სტივენ ნიქსი - საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მნიშვნელოვანი გზა გაიარა და შედეგები თვალსაჩინოა

სტივენ ნიქსი - საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მნიშვნელოვანი გზა გაიარა და შედეგები თვალსაჩინოა

access_time2019-09-09 18:15:01


საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მნიშვნელოვანი გზა გაიარა და შედეგები თვალსაჩინოა, – ამის შესახებ საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის რეგიონის პროგრამის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა თბილისში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.




„თქვენ ხელი მოაწერთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და გაქვთ უვიზო მიმოსვლა – ეს არის დემოკრატიული რეფორმების შედეგი. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ჩვენ ვართ ცხელ პოლიტიკურ გარემოში, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები ახლოვდება. მინა დავიწყო აირაის კვლევებზე საუბრით. ეს არის მძლავრი პოლიტიკური მექანიზმი და ეს კვლევები გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების მოსაზრებებს. ჩვენს ხელთ არსებული კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა დემოკრატიული პროგრესით და მათ მეტი სურთ.მეორე არის ის, რომ საქარველოს საზოგადოების მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობისადმი კვლავ ძლიერია. ეს არ შეცვლილა. ამავე დროს, ბოლო 16 წლის განმავლობაში ჩატარებული ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველზე დიდი პრობლემა არის სამუშაო ადგილები და ეკონომიკა. სამწუხაროდ ამ საკითხებს ნაკლები დრო ეთმობა საარჩევნო კამპანიებისა და საზოგადოებრივი დისკუსიების დროს. არ შევალ დეტალებში, რა თქმა უნდა, საქართველოში დებატები ხანდახან ძალიან მძაფრად მიმდინარეობს და პერსონალურ თავდასხმებშიც კი გადადის ხოლმე. ასე რომ, უნდა ვაღიაროთ, საქართველოს საზოგადოებაში ამ საკითხებზე დისკუსიაზე მოთხოვნა მაღალია“,-განაცხადა ნიქსმა.როგორც საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის რეგიონის პროგრამის დირექტორმა აღნიშნა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მიესალმებიან.„ჩვენ ყველა მივესალმებით გადასვლას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ყურადღებით მივადევნებთ თვალს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცესს, რაც ითვალისწინებს კონსენსუსს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის. ასევე მივადევნებთ თვალს საარჩევნო კოდექსის ცვლილებებსაც. ჩვენი აზრით, რაც არ უნდა შედეგი დადგეს არჩევნების შემდეგ, წინსვლისთვის კონსენსუსი საჭირო იქნება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არჩევნები იქნება კარგად ორგანიზებული და არჩევნების შემდეგ ქვეყნის წინსვლაზე კონსენსუსის შედგება. ჩვენი შეფასებით, საქართველომ ბევრ პროგრესს მიაღწია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა მეტს ელოდება“,- განაცხადა ნიქსმა.





ისრაელის კრიზისის რეალური მიზეზები - მზერა საქართველოდან

ისრაელის კრიზისის რეალური მიზეზები - მზერა საქართველოდან
access_time2021-05-12 21:00:37
ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული ვითარების ანალიზისას ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რამ განაპირობა დაძაბულობა - ისრაელში არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა თუ საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორებმა და ახლო აღმოსავლეთის შეცვლილმა გეოპოლიტიკურმა ლანდშაფტმა.ისრაელში განვითარებული მოვლენები ორი კვირის წინ დაწყებული მასობრივი არეულობების - ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დამბობვების გაგრძელებაა. საბედნიეროდ, ორი კვირის წინ განხორციელებულ დაბომბვებს, რომლებიც ასევე,...

ლაშა ჟვანია - ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას, სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება

ლაშა ჟვანია - ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას, სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება
access_time2021-05-12 16:50:10
ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას, სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.„ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს დაბეჯითებით გთხოვთ, გაითვალისწინეთ – დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს სერიოზული პრობლემის აღმოფხვრას. სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება. აშკელონი, აშდოთი და შდეროთი ახლაც იბომბება.დაანონსებულია სარაკეტო იერიში...

აშშ-მა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს შეჩერება გადაიფიქრა

აშშ-მა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს შეჩერება გადაიფიქრა
access_time2021-05-12 20:00:08
ბოლო წლების მანძილზე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ერთ-ერთ კერად რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს პროექტი რჩებოდა. ეს მხოლოდ გაზის მიწოდების პრობლემა არაა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ გერმანიაში გაზის ტრანსპორტირების გარდა, პუტინის მაქინაციებს ხელს უწყობს. ამ პროექტით რუსეთი უკრაინულ ტრანზიტზე უარის თქმას და ამით კიევის დასჯას აპირებს. ნიშანდობლივია, რომ ამ პროექტის პოლიტიკური მხარე არც ბერლინს და არც ბრიუსელს არ აწუხებთ და ეს მაშინ, როდესაც...

„თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის პროდუქტს არასტანდარტული ხილისგან“ - Mambo Frost

„თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის პროდუქტს არასტანდარტული ხილისგან“ - Mambo Frost
access_time2021-05-12 18:00:51
საიტი East Fruitt კომპანია შოკური გაყინვის ტექნოლოგიით მომუშავე კომპანია Mambo Frost-ის დამფუძნებელს მამუკა მიქაშავიძეს ესაუბრა. -რას წარმოადგენს თქვენი კომპანია? ჩვენ წარმოებაში ტონელური ტიპის ინდივიდუალური გაყინვის ტექნოლოგიას ვიყენებთ, რომელიც ხილის და კენკრას სტრუქტურის და გემოს მაქსიმალური შენარჩუნების საშუალებას იძლევა. პროდუქციას ვაწარმოებთ მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულიდან, რომელსაც ფერმერებისგან ვყიდულობთ. ჩვენს...

ვაგრძელებთ ინტერვენციას საქართველოს ეკონომიკაში- სებასტიან მოლინეუსი

ვაგრძელებთ ინტერვენციას საქართველოს ეკონომიკაში- სებასტიან მოლინეუსი
access_time2021-05-12 12:00:57
მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკაში ინტერვენციებს აგრძელებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ქვეყანას 85 მლნ ევროს მოცულობის ფინანსური დახმარება გამოუყო, რომლის მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა და პანდემიით დაზარალებული კომპანიების მხარდაჭერაა. "ჩვენ ვაგრძელებთ ინტერვენციას ამ მიმართულებით, რაც მსოფლიო ბანკის ფართო პაკეტის ნაწილია. პირველი ფაზის განმავლობაში, პანდემიის დაწყებისთანავე, მსოფლიო ბანკმა დაუყოვნებელი დახმარება გაუწია ქვეყანას ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის...


მსგავსი სიახლეები

up