სტრასბურგის მერმა, ჟანა ბარსეგიანმა, ცხოველთა დაცვის მიზნით გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთი ფლაგმანური პროდუქტი, ფუა გრა (ფრანგ. Foie gras) მუნიციპალური ღონისძიებების მენიუში აღარ შეიტანონ.
ფუა-გრა ბატის ან იხვის ცხიმიანი ანუ სქელი ღვიძლია, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიით არის გასქელებული (გაცხიმოვნებული). ფუა-გრას პატეს „სტრასბურგის ორცხობილასაც“ უწოდებენ, რადგან ერთ დროს ქალაქი ამ პროდუქტის მთავარი მწარმოებელი იყო.
ფრანგულ კულინარიაში ფუა-გრა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კარგად ცნობილი დელიკატესია. ის როგორც მთელი, ისე მუსის, პარფეს ან პაშტეტის ფორმით იყიდება და როგორც წესი, სხვა საკვების თანმხლები პროდუქტია.
Le Figaro წერს, რომ 2020 წელს, თანამდებობის დაკავებისთანავე, ვეგეტარიანელმა ჟანა ბარსეგიანმა, ცხოველების დაცვის სახელით, პროტოკოლის სამსახურს მენიუდან ცხიმოვანი ღვიძლის ამოღება სთხოვა.
„ეს იყო მოულოდნელი განცხადება საშობაო ბაზრობის გახსნის წინა დღეს, სადაც ჩვენი ასოციაცია თავისი სტენდებით უნდა წარდგეს,”- ამბობს ელზასური ფუა-გრას მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნიკოლა ლეხნერი.
მისი თქმით, ფუა-გრა საფრანგეთის კულტურული და გასტრონომიული მემკვიდრეობის სიაშია. ასოციაცია იხვებსა და ბატებს გადასამუშავებლად ამრავლებს.
bpn.ge