სტოლტენბერგმა რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების გაუქმებაში რუსეთი დაადანაშაულა

სტოლტენბერგმა რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების გაუქმებაში რუსეთი დაადანაშაულა

access_time2019-09-12 21:45:53

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების გაუქმებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ამის შესახებ Euronews-ის რუსულენოვანი ბიურო წერს.

 

გამოცემის ინფორმაცით, სტოლტენბერგმა კომენტარი 11 სექტემბრის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი შეთანხმების პირობებს არღვევდა, რის გამოც აშშ-ს მისი დატოვება მოუწია.

 

„ახლა ნატო ადაპტაციას გადის სამყაროში „ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების“ გარეშე, სამყაროში, რომელშიც რუსული რაკეტების რაოდენობა გაიზარდა. ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ თავდაცვის საჭირო დონეს ვინარჩუნებთ, რადგან შეთანხმება აღარ არსებობს, რუსეთი კი ევროპაში ათავსებს რაკეტებს, რომლებსაც ბირთვული მუხტის გადატანა შეუძლია“, - განაცხადა მან.


 

თებერვალში აშშ-ში განაცხადეს, რომ თუ რუსეთი შეთანხმების პირობებს არ შეასრულებს, ვაშინგტონს მისი დატოვება მოუწევს. პასუხად, მოსკოვმა შეთანხმება მიმდინარე წლის მარტში დატოვა. მას შემდეგ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

 

კერძოდ, პუტინმა განაცხადა, რომ 19 აგვისტოს აშშ-ის მიერ ფრთოსანი რაკეტის გამოცდა მოსკოვს ახალ შეიარაღებაზე მუშაობის დაწყებას აიძულებს.


imedinews.ge




Georgian Airways-ის საჩივარს რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული იურიდიული კომპანია დააფინანსებს

Georgian Airways-ის საჩივარს რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული იურიდიული კომპანია დააფინანსებს
access_time2020-01-22 14:00:15
Georgian Airways-ის საჩივარი რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ თებერვალში დამტკიცდება. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია „კომერსანტთან“ აღნიშნავს,საქმე საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) განიხილება, ხოლო პროცედურას ამერიკული იურიდიული კომპანია 10 მილიონამდე დოლარით დააფინანსებს. დავის საგანს წარმოადგენს 2019 წლის...

„სათამაშო ბიზნესის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ უარი ვუთხარი – გოგი თოფაძე „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობას გეგმავს

„სათამაშო ბიზნესის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ უარი ვუთხარი – გოგი თოფაძე „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობას გეგმავს
access_time2020-01-22 12:50:17
გოგი თოფაძე ყაზბეგის ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობისთვის ინვესტორებს ეძებს. როგორც ბიზნესმენმა  განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ფართი დედაქალაქის ცენტრშია, დაინტერესება დიდია, თუმცა, მისთვის მისაღები პირობები ჯერ არავის შეუთავაზებია. მისივე თქმით, იყო სხვადასხვა ინიციატივა, მათ შორის, ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნეს ობიექტის განთავსების, თუმცა, ბიზნესმენმა უარი განაცხადა. ამასთან, გოგი თოფაძე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების...

პირველი მარტიდან ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური ერთი ფანჯრის პრინციპზე გადადის

პირველი მარტიდან ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური ერთი ფანჯრის პრინციპზე გადადის
access_time2020-01-22 12:15:20
მიმდინარე წლის პირველი მარტიდან თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით - საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით მოემსახურება, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მერიაში მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი რეფორმა, რაც განხორციელდა, ურბანული გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია და ზონალური საბჭოს გაუქმება...

სამორინეების ინკოგნიტო ბარათები - ფულის გათეთრების საფრთხეზე დეპუტატებიც საუბრობენ

სამორინეების ინკოგნიტო ბარათები - ფულის გათეთრების საფრთხეზე დეპუტატებიც საუბრობენ
access_time2020-01-22 11:30:18
საქართველოში ფულის გათეთრების ყველაზე მაღალი რისკი სათამაშო ბიზნესშია. ამის შესახებ ექსპერტების შემდეგ უკვე დეპუტატებიც ალაპარაკდნენ. მათი შეფასებით, სექტორში არსებული რისკი საშუალო და მაღალ დონეზეა.  მისი განცხადებით, ფულის გათეთრების...

Georgian Airways: „აღფრთოვანებული არ ვართ, მაგრამ მგზავრთა უსაფრთხოებისთვის გაზრდილ ტარიფს გადავიხდით“

Georgian Airways: „აღფრთოვანებული არ ვართ, მაგრამ მგზავრთა უსაფრთხოებისთვის გაზრდილ ტარიფს გადავიხდით“
access_time2020-01-21 18:30:44
„მგზავრთა უსაფრთხოებაზე ტარიფის ზრდა ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, ამაზე ინფორმაცია წინასწარ გაჟღერდა. დამატებითი ხარჯია და აღფრთოვანებული არ ვართ ამ ფაქტით, მაგრამ  ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მგზავრთა უსაფრთხოებაა.“ - ასე აფასებს Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში საჰაერო ხომალდების და მგზავრების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღირებულების...


მსგავსი სიახლეები

up