„სტრატეგია აღმაშენებელი“ უერთდება ამ აქციას და ვაპროტესტებთ იმ უსამართლო, არამართლზომიერ, არათანასწორ შეზღუდვებს, რომელიც მთავრობამ ჯერ დააწესა, ახლა კი აღარ უნდა შერბილება,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ორგანიზებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, სადაც დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მოითხოვენ.
სერგო ჩიხლაძის თქმით მშიდობიანი პროტესტი არის კონსტიტუციით გარანტირებული და დაცული და პროტესტი იქნება ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდი როგორც სოციალურ, ასევე პოლიტიკურ საკითხებზე.
„ეს ქმედებები მთავრობის კიდევ უფრო დაამძიმებს სოციალურ ფონს, კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანს ეკონომიკას და სხვათაშორის, ჯანდაცვის სისტემაც, რომელიც ეკონომიკის ნაწილია კიდევ უფრო მეტ ზიანს მიიღებს. ზუსტად ამ პროტესტის მიზანია დღეს, რომ მთავრობაზე წნეხი მოვახდინოთ საზოგადოებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო სექტორმა, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვან, ეს არის ამ პროტესტის მიზანი, შეიძლება იმ წუთას არ დგამს ხელისუფლება ნაბიჯებს, მაგრამ ეს წნეხი, არგუმენტირებული კრიტიკა ყოველთვის აიძულებდა მთავრობას, რომ დაეკორექტირებინა თავისი ქმედბეები და იმედი მაქვს ეს პროტესტიც და შემდეგიც გამოიღებს შედეგს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.
ipn.ge