მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესი“ ბიზნეს სოლიდარობას და „COVID 19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად წამოწყებულ აქციაში ერთვება.ცკომპანიამ 300 000 ლარი გადარიცხა ანგარიშზე, რომელიც მიემართება სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე - დანიშნულებით #Stopcov ფონდი.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ლაშა ნიკოლაიშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ კომპანია „რიკო ექსპრესი“ იღებს სრულ პასუხიმსგებლობას პანდემიის დასრულებამდე კათარზისის ხანშიშესული საზოგადოება სამედიცინო პირბადეებით მოამარაგოს.
„გარდა ამისა, გავაჩერეთ სესხებზე ჯარიმები, კლიენტები კი თავისუფალი გადახდის გრაფიკზე გადავიყვანეთ. იმ თანამშრომლებს კი ვინც დროებით იქნენ დათხოვილი, ხელფასი და სამედიცინო დაზღვევა სრულად შეუნაჩუნდებათ“-აცხადებს ნიკოლაიშვილი.
სოფო ქსოვრელი