სტრადა მოტორსი ბელიაშვილზე coffee drive გახსნის. ამის შესახებ „კომერსანტს“ „სტრადა მოტორსის“ დამფუძნებელმა დავით ზაუტაშვილმა განუცხადა. ავტობიზნესის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე ახალ ბიზნეს მიმართულებას ავითარებს. საქართველოში Jeep-ის, FIAT- -ის, Alfa Romeo -ს ექსკლუზიური დილერი კომპანიის დამფუძნებელის თქმით, პროექტის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარია. „სტრადა მოტორსი“ ახლა პასუხს დედაქალაქის მერიისგან ელოდება. არქიტექტურის სამსახური ამჟამად კორექტირებულ პროექტს განიხილავს.
„იქიდან გამომდინარე, რომ „drive“ მიმართულება მიმზიდველია, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კუთხით განვვითარდეთ. ტერიტორიაზე ასევე იგეგმება კაფის მოწყობაც, თუმცა ძირთადად გათვლა „drive“- ზე იქნება. ამ ეტაპზე არქიტექტურის სამსახურთან, პროექტს ვათანხმებ, ამიტომ ჯერ სახელი მოფიქრებული არ გვაქვს. მშენებლობისთვის კომპანიას 6-8 თვე დასჭირდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება ნახევარი მილიონი ლარი იქნება, თანხების მოზიდვას კი საბანკო სახსრებით ვგეგმავთ“, - განაცხადა დავით ზაუტაშვილმა.
არქიტექტურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართობი 2 450 კვ.მ, განაშენიანების ფართობი კი 858 კვ.მ.
ბაჩო ადამია