სტოლტენბერგის თქმით რუსეთმა იცის, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მძიმე შედეგები დადგება

სტოლტენბერგის თქმით რუსეთმა იცის, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მძიმე შედეგები დადგება

access_time2022-09-23 23:00:57

"რუსეთმა იცის, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მძიმე შედეგები დადგება", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

„რუსებმა იციან, რომ სერიოზული შედეგები დადგება. არ დავაკონკრეტებ, როგორი რეაგირება გვექნება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის მასობრივი განადგურების იარაღი შეიძლება გამოიყენონ. ჩვენ ვაგზავნით ამ მესიჯებს და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს არ უნდა მოხდეს“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

 

21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

 

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.

 

ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს.

 

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.


 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

 

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

 

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.

 

14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

 

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

 





საქართველოს„მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას და მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს“

საქართველოს„მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას და მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს“
access_time2022-10-04 18:21:22
ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას ბიზნესს, ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს. ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მთავრობამ დაიწყო აქტიური მუშაობა და პანდემიის შემდეგ ქვეყანა გაიხსენა, ბიზნესმა დაიჯერა მთავრობის პოლიტიკის, შარშან ქვეყანამ მიიღო ორნიშნა...

„ევროპაში ჩვენგან განსხვავებით არის რეცესია, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აბალანსებს გამოწვევას, რომელიც უკავშირდება ინფლაციას“

„ევროპაში ჩვენგან განსხვავებით არის რეცესია, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აბალანსებს გამოწვევას, რომელიც უკავშირდება ინფლაციას“
access_time2022-10-04 18:25:38
ევროპაში ჩვენგან განსხვავებით არის რეცესია, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აბალანსებს გამოწვევას, რომელიც უკავშირდება ინფლაციას, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბიზნესთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ინფლაცია 20%-საც კი ასცდა. „ინფლაცია არის მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევა. ეს გამოიწვია პირველ რიგში, პანდემიამ, მაშინ მკაცრი ლოქდაუნი იყო თითქმის მთელ მსოფლიოში. ამას...

საქართველოში 116 ტელევიზია მაუწყებლობს

საქართველოში 116 ტელევიზია მაუწყებლობს
access_time2022-10-04 18:15:26
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ სატელევიზიო სარეკლამო ბაზრების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მიმოხილულია ქართული სატელევიზიო ბაზარი და ტელევიზიების შემოსავლები. ანგარიშის მიხედვით 2021 წლის მდგომარეობით საქართველოში სულ  116 ტელევიზია მაუწყებლობს.  სარეკლამო შემოსავლების მხრივ 5 ყველაზე შემოსავლიან ტელევიზიას მთლიანი სარეკლამო ბაზრის 81% უჭირავს. ესენია: იმედი ჰოლდინგი,...

ლარის კურსი დოლართან 0.78 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 2.72 თეთრით გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან 0.78 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 2.72 თეთრით გაუფასურდა
access_time2022-10-04 17:00:26
4 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.78 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8150 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.72 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7860 ლარი გახდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან...

საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო

საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო
access_time2022-10-04 18:30:21
ზამთრის მოახლოებასთან და ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო, ხოლო ექსპორტი მინიმუმამდე დაიყვანა. როგორც „კომერსანტს“ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განუცხადა, საქართველომ სექტემბრიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო. ნარმანიას თქმით, საქართველოს ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან შემოაქვს, ხოლო გასულ თვეში ექსპორტს, ისიც მცირე რაოდენობით სომხეთში...


მსგავსი სიახლეები

up