სტრასბურგის სასამართლომ შპს „სონი ცენტრი თბილისისა“ და შპს „ლაზერი-2 თბილისის“ მიერ 2011 წელს შეტანილ საჩივართან დაკავშირებით  განჩინება გამოაქვეყნა

სტრასბურგის სასამართლომ შპს „სონი ცენტრი თბილისისა“ და შპს „ლაზერი-2 თბილისის“ მიერ 2011 წელს შეტანილ საჩივართან დაკავშირებით განჩინება გამოაქვეყნა

access_time2020-11-12 19:00:00

2020 წლის 12 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – შპს „სონი ცენტრი თბილისი“ და შპს „ლაზერი-2 თბილისი“ საქართველოს წინააღმდეგ“ – განჩინება გამოაქვეყნა და მომჩივანთა საჩივარი მიუღებლად ცნო საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენების საფუძვლით (კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) და მე-4 პუნქტები). ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა.



„საქმე ეხება მომჩივან კომპანიებთან (შპს „სონი ცენტრი თბილისი“ და შპს „ლაზერი-2 თბილისი“) 2006 წელს საიჯარო ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტასა და მათ გამოძევებას თავიანთი ბიზნესის სამართავად იჯარით აღებული ტერიტორიიდან. კერძოდ, 2006 წლის 1-ლ იანვარს მომჩივანმა კომპანიებმა მ.კ.-თან დადეს ცხრაწლიანი საიჯარო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მათ იჯარით აიღეს, დაახლოებით, 250 კვ.მ არასაცხოვრებელი კომერციული ფართი თბილისში, რუსთაველის გამზირზე. 2006 წლის 22 ნოემბერს მ.კ.-მ მომჩივნებს აცნობა, რომ მან აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადასცა და რომ ისინი გააგრძელებდნენ სამართლებრივ ურთიერთობას ახალ მფლობელთან, შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის თანახმად.



2007 წლის 7 აგვისტოს, 08:00 საათზე, 200-მდე პოლიციელი შეიჭრა ხსენებულ ტერიტორიაზე და მომჩივნებს იძულებით დაატოვებინეს იჯარით აღებული ქონება. მათ ჩამოერთვათ აღნიშნული ფართი, რის შემდეგაც ორივე ბიზნესსაქმიანობა შეჩერდა. 2007 წლის 14 აგვისტოს მომჩივან კომპანიებს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის წერილით ეცნობათ, რომ 2007 წლის 1-ლი ივლისიდან მათი საიჯარო ხელშეკრულებები შეწყდა.



მომჩივნებმა ეროვნულ სასამართლოს მიმართეს საიჯარო ხელშეკრულების აღდგენისა და მისი ვადამდე შეწყვეტისა და ფართიდან გამოძევების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რაც სასამართლოების მიერ არ დაკმაყოფილდა.




ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივანი კომპანიების დავა შეეხებოდა მათ მიმართ ევროპული კონვენციის მე-13 მუხლისა (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების დაცვა) დარღვევას.



2012 წლის 24 მაისს მთავრობასა და მომჩივან კომპანიებს შორის დაიდო „მორიგების ხელშეკრულება“, რომლის თანახმად, მთავრობამ მომჩივანი კომპანიების სასარგებლოდ 500,000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება აიღო (რაც განხორციელდა 2012 წლის 11 ივლისს), ხოლო კომპანიები დაეთანხმნენ პირობას ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრის გამოხმობის თაობაზე. მიუხედავად ზემოთქმულისა, ამ შეთანხმების თაობაზე მომჩივნებს სტრასბურგის სასამართლოსთვის არ უცნობებიათ.



2019 წლის 2 ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას შეატყობინა, რომ იწყებდა აღნიშნული საქმის განხილვას, რის საპასუხოდაც მთავრობამ 2020 წლის 15 იანვარს აცნობა ევროპულ სასამართლოს, რომ მხარეები 2012 წლის 24 მაისს უკვე შეთანხმდნენ დავის მორიგებით დასრულებაზე.



ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნულ დონეზე გაფორმებული „მორიგების ხელშეკრულება“ არსებითად იყო დაკავშირებული ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივართან და წარმოადგენდა მის ძირითად არსს. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ მომჩივნები ვალდებულნი იყვნენ, აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ეცნობებინათ სასამართლოსთვის, რაც მათ არ განახორციელეს. გარდა ამისა, მათ ვერ წარადგინეს ობიექტური განმარტება, თუ რატომ ვერ შეძლეს ზემოხსენებული ვალდებულების შესრულება 7 წელზე მეტი დროის განმავლობაში.



ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საჩივარი ეწინააღმდეგებოდა კონვენციის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური საჩივრის უფლების მიზანს და მიუღებლად ცნო იგი საჩივრის უფლების ბოროტად გამოყენების საფუძვლით (კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) და მე-4 პუნქტები)“  – ნათქვამია ინფორმაციაში.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up