სტიქიის შედეგად დაზიანებულ 1000 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ახალი ბაღების გაშენებას სახელმწიფო დააფინანსებს

სტიქიის შედეგად დაზიანებულ 1000 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ახალი ბაღების გაშენებას სახელმწიფო დააფინანსებს

access_time2020-08-20 13:16:38

„დანერგე მომავალში“, რომელიც არის მრავალწლიანი კულტურების დაფინანსებისა და მხარდაჭერის პროგრამა, ჩნდება ახალი კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს სტიქიური უბედურებების დროს დაზიანებული ნერგების სრულად ანაზღაურებას, - ამის შესახებ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

 

„ბოლო წლებში, ჩვენ თანმიმდევრულად ვავითარებთ აგროდაზღვევას, რომელიც სტიქიური შემთხვევებისგან ჩვენი ფერმერების დაცვის საშუალებას იძლევა,. აგროდაზღვევა არის ის სტაბილური მექანიზმი, რომელიც მოსავლის გადარჩენის საშუალებას მოგვცემს და კომპენსირებას გაუკეთებს დანაკარგებს. თუმცა, ჩვენ დავინახეთ, რომ გარკვეული მიმართულებები აგროდაზღვევის მხრიდან არ იფარება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, ზოგიერთი სტიქიური მოვლენის შემდეგ მეურნეობები ფაქტობრივად სრულად ნადგურდებოდა და ამ ახალი კომპონენტით სახელმწიფო თითქმის 100%-ით აანაზღაურებს დანაკარგს.

 


„თუ ფერმერებს ექნებათ სურვილი რომ ახალი, სხვა კულტურის ბაღები გააშენონ, მათ ამის საშუალებაც ექნებათ. სახელმწიფო სრულად 100%-ით დააფინანსებს. ეს ეხება როგორც მრავალწლიან კულტურებს, ასევე ვენახს. გამონაკლისის არის რქაწითელი, რადგან მოგეხსენებათ უკვე წლებია სახელმწიფოს რქაწითელის სუბსიდირება უწევს, რადგან ბაზარზე არის ჭარბი წარმოება და ეს საკითხი უნდა დავაბალანსოთ და გამოვასწოროთ. “, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

მინისიტრის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზიანებულ დაახლოებით 1000 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ახალი ბაღების გაშენებას სახელმწიფო დააფინანსებს. დავითაშვილის თქმით, იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ფერმერის კუთვნილ ნაკვეთზე ახალი ბაღი გააშენოს, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაა საჭირო, რომელიც დაადასტურებს, რომ „იქ არსებობდა ბაღი, მოხდა სტიქიური მოვლენა, დაზიანდა და ჩანაცვლებას ექვემდებარება“.

 

„ჩვენ ამ შემთხვევაში არ გვაქვს აღწერა, მაგრამ დაახლოებით ვიცით, შეფასება გვაქვს გაკეთებული რამდენ ათას ჰექტარს ფარავდა სტიქია. სტიქია ფარავდა დაახლოებით 4 000 ჰექტარს, თუმცა ეს არ იყო 100%-იანი დაზიანება. სხვადასხვა პროცენტით იყო დაზიანება მიყენებული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიძლება 1000 ჰექტრამდე ახალი ბაღების გაშენება დაფინანსდეს სახელმწიფოს მხრიდან თუ იქნება ფერმერების მაღალი აქტივობა. პროცედურის მიხედვით მათ სჭირდებათ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ იქ არსებობდა ბაღი, მოხდა სტიქიური მოვლენა, დაზიანდა და ჩანაცვლებას ექვემდებარება, მეტი სხვა მოთხოვნა არ არის“, - განაცხადა დავითაშვილმა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up