სტარტაპების დაფინანსების სამთავრობო პროექტის მიმართ კითხვები გაჩნდა

სტარტაპების დაფინანსების სამთავრობო პროექტის მიმართ კითხვები გაჩნდა

access_time2016-05-09 10:21:08

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ახალბედა ბიზნესმენებს ინოვაციური ბიზნესპროექტების საწყისი ეტაპი დაუფინანსოს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა 5 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სახელმწიფო პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც აქვს ინოვაციური, საინტერესო ბიზნესწინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება დაფინანსება.


საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დამწყები ბიზნესის დაფინანსებისთვის შექმნილი საფინანსო ინსტიტუტის მუშაობის ძირითადი პრინციპები, თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, თავად საფინანსო ინსტიტუტი მუშაობას დაიწყებს ერთი თვის თავზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პარკის შენობაში. პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალი ინსტიტუტის შექმნა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია:


 

„დაფინანსდება საპარტნიორო ფონდისა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით. საწყისი ბიუჯეტი იქნება 11 მილიონი ლარი, ხოლო საბოლოოდ ეს ბიუჯეტი გაიზრდება 35 მილიონ ლარამდე, რაც იძლევა საშუალებას, რომ ამ წლის განმავლობაში პროექტების შერჩევის რამდენიმე ეტაპი ჩატარდეს“.

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის ინიციატივა საშუალებას იძლევა დამწყებმა ინოვაციურმა და ტექნოლოგიურმა ბიზნესმა მიიღოს დაფინანსება ყველანაირი უზრუნველყოფისა და გირაოს გარეშე. და კიდევ:


„ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ პირველად ხდება საქართველოში ინოვაციური იდეების დაფინანსების ინსტიტუციონალიზაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საერთოდ ინოვაციური პოტენციალის განვითარების კუთხით. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ქვეყანა, სადაც ამ მიმართულებამ გარდატეხა შეიტანა ეკონომიკურ განვითარებაში და ეს არის ჩვენი მხრიდან გადადგმული პირველი ნაბიჯი“.



პრემიერ-მინისტრს ამ პირველ ნაბიჯს უწონებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი, რომლის თქმითაც, მთავრობის ინიციატივა შეავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც დამწყებ ბიზნესმენებს იდეების ხორცშესხმის საშუალებას არ აძლევს.


„საქართველოში ჯერ არ ყოფილა სტარტაპების დაფინანსების პროგრამა. ამასთან, კომერციული ბანკები უარს ამბობენ ბიზნესის დასაწყები სესხების გაცემაზე და ამიტომ ამ პროგრამას (თუ სწორად იქნება განხორციელებული და საჭირო ფინანსებსაც მიიზიდავს) ძალიან დადებითი შედეგი შეუძლია მოუტანოს საქართველოს ეკონომიკას“, უთხრა მერაბ ჯანიაშვილმა რადიო თავისუფლებას.


 

მერაბ ჯანიაშვილის თქმით, საერთაშორისო გამოცდილებამ აჩვენა, რომ მსგავსმა პროგრამამ ბევრ ქვეყანაში გაამართლა, თუმცა ეკონომისტების ერთი ნაწილი ამბობს, რომ არ არსებობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სტარტაპების, ანუ დამწყები ბიზნესების, ეფექტიანობის განმსაზღვრელი სტატისტიკა. ეკონომისტი აკაკი ცომაია ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ ბიზნესკრედიტების გაცემა გაუმართლებელია რამდენიმე მიზეზის გამო:

 

„ჯერ ერთი, ის, რომ სახელმწიფოს, ანუ უშუალოდ იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ გასცემენ სესხს, აქვთ ნაკლები მოტივაცია, რომ გასცენ სესხი მიზნობრივად იმ ტიპის პროექტებზე, საიდანაც შესაძლებელია მაღალი სარგებლის მიღება. მეორე არის ის, რომ სახელმწიფო, როგორც წესი, ვერ ზომავს და ვერ ადგენს სწორად იმ რისკებს, რომლებიც მოჰყვება თითოეულ სესხს და მესამე, რაც მთავარია, როგორც წესი, ადგილი აქვს ე.წ. ნეპოტიზმს, ანუ როცა სესხის გაცემა უფრო მეტად წყდება არა კომერციული მიზნებისათვის, არამედ იმისათვის, რომ დააკმაყოფილონ მეგობრები და ნათესავები“.

 

აკაკი ცომაიას თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება აუცილებლად გამოიწვევს საბიუჯეტო რესურსების განიავებას, რისი ვარაუდის წინაპირობასაც იძლევა დაფინანსების მიღების შესაძლებლობა გირაოს გარეშე.


„გირაო ასრულებს რისკის დაზღვევის ერთგვარ როლს ბიზნესში. შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთი იქნებოდა უფრო მაღალი, რომ კომერციულ ბანკს არ მოეთხოვა გირაო და, მით უფრო, თუ არ ითხოვს სახელმწიფო გირაოს სანაცვლოდ, მაშინ ადამიანს, რომელსაც სურს, რომ სესხი მიიღოს სახელმწიფოსაგან, მით უფრო მეტად რისკიან ნაბიჯს დგამს ამ მიმართულებით და მით უფრო მეტად მცირდება იმის ალბათობა, რომ ეს სესხი იქნება იმ სწორი მიზნებისთვის გამოყენებული, რომლისთვისაც სახელმწიფომ ეს სესხი გასცა“, უთხრა ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ რადიო თავისუფლებას.


პრემიერ-მინისტრი კი იმედოვნებს, რომ წელს დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის რამდენიმე ეტაპი ჩატარდება, ხოლო თავად დამწყები ბიზნესის დაფინანსებისთვის შექმნილი საფინანსო ინსტიტუტის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ აღიარებული სპეციალისტები.

 

ჯიმშერ რეხვიაშვილი, რადიო "თავისუფლება"

 

 



ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ
access_time2020-07-10 16:10:40
„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ. 11 - 12 ივლისს, შაბათ-კვირას, ვისოლი უნიქარდის მფლობელებს საწვავზე 20 თეთრიან ფასდაკლებას შესთავაზებს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად. ამას გარდა, საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ვისოლი და უნიქარდი მოგზაურობას უფრო ხელმისაწვომს გახდიან და მომხმარებლებს, რომლებიც 15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით 150 ლარის ღირებულების საწვავის მოხმარებას...

მხოლოდ ლამაზი რეკლამები არ არის კომპანიის მართვა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს

მხოლოდ ლამაზი რეკლამები არ არის კომპანიის მართვა – „ალტას“ მომხმარებელი გაფუჭებულ ტექნიკასა და კომპანიის გულგრილობაზე საუბრობს
access_time2020-07-10 18:00:07
„ალტასაც“ ჰკიდია ჩემი მდგომარეობა -  იმიტომ, რომ უკვე მომასაღა ნახევრადგაფუჭებული ნივთები და ეხლა ჰგონიათ რომ აღარ ეხებათ გარანტიის ნაწილი!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტექნიკის კომპანიის ერთერთი მომხმარებელი, შპს.“ბიზონის“ დამფუძნებელი ნატა ტორონჯაძე წერს. 12 ათას ლარად შეძენილი ტექნიკის გაუმართავობასა და „ალტას“ გულგრილ დამოკიდებულებაზე მომხმარებლების მიმართ ნატა ტორონჯაძემ „კომერსანტთანაც“ ისაუბრა. როგორც მყიდველი აღნიშნავს, ტექნიკის 30 პროცენტი 3...


მსგავსი სიახლეები

up