნათ გამარჯვებისთვის საჭირო წინაპირობები.


ის, რომ ქვეყანაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური მოტივით დევნა და უნდა გათავისუფლდნენ ამ მოტივით დაკავებული ადამიანები, არის ძალიან მნიშვნელოვანი;


ის, რომ თვითმმართველობის არჩევნები შეიძლება ვაქციოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ჩამოშორების დიდ სამოქალაქო მოძრაობად; ის, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლო და დეპოლიტიზირებული სამართალდამცავი სისტემა; ის, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, უფრო თავისუფალი და მიუკერძოებელი საარჩევნო სისტემა;


დიახ, სწორედ ამაზე შეთანხმება არის გამარჯვების მიღწევის წინაპირობა.


მეგობრებო, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საწყის ეტაპზე, შეუძლებელი ჩანდა 9 აპრილის კომუნისტ ჯალათებთან რამეზე შეთანხმება, მაგრამ იმ დროინდელი ლიდერების ჯგუფის პრაგმატულმა ქცევამ, რომ დაეყოლიებინათ კომუნისტური პარტია მრავალპარტიულ არჩევნებზე, შექმნა თავისუფლების მოპოვებისთვის და გამარჯვებისთვის გადამწყვეტი პირობები.


დიახ, მეგობრებო დღეს საქართველო იმყოფება ისტორიულ გზაგასაყარზე, როცა საბოლოოდ უარი უნდა ვუთხრათ კომუნისტურ და ბოლშევიკურ სულისკვეთებას. შესაბამისად, ჩვენ ან ვიპოვით კრიზისიდან გამოსავალს შეთანხმების გზით, ან უკომპრომისო და შეურიგებელი ქმედებებით კიდევ ერთხელ, ეჭვქვეშ დავაყენებთ თავისუფლებას და ჩვენ სახელმწიფოებრიობას, რითაც ისარგებლებს არა ჩვენი მოქალაქეები, არამედ მტრული სახელმწიფო, რომელზეც არა ერთხელ მიგვითითეს ამერიკის სენატის და ევროპარლამენტის ტრიბუნიდან.


დიახ, აღნიშნული შეთანხმება გამარჯვება არ არის, მაგრამ არსებულ ვითარებაში ხელსაყრელ პირობებს ქმნის გამარჯვებისთვის“,- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.



IPN.GE








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up