„სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური კომპონენტის ფინალისტებისთვის ტრენინგები დაიწყო

„სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური კომპონენტის ფინალისტებისთვის ტრენინგები დაიწყო

access_time2016-08-15 15:58:27

„ჩვენ დღეს ვნერგავთ ახალ კულტურას და ვამბობთ, რომ იდეისა და დაფინანსების კონკრეტულ საქმეებად გადაქცევისთვის ასევე საჭიროა სწორი მიწოდება და სწორი პროცესი“- ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტექნოპარკში სტუმრობისას განაცხადა, სადაც „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეების ფინალისტებისთვის ერთკვირიანი ტრენინგები დაიწყო.


მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეების ფინალში გადასულ 51 მონაწილეს ფიჩინგისა და პრეზენტაციების უნარების დახვეწას, ვენჩერულ ინვესტორებთან თანამშრომლობას, „სილიკონ ველის“ პრინციპების გაცნობას, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბაზარს, სტარტაპის განვითარების პერსპექტივებს და დამწყები ბიზნესების მოდულებს „სილიკონის ველის“ ექსპერტები შეასწავლიან, რომლებიც სპეციალურად ამ პროექტისთვის თბილისში იმყოფებიან. ტრენინგების გავლის შემდეგ ფინალისტები საკუთარი ბიზნესპროექტების პრეზენტაციებით უკვე ვენჩერული ინვესტორების წინაშე წარსდგებიან.


„2 თვის წინ დავიწყეთ საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ,,სტარტაპ საქართველო,“ სადაც განაცხადებს ვიღებდით როგორც ინოვაციური, ასევე მაღალტექნოლოგიური ინოვაციის მიმართულებით.


საბოლოო ჯამში, 700-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, მათ შორის, 140-ზე მეტი იყო მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური განაცხადი. აქედან მეორე ეტაპი გადალახა 51-მა პროექტმა. იმისთვის, რომ ყველა მონაწილისთვის თანაბარი პირობების შექმნა მომხდარიყო, ამერიკიდან მოვიწვიეთ ტრენერთა ჯგუფი, რომელიც დაეხმარება ფინალისტებს, სწორად მოემზადონ ინვესტორებთან წარდგენისთვის“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროექტების განაცხადებს აფასებს ჟიური, რომელიც შედგება „სილიკონ ველის“ წარმომადგენელი ექსპერტებისგან. „მათი ძირითადი ამოცანაა, რომ პროექტებში ნახონ ის გლობალური განვითარების პოტენციალი, რომელიც ინოვაციურ პროექტებს ახასიათებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პროექტებს თავისი შინაარსით შეუძლიათ, მსოფლიო ბაზარზე კომერციალიზაცია და რამდენიმე ათეული მილიონის საინვესტიციო პოტენციალის ან გაყიდვების შექმნა”, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.


დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება ფინალური ეტაპი, როდესაც ჟიურის წევრები ინვესტორებთან ერთად საბოლოო პრეზენტაციებს მოისმენენ და შესაბამისად, გამარჯვებულებს გამოავლენენ. „დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ვნერგავთ ახალ კულტურას და ვამბობთ, რომ მხოლოდ იდეა და ფული არ არის საკმარისი, ამას სჭირდება ასევე სწორი მიწოდება და პროცესი იმისთვის, რომ იდეა და დაფინანსება კონკრეტულ საქმეში გადაიზარდოს“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეირჩა მხოლოდ მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროექტები, რომლებიც ორიენტირებულები  იყვნენ გლობალურ ბაზარზე. რაც შეეხება პროექტებს, რომლებიც ვერ გადავიდნენ ფინალში და ასევე ქართულ ბაზარზე ორიენტირებულ სხვა პროექტებს, სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა გარკვეულ ნაბიჯებზე, რომელიც ხელს შეუწყობს და დაეხმარება მათ შემდგომ განვითარებაში.


ტექნოპარკში დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ქაშიბაძე იმყოფებოდნენ.



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up