28 ივლისს, მოსული
ძლიერი წვიმისა
და სეტყვის
შედეგად, ონის
მუნიციპალიტეტის 12 სოფელი
და 2000-ზე მეტი
ადამიანი დაზარალდა.
დაზიანებულია 10 ხიდი, ჩაიხერგა სოფლამდე მისასვლელი გზები, დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ადიდებულმა რიონმა ონში, სოფელ ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები დააზიანა. ინფრასტრუქტურის აღსადგენად სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა. ონში დაახლოებით 1300 აბონენთიამ აქედან 500 ოჯახს წყალი დროებით არ მიეწოდებოდა. ამ დროისთვის წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს წყლის მიწოდების კუთხით პრობლემა არ აქვთ.
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, სტიქიის ზონაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ.
რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების უმოკლეს ვადებში ჩატარებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ღონისძიებებს ადგილზე ხელმღვანელობენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი.
ფოტოები:business-partner.ge
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია აღნიშნავს, რომ კომპანიის წარმომადგენლები მაგისტრალური ქსელის დაზიანების შედეგად წყლის გარეშე დარჩენილ აბონენტებს სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდიან.