სტოლტენბერგმა ნატოს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა

სტოლტენბერგმა ნატოს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა

access_time2019-12-02 23:15:25

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრეა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.


„ჩვენ უნდა გავმართოთ დიალოგი, რათა რუსეთთან ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვალოს“- განაცხადა ალიანსის ლიდერმა გერმანულ რადიოსთან ინტერვიუში.


სტოლტენბერგის განმატებით, რუსეთი არის და დარჩება ნატოს უმსხვილეს მეზობლად და აღნიშნა, რომ გერმანია ყოველთვის ამ დილოგის მომხრე იყო.


გენერალური მდივანი ნატოს მე-5 მუხლის ( მე-5 მუხლი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ქვაკუთხედად ითვლება და მისი მთავარი არსი კოლექტიური თავდაცვაა.ეს მუხლი ამბობს, რომ ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ნატოს წევრ ყველა ქვეყანაზე) ირგვლივ დავას გამოეხმაურა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის განცახდებას მოჰყვა.


სტოლტენბერგის განმარტებით, ამ მუხლის წყალობით ნატო მსოფლიოსი უმსხვილესი სამხედრო ძალაა.


7 ნოემბერს ემანუელ მაკრონმა Economist-თან ინტერვიუში ევროპისა და აშშ-ის, ასევე ევროპისა და ნატოს ახლანდელი ურთიერთობები მწვავედ გააკრიტიკა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახლანდელ მდგომარეობას „ტვინის სიკვდილი“ უწოდა.


imedinews.ge





„ელექტროენერგიის იმპორტის ჩანაცვლება ნებისმიერ ფასად არ გვაწყობს“-ფინანსთა მინისტრის იდეებს ენერგეტიკოსები არ ეთანხმებიან

„ელექტროენერგიის იმპორტის ჩანაცვლება ნებისმიერ ფასად არ გვაწყობს“-ფინანსთა მინისტრის იდეებს ენერგეტიკოსები არ ეთანხმებიან
access_time2020-02-21 12:29:41
„გარანტირებულ შესყიდვებზე ხელსაყრელი ელექტროენერგიის იმპორტია და ეს პრაქტიკა წარსულს უნდა ჩაბარდეს“- ფინანსთა მინისტრი ახალი ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ თუ რას შეცვლის იგი ელექტროსისტემაში ეს გაუკვეველია. მინისტრის პოზიცია ცალსახაა, იმპორტული ელექტროენერგიის ადგილობრივით ჩანაცვლება ნებისმიერ ფასად არ ღირს. 2019 წელს საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტზე...

გიორგი ჩერქეზიშვილი - „ახალი კანონი საქართველოს საინვესტიციო სამართლებრივ გარემოს უცხოელი ინვესტორებისათვის უფრო გასაგებს გახდის“

გიორგი ჩერქეზიშვილი - „ახალი კანონი საქართველოს საინვესტიციო სამართლებრივ გარემოს უცხოელი ინვესტორებისათვის უფრო გასაგებს გახდის“
access_time2020-02-21 13:30:31
საქართველოს მთავრობამ მოიწონა და დაამტკიცა კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“, რომელიც მათი თქმით, კაპიტალის ბაზრის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ინვესტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა „კომერსანტთან“ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონპროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს...

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 50 379 477 ლარი იქნა ათვისებული - გაამართლა თუ არა სახელმწიფო პროგრამამ?

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 50 379 477 ლარი იქნა ათვისებული - გაამართლა თუ არა სახელმწიფო პროგრამამ?
access_time2020-02-21 10:45:38
 სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს „დანერგე მომავალი“, რომლის მიზანიცაა  საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით. საქართველოს მთავრობა აღნიშნული პროექტით ცდილობდა იმპორტირებული პროდუქცია ჩაენაცვლებინა და გაეზრდა საექსპორტო პოტენციალი, რის შემდეგაც სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა...

2024 წლიდან ახალ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ

2024 წლიდან ახალ შენობებს, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ
access_time2020-02-20 18:00:17
2024 წლიდან ახალ შენობებს, ასევე იმ შენობებს, რომელთაც მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია უტარდებათ, ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტს. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ახალი შენობები ან მათი ნაწილები, ასევე არსებული შენობები, რომლებიც იყიდება, ქირავდება ან იჯარით გაიცემა, დაექვემდებარება სერტიფიცირებას, ხოლო სერთიფიკატის...

კრიპტოვალუტით გამდიდრებული მილიარდერები

კრიპტოვალუტით გამდიდრებული მილიარდერები
access_time2020-02-20 20:00:11
კრიპტოვალუტებმა მსოფლიო ბაზარზე  ადგილი  საბოლოოდ დაიმკვიდრეს. მართალია ბიტკოინი 10 000 დოლარამდე გაიაფდა, თუმცა, ვირტუალური ფულისთვის ასეთი რყევა უცხო არ არის. დღეს ბიტკოინი 9800 დოლარი ღირს, გასულ კვირაში კი კურსი 10 430-მდე იყო გაზრდილი. ეთერიუმის ფასი რამდენიმე დღის წინ  270 დოლარამდე გაიზარდა, დღეისათვის კი 252 დოლარს...


მსგავსი სიახლეები

up