13 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128 მილიონი ლარია მობილიზებული.
ფონდში შენატანები განახორციელეს ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა:
· დავით ხიდაშელი, 1 მლნ 200 ათასი ლარი
· შოთა შალელაშვილი, 1 მლნ ლარი
· შპს „იმპოსტი", 50 ათასი ლარი
· შპს ,,ზდ ნავთობის კომპანია", 50 ათასი ლარი
· სუფთა სახლი, 30 ათასი ლარი
· შპს „ბლოქსი", 30 ათასი ლარი
· ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, 23 ათასი ლარი
· შპს ,,უშიქონსეფთი'', 15 ათასი ლარი
· შპს ,,ტერმინალი'', 15 ათასი ლარი
· ჰერეთი 96, 6 ათასი ლარი
· ტესტ ჯორჯია, 5 ათასი ლარი
ამასთან, ქართული ოცნების მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ.
სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები.
სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები.
StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
ამ დროისთვის ფონდში შენატანები განახორციელა 3 ათას 300-ზე მეტმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირმა.