სტარტაპერები ბახტაძის ახალ ინიციატივაზე - “სუბსიდირებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი  შესაბამისი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოა“

სტარტაპერები ბახტაძის ახალ ინიციატივაზე - “სუბსიდირებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი შესაბამისი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოა“

access_time2019-05-24 15:00:47

“ჩვენთვის ადამიანური კაპიტალის განვითარება არის პირდაპირ კავშირში ახალგაზრდულ ეკონომიკასთან. სწორედ ახალგაზრდების ენერგია, მათი ხედვა და ინოვაციური მიდგომა უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ლოკომოტივი“, - ამ სიტყვებით დააანონსა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ინოვაციური პროექტების დააფინანსებს ახალი პროგრამა.


პრემიერმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ახალგაზრდა სტარტაპერებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება გააცნო:


  • შეიქმნება 10 მლნ.-ლარიანი ფონდი, საიდანაც ყოველ ინოვაციურ პროექტზე გაიცემა გრანტი  650 000 ლარის ოდენობით;



  • უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტს სტარტაპებთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინება;



  • საგადასახადო შეღავათების დაწესება ყველა იმ კომპანიაზე, რომელიც საქართველოში რეგიონულ ოფისს გახსნის, რის შედეგადაც  ადგილობრივ  სტარტაპერებს საშუალება მიეცემათ უფრო აქტიურად ჩაებან გლობალურ ეკონომიკაში.


რამდენად შეუწყობს ხელს მთავრობის აღნიშნული ინიციატივები და რა სარგებელს მოუტანს კონკრეტულად სტარტაპერებს - ამ საკითხის გარკვევა „კომერსანტი“ თავად ახალგაზრდა ინოვატორებთან შეეცადა.


„ვაშლის ჩიფსების“ დამფუძნებელი შაკო მძინარიშვილი ახალ პროგრამას მიესალმება და გამოცხადბულ კონკურსში მონაწილეობის მიღებასაც გეგმავს.



„თანადაფინანსების ეს ახალი შემოთავაზება ზუსტად ისაა, რაც, მაგალითად, ჩვენს ბრენდს სჭირდებოდა ამ ეტაპზე. „ვაშლის ჩიფსები“ იმ ფაზაზეა, როცა უნდა განვითარდეს, პროდუქტს ახალი სახეობები დაუმატოს და სიახლე დანერგოს. შესაბამისად, უკვე ვავსებთ კიდეც განაცხადს და აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. რაც შეეხება მოლოდინებს, იმის გათვალისწინებით რომ ჩვენი პროდუქტი ნამდვილად ინოვაციურია არამარტო საქართველოში, რადგან ნედლეული ხილ-ბოსტნეული მომხმარებლამდე ყოველგვარი დანამატის გარეშე მიდის და 100 %-ით ჯანსაღია, ამიტომ ვფიქრობთ შევძლებთ მოვიპოვებთ დაფინანსებას“.


როგორც შაკო მძინარაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს,   საბოლოო ჯამში კარგი ჯაჭვი შეიკრა -5000 , 100 000 ლარიანი და ახლა 650 000 ლარიანი დაფინანსება. ამ გზით სტარტაპერს, რომელმაც მინიმალური დანახარჯებით შეძლო ბაზარზე თავის დამკვიდრება უჩნდება ახალი შესაძლებლობა მცირე ბიზნესი საშუალო ან მსხვილ ბიზნესად აქციოს. თუმცა ფინანსური მხარისა და სუბსიდირების გარდა, ახალგაზრდა ბიზნესმენითვის ასევე მნშვნელოვანია ჯანსაღი კონკურენტული გარემო და თანაბარი პირობები:


„ფინანსების გარდა, სტარტაპს ასევე სჭირდება საკანონმდებლო ბაზა, რაზეც ისაუბრა პრემიერმა. ამ ყველაფერთან ერთად კი მნიშვნელოვანია შეიცვალოს არსებული მიდგომები, რაც სტარტაპერთან მიმართებაში არსებობს. პირველ რიგში, გარკვეული საჟეღავათო პერიოდები ყველა დამწყებ ბიზნესმენს წაადგებოდა. აღსანიშნავია, რომ ბაზარი აუცილებლად უნდა იყოს კონკურენტული“.


ჯანსაღი კონკურენციასა და თანაბარი პირობების მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს ხის საათების ბრენდი DELONIX-ის დამფუძნებელიც ლევან კირცხალია. მეტიც, მისი თქმით, სუბსიდირებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია შესაბამისი ეკონომიკური გარემო:


„ჩენ პირადად მივიღებთ თუ არა მონაწილეობას, არ ვიცი, რადგან დაფინანსება შეეხება წმინდა ინოვაციურ პროდუქტებს, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. კარგად ვიცი ბაზარზე არსებული მდგომარეობა და, რა თქმა უნდა, პრემიერის ინიციატივა მისასალმებელია. თუმცა, ნებისმიერი სტარტაპისთვის, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული, დამერწმუნეთ სუბსიდირებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი  შესაბამისი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოა, რათა ადამიანებს ბიზნესის კეთებაში ხელი არ შეეშალოთ“,- განმარტავს ლევან კირცხალია.



შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ტექნოპარკში“ ინოვაციების მიმართულებით თანადაფინანსების 650 000-ლარიანი გრანტების ახალი პროგრამის  პრეზენტაცია გამართა. გარდა დაფინანსებისა და სტარტაპერებისთვის  საკანონმდებლო ბაზის შემუშავებისა, პრემიერმა შეხვედრაზე ფინანსებზე წვდომის კუთხით არსებულ სირთულეებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობა უახლოეს მომავალში წარადგენს ახალ კანონპროექტს საინვესტიციო ფონდების შესახებ, რომელშიც ე.წ ვენჩურული ფონდების მიმართულებასაც მოიცავს და გაზრდის სტარტაპერების წვდომას ე.წ ვენჩურულ კაპიტალზე.


თანადაფინანსების ახალი პროგრამა შეეხება ქართულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, რომელთაც საკუთარი ინოვაციის განვითარებისა და მსოფლიო დონეზე წარდგენის პოტენციალი აქვთ, ხელს შეუწყობს, იმას, რომ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირება გლობალურ ბაზარზე განახორციელონ. თანადაფინანსების ინოვაციური გრანტების პროგრამას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.


სალომე ლემონჯავა







m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება
access_time2019-09-21 16:00:57
პრინსტონის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, დღეს მსოფლიო არენაზე მიზანმიმართულ სადეზინფორმაციო კამპანიას უმეტესად 4 ქვეყანა აწარმოებს. 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ყველაზე აქტიური რუსეთი იყო, რომელზეც დეზინფორმაციის 72% მოდის. შემდეგ თანმიმდევრობით მოდან: ირანი, ჩინეთი და საუდის არაბეთი. მკვლევარებმა 460-ზე მეტი შემთხვევა შეისწავლეს. როგორც გაირკვა, უცხოეთის ქვეყნებზე გავლენის მოხდენის მიზნით გამართული, სადეზინფორმაციო კამპანიების მთავარი სამიზნე ძირითადად დასავლეთის ქვეყნები...


მსგავსი სიახლეები

up