სტარტაპები Microsoft-ის უფასო სერვისებით 3 წლის განმავლობაში ისარგებლებენ

სტარტაპები Microsoft-ის უფასო სერვისებით 3 წლის განმავლობაში ისარგებლებენ

person access_time2016-05-05 09:30:55

Microsoft-ის სერვისებით ამ ეტაპზე 33 ქართული სტარტაპი სარგებლობს. ამის შესახებ „კომერსანტთან" Microsoft -ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ დობორჯგინიძემ განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა" და Microsoft -ს შორის გაფორმებული მემორანდუმი სავარაუდოდ კიდევ უფრო გაზრდის ამ რიცხვს.


მემორანდუმი ითვალისწინებს კომპანიის, როგორც პარტნიორის აქტიურ მონაწილეობას დამწყები ბისზნესმენების საქმიანობაში. სააგენტოსთან ერთად ის დაეხმარება ტექნოპარკის სტარტაპებს განვითარებაში და ხელს შეუწყობს მათ გახდნენ კონკურენტუნარიანები გლობალურ ბაზარზე.


დობორჯგინიძის განმარტებით, სტარტაპებისთვის აღნიშნული სერვისით უფასოდ სარგებლობა 3 წლის განმავლობაში მოხდება, შემდეგ კი კომპანია ჩვეულებრივად გადაიხდის პროგრამების განახლების საფასურს.



„3 წლის შემდეგ კომპანიები განვითარდებიან, ჩამოყალიბდებიან დიდ ბიზნესებად იქცევიან და ამის შემდეგ არ გაუჭირდებათ იმ თანხის გადახდა, რაც არის"-აცხადებს დობორჯგინიძე.


ტექნოპარკში საქართველოსა და Microsoft-ს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 28 აპრილს გაფორმდა. "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს მეწარმეობის ხელშემწყობ სპეციალურ პროგრამას. კომპანია Microsoft არსებულ პროგრამაში დიდ წვლილს შეიტანს. დამწყებ ბიზნესმენებს საშუალებას მისცემს ჰქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობები განავითარონ თავიანთი უნარები, განვითარდნენ პროფესიულად და ჩამოყალიბდნენ ბიზნესმენებად. მემორანდუმი, რომელიც ჩვენ გავაფორმეთ Microsoft-თან, არის ჩვენი ურთიერთობის პირველი ნაბიჯი. ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდებს მივცემთ საჭირო ცოდნას და განუვითარებთ უნარებს, რომელიც მათ დაეხმარებათ გააფართოონ IT ინდუსტრია ჩვენს ქვეყანაში" - განაცხადა მაშინ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ.


შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ქართული ბიზნესი „მაიკროსოფტის" ლიცენზირებული პროგრამების სიძვირის პრობლემაზე აქტიურად საუბრობს. საუბარია იმდენად მაღალ თანხებზე, რომ მისი გადახდა პრობლემურია არა მხოლოდ მცირე და საშუალო, არამედ დიდი ბიზნესისთვისაც.


პრობლემით „კომერსანტს" რამდენიმე კომპანიამ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს მიმართა. ისინი ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების შეძენის მომხრენი არიან და აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის ლეგალური პროდუქციის გამოყენება. თუმცა „მაიკროსოფტის" ქართული წარმომადგენლობის მხრიდან დასახელებული თანხა იმდენად მაღალია, რომ მისი ერთბაშად გადახდა ქართული კომპანიებისთვის წარმოუდგენელია. საკითხი იმდენად გამწვავდა, რომ ის მსხვილი ბიზნესის ასოციაციამ პრემიერთან შეხვედრაზეც კი დააყენა. ასოციაციის წარმომადგენლის ლაშა პაპაშვილის გათვლებით, „მაიკროსოფტის" მოთხოვნის თანახმად, უახლოეს პერიოდში საქართველოდან მილიარდი დოლარი უნდა გავიდეს, რაც ქართული ბიზნესისთვის, ლარის კურსისა და ზოგადად ეკონომიკისთვის ნეგატიურ შედეგებს მოიტანს.




