სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციურ კონკურსში 36-მა პროექტმა გაიმარჯვა

სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციურ კონკურსში 36-მა პროექტმა გაიმარჯვა

access_time2016-09-01 17:32:03

„სტარტაპ საქართველოს" ინოვაციურ კონკურსში 36-მა პროექტმა გაიმარჯვა. პროექტები ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინტერნეტ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ქიმიური მრეწველობის და სხვა სფეროებს მოიცავს. „სტარტაპ საქართველოს" პირველი ეტაპის გამარჯვებულთა დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები და პროექტ „სტარტაპ საქართველოს" ბენეფიციარები დაესწრნენ.

"ვერ წარმოიდგენთ, როგორი დადებითი ემოცია მაქვს ამ დაჯილდოების მერე. მხოლოდ ორ თვეში 726 აპლიკაცია მივიღეთ. კიდევ ძალიან ბევრი არის შემოტანილი, რომელიც ჯერ განხილვის სტადიაში არ არის და ეს იმ პატარა ქვეყანაში, სადაც 4 მილიონი მოსახლე არ ცხოვრობს. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს და ეს გამოჩნდა ძალიან კარგად. 10 მილიონი, რომელიც ჩვენი ფონდიდან არის გამოყოფილი, ჯერ არ გახარჯულა და საშუალება გვექნება, მე-2, მე-3 ეტაპისთვის პროექტები დავაფინანსოთ. მიმაჩნია, რომ შემდგომი ეტაპები ბევრად უფრო წარმატებული იქნება", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა" „სტარტაპ საქართველო" შედგება ორი კომპონენტისგან: მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური. ,,სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ფარგლებში სულ 720-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. მათ შორის მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 150-მდე განაცხადი, რომელთაგან 20 გამარჯვებული ამა წლის 25 აგვისტოს გამოვლინდა, ხოლო ინოვაციურ ნაწილში 570 ბიზნესიდეა, რომელთაგან პროგრამის გამარჯვებული 36 პროექტი გახდა.

კონკურსის მეორე ეტაპი 20 სექტემბერს გამოცხადდება. პერსპექტიული ბიზნეს იდეების ავტორებს, რომლებმაც პირველი ეტაპის შედეგებით ვერ გაიმარჯვეს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა პროგრამაში სწორედ კონკურსის შემდგომ ეტაპზე მიიღონ. განმეორებით განხილვამდე მათ შესაძლებლობა ექნებათ, კონსულტაცია გაიარონ „სტარტაპ საქართველოს" წარმომადგენლებთან, რომლებიც პროექტის ავტორებს ურჩევენ, რა მიმართულებით იქნება უმჯობესი ბიზნეს იდეის დახვეწა. „სტარტაპ საქართველო" ავტომატურად გადაიტანს მათ განაცხადებს შემდგომი კონკურსის განსახილველ ნუსხაში და ბიზნეს იდეის ავტორებს აღარ მოუწევთ აპლიკაციის ხელახლა შევსება. ასევე, დაგეგმილია ტრეინინგების ჩატარება კონკურსის მონაწილეთათვის, ვისაც სურვილი