#1 პლატფორმა შენი სტარტაპის საერთაშორისო წარმატებისთვის

#1 პლატფორმა შენი სტარტაპის საერთაშორისო წარმატებისთვის

access_time2020-02-19 19:00:21

„ქართული ბაზარი საკმაოდ პატარაა იმისათვის, რომ თქვენმა სტარტაპმა საკმარისი თანხა გამოიმუშაოს სწრაფი ზრდისა და შემდგომი განვითარებისთვის, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია აქტიურად იფიქროთ გლობალურ ბაზრებზე გასვლასა და დამატებითი შესაძლებლობების გამოყენებაზე.



მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ ამ მიმართულებით და გითხრათ რომ საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამის გავლა თქვენგან ძალისხმევას, დროის დათმობას და მოტივაციას მოითხოვს, შედეგი კი თქვენი სტარტაპისთვის საკმაოდ საინტერესო, დიდი გამოცდილების და წარმატების მომტანი შეიძლება გახდეს.



F6S.com დღეისათვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმაა, რომელზეც თავმოყრილია ყველაფერი რაც დამფუძნებელს სჭირდება: ღონისძიებები, დაფინანსების შესაძლებლობები, აქსელერაციის პროგრამები, გრანტები და ა.შ. ეს არის ბაზა, რომელიც დაგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენზე მორგებული პროგრამა, დარეგისტრირდეთ, დისტანციურად გაიაროთ შერჩევის პროცესი და წარმატების შემთხვევაში მოხვდეთ რომელიმე ქვეყნის წარმატებულ აქსელერატორში.



გიზიარებთ 3 მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც F6S-ის სწორად გამოყენებაში დაგეხმარებათ:



1. პირადი პროფილის რეგისტრაცია - შეგიძლიათ გაიაროთ თქვენი Facebook ან LinkedIn-ის ანგარიშით.






2.სტარტაპის რეგისტრაცია - ძალიან მნიშვნელოვანია დაამატოთ და დეტალურად შეავსოთ თქვენი სტარტაპის პროფილი, რომლითაც შემდგომში შეძლებთ სხვადასხვა ღონისძიებებზე, აქსელერაციის პროგრამებზე დარეგისტრირებას.




3.სწორი აქსელერატორის შერჩევა - დღეისათვის მსოფლიოში ძალიან ბევრი აქსელერატორი მოღვაწეობს და თითოეულის ამოცანა სტარტაპის ხელშეწყობაა სხვადასხვა პირობებით, როგორც წესი სხვადასხვა სტარტაპს სხვადასხვა მიმართულება აქვს, მაგალითად, ფინტექი, აგროტექი, ხელოვნური ინტელექტი (AI) და ა.შ. მნიშვნელოვანია თქვენს მიმართულებაზე მორგებული აქსელერატორი შეარჩიოთ, გაეცნოთ მათ პირობებს და მხოლოდ შემდგომ შეავსოთ მათი განაცხადის ფორმა.



საიტზე საკმაოდ მარტივია სასურველი აქსელერატორის მოძიება, ამისთვის დააჭირეთ ღილაკს “Apply”, ხოლო შემდგომ, შეარჩიეთ აქსელერაციის პროგრამები. პროგრამები შეგიძლიათ გაფილტროთ ლოკაციის, ბაზრის ტიპის, ინდუსტრიის, ინვესტიციის მოცულობის და წილის მიხედვით, რომელსაც აქსელერატორი იღებს, პროგრამაში მონაწილის დაფინანსების შემთხვევაში. 




აქსელერატორის შერჩევის შემდეგ აკეთებთ განაცხადს მათ პროგრამაზე და გადიხართ შერჩევის ეტაპებს, რომლებიც თითოეულს ინდივიდუალური პრინციპით აქვს დაგეგმილი.



დანარჩენი უკვე იმაზეა დამოკიდებული, როგორ მიაწვდით ინფორმაციას აქსელერატორს, რამდენად კარგად გაქვთ ნაფიქრი თქვენი პროდუქტის კონცეფციაზე და გაქვთ თუ არა მინიმუმ დატესტილი პროტოტიპი მაინც, იმისათვის, რომ მარტივად დაადასტუროთ რომ სწორ მომხმარებელზე მორგებულ პროდუქტს ქმნით.



წარმატებებს გისურვებთ საერთაშორისო ასპარეზზე მიმავალ გზაზე!“ – თამთა გველესიანი, სპარკის მარკეტინგის ექსპერტი, რადიო „კომერსანტის“ გადაცემის - „სტარტაპი ქართულად“ წამყვანი







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up