სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის წლიური ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება

სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის წლიური ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება

access_time2019-02-12 15:49:55

საქართველოს მთავრობამ სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ის 2019 წლის ბიუჯეტიდან, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.


პროგრამის მაქსიმალური ბიუჯეტი წელს 20 მილიონი ლარი იქნება, თითო პროექტის დაფინანსება კი ერთ მილიონს არ უნდა აღემატებოდეს.


დაფინანსების მისაღებად, პროექტი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. კერძოდ, მისი მიზანი სტიქიის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება ან სტიქიის შედეგად მოსალოდნელი ზიანის შემცირება უნდა იყოს.



პროგრამის ფარგლებში შესაძლოა, დაფინანსდეს ხევისა და მდინარის კალაპოტების ნატანისგან წმენდა, სანიაღვრეების, წყალგამტარი მილების, დამცავი კედლების მოწყობა, სახიდე გადასასვლელების მოწყობა ან რეაბილიტაცია და სხვა პროექტები.


პროექტი შეიძლება განხორციელდეს როგორც ერთ, ისე რამდენიმე მუნიციპალიტეტში. შესაბამისი წინადადება კი მუნიციპალიტეტის მერმა, მერებმა ან სახელმწიფო რწმუნებულმა უნდა წარადგინონ. პროექტები, რომლებიც საკრებულოების მოწონებას დაიმსახურებენ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაიგზავნება. რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სახსრების გამოყოფას ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს.


1tv.ge








New York Times – როდესაც რაიმე მაღალი პროფილის მშენებლობაზეა საუბარი, ივანიშვილის მხარდაჭერა აუცილებელია

New York Times – როდესაც რაიმე მაღალი პროფილის მშენებლობაზეა საუბარი, ივანიშვილის მხარდაჭერა აუცილებელია
access_time2019-08-24 18:00:54
საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილი დაიბადა როგორც მშენებელი. ის ქალაქის ყველაზე თვალწარმტაც ფუტურისტულ სასახლეში ცხოვრობს, რომელიც 50 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ფოლადისა და შუშისგან არის აშენებული. სასახლე ქალაქში მდებარე...

რამდენ ადამიანს ამოეწურა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა და შეუჩერდა მისი მოქმედება

რამდენ ადამიანს ამოეწურა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა და შეუჩერდა მისი მოქმედება
access_time2019-08-24 16:25:42
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა 2019 წლის მე-2 კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც სტატისტიკიდან ირკვევა,...

სარეკლამო ბაზარზე აქტივობამ იკლო

სარეკლამო ბაზარზე აქტივობამ იკლო
access_time2019-08-24 16:00:54
საქართველოში სარეკლამო ბიზნესისადმი ინტერესი შემცირდა. ამის მიზეზი, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, სეზონური ცვლილებაა და მდგომარეობა შეიძლება შემოდგომიდან შეიცვალოს. ცხადია, გარკვეული გავლენა ბაზარზე პოლიტიკურმა პროცესმაც იქონია. არასაარჩევნო პერიოდში რეკლამის მიმართ მოთხოვნა ისედაც შემცირებულია და სარეკლამო ბაზარზე გარკვეულწილად ამანაც მოახდინა გავლენა. ტენდენცია შეიცვალა და სატელევიზიო რეკლამიდან ინტერესმა სოციალური ქსელებისკენ გადაინაცვლა, რაც წამყვან სატელევიზიო...

რატომ უნდა გადარდებდეთ ამაზონის ჯუნგლები?

რატომ უნდა გადარდებდეთ ამაზონის ჯუნგლები?
access_time2019-08-24 12:00:30
ამაზონის ჯუნგლები იწვის. ეს ტერიტორია სახლია იმაზე მეტი მცენარისა და ცხოველისათვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადგილი დედამიწაზე. ცხოველებისა და მცენარეების გარდა, ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 400-მდე ტომიც ცხოვრობს. ამაზონის ჯუნგლები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანძურია, არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი დედამიწისთვის. თანაც, ის, თავისი ზომისა და მასშტაბების გათვალისწინებით, დედამიწის ერთ-ერთი უკანასკნელი...

ჯობსის, გეითსისა და ბეზოსის ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ახდა

ჯობსის, გეითსისა და ბეზოსის ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ახდა
access_time2019-08-24 20:00:24
მომავლის წინასწარმეტყველებისთვის აუცილებელი არაა წარმატებული ბიზნესმენი იყოთ, მაგრამ ეს ნამდვილად დაგეხმარებათ. წარმოგიდგენთ სილიკონ ველის ტექნოლოგიების მაგნატების — სტივ ჯობის, ბილ გეითსისა და ჯეფ ბეზოსის წინასწარმეტყველებებს, რომლებიც მათ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში ივარაუდეს. ჯობსმა იწინასწარმეტყველა, რომ მალე გაჯეტებსთან ვატარებდით აგენტებით. ერთი სიტყვით აიფონებს —...


მსგავსი სიახლეები

up