სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2“-ისა და ვაზაგაშვილის საქმეებზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2“-ისა და ვაზაგაშვილის საქმეებზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

access_time2019-07-18 10:50:13

სტრასბურგის სასამართლო დღეს, საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ 3 სხვადასხვა საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.


ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.


„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სტრასბურგის დროით 10:00 საათზე გამოქვეყნდება - ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ (ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე); ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და ტელევიზია „საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ; და გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ (2008 წელს პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტები) საქმეებზე“, - აცხადებენ უწყებაში.


რაც შეეხება კონკრეტულად რუსთავი 2-ის საქმეს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიხედვით, „რუსთავი 2“ სახელმწიფოსთან ევროკონვენციის 4 მუხლის დარღვევას დაობს. საუბარია სამართლიანი სასამართლოს უფლების, საკუთრების უფლების და გამოხატვის თავისუფლების მუხლებზე. ამასთან, სარჩელის მიხედვით, „რუსთავი 2“ ითხოვს, რომ საკუთრებისა და გამოხატვის უფლების მუხლებთან ერთად დადგინდეს მე-18 მხულის დარღვევა, რაც არალეგიტიმური (დაფარული) მიზნით კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების გამოყენებას გულისხმობს.



რაც შეეხება გადაწყვეტილებას, თუკი ევროსასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ამ შემთხვევაში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა ეროვნულ სასამართლოში ხელახლა მოხდება ავტომატურად. შიდა დონეზე საქმის ხელახლა განხილვას დარნარჩენი მუხლებიც ითვალისწინებს, თუმცა ამ შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრთა კომიტეტმა უნდა მიიღოს. მაგალითად, საკუთების უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში სასამართლომ შესაძლოა, საქმის ხელახალი განხილვა არ მოითხოვოს და თქვას, რომ საკუთრების დაკარგვა კომპენსაციით ანაზღაურდეს.


აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დღეს მიიღებს, საბოლოო არაა და ის ძალაში გამოცხადებიდან 3 თვის შემდეგ შევა, თუკი რომელიმე მხარემ ის დიდ პალატაში არ გაასაჩივრა.


რაც შეეხება გადაწყვეტილოების აღსრულებას, მისი ძალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში, მთავრობამ მინისტრთა კომიტეტს აღსრულების გეგმა უნდა წარუდგინოს, როგორ უნდა აღსრულდეს სტრასბურგის გადაწყვეტილება და შემდეგ მინისტრთა კომიტეტი ან იწონებს ამ გეგმას ან შენიშვნებით უბრუნებს უკან მთავრობას.


IPN




„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up