15 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128 მილიონ 500 ათასი ლარია მობილიზებული.ფონდში შენატანები განახორციელეს ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა:
· სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი, 30 ათასი ლარი
· იბეროილი, 30 ათასი ლარი
· ლილო მოლი, 20 ათასი ლარი
· შპს გოფრატარა, 10 ათასი ლარი
· არქიტექტურა და სამშენებლოკორპორაცია-ასკო, 10 ათასი ლარი
· რესტორნების ქსელი „კახელები“, ჭიჭიკო გოლეთიანი, 5 ათასი ლარი
· პაგი ჯგუფი, 5 ათასი ლარი
ამასთან, ქართული ოცნების მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ.
სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები.
სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები.
ასევე, StopCoV ფონდში შემოწირულობები განახორციელეს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშროლებმა.
StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund
მადლობა ერთიანობისთვის!