ბათუმის მერია „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს

ბათუმის მერია  „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის  მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს
access_time2019-07-16 18:55:01
ბათუმის საკრებულომ ბათუმის მერიას დაავალა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება „რივიერას“ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მოსამზადებლად. აღნიშნულ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელიც 5 მაღალსართულიანი ნაგებობის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით მილიარდი ლარი, მოხმარდება, როგორც მრავალფუნქციური შენობების აშენებას, ასევე თანამედროვე...

Visa-მ და MasterCard-მა შესაძლოა რუსეთი დატოვონ

Visa-მ და MasterCard-მა შესაძლოა რუსეთი დატოვონ
access_time2019-07-16 20:00:14
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიღებამაც, შესაძლოა, აიძულოს საერთაშორისო საგადამხდელო სისტემები Visa და MasterCard-ი რუსეთიდან გავიდნენ. თუ ასე მოხვდა, რუსეთის მოქალაქეები ვერ შეძლებენ თავიანთი ბარათების გამოყენებას უცხოეთში, ხოლო რუსეთში აიკრძალება უცხოური ბანკების პლასტიკური ბარათები. 23 ივლისს იგეგმება კანონპროექტის „ეროვნული საგადასახადო სისტემის თაობაზე“ განხილვის დაწყება. მიღების შემთხვევაში, კანონი...

“იმისათვის, რომ ენაც შევინარჩუნოთ და მსოფლიო პროგრესსაც არ ჩამოვრჩეთ, ახლებურად მოაზროვნე, მოქნილი ტვინების ნააზრევი გვჭირდება“

“იმისათვის, რომ ენაც შევინარჩუნოთ და მსოფლიო პროგრესსაც არ ჩამოვრჩეთ, ახლებურად მოაზროვნე, მოქნილი ტვინების ნააზრევი გვჭირდება“
access_time2019-07-16 19:00:05
“იმისათვის, რომ ენაც შევინარჩუნოთ და მსოფლიო პროგრესსაც არ ჩამოვრჩეთ, ახლებურად მოაზროვნე, მოქნილი ტვინების ნააზრევი გვჭირდება “ — ასე აფასებს აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი ზურაბ გურული სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნდებას, რასაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა...

პრემიერის განცხადებით, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფო კრედიტების პროცენტების ნაწილობრივ დაფარვაში დაეხმარება

პრემიერის განცხადებით, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფო კრედიტების პროცენტების ნაწილობრივ დაფარვაში დაეხმარება
access_time2019-07-16 17:55:19
არც ერთი სასტუმრო, საოჯახო ტიპის თუ საშუალო ზომის, რომლის მშენებლობაც იგეგმებოდა, არ უნდა გაჩერდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მცირე და საშუალო მეწარმეების დასახმარებლად კონკრეტული მექანიზმები აქვს. კერძოდ, ბახტაძის თქმით, მეწარმეებს, რომლებსაც ბიზნესის განსავითარებლად სესხები აქვს აღებული, მათი პროცენტების თანადაფინანსება სახელმწიფოს...

გადადი ახალ ბინაში — ტერაბანკის იპოთეკური სესხი მათთვის, ვისაც სახლის შეცვლა სურს

გადადი ახალ ბინაში — ტერაბანკის იპოთეკური სესხი მათთვის, ვისაც სახლის შეცვლა სურს
access_time2019-07-16 17:50:11
ტერაბანკი მომხმარებლებს, რომლებსაც ბინის შეცვლა აქვთ გადაწყვეტილი ახალ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. სესხი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც საცხოვრებელი ბინა ჯერ არ გაუყიდიათ და სურთ, 1 დიდი სახლით ორი, ან უფრო მცირე ბინა შეიძინონ. პროდუქტის დახმარებით, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, თანხა გამარტივებულად, მხოლოდ ბინის უზრუნველყოფით მიიღონ, არ იჩქარონ ძველი სახლის გაყიდვა და ახალ ბინაში სესხის დამტკიცებისთანავე გადავიდნენ. მომხმარებლებისთვის 6-თვიანი...


მსგავსი სიახლეები

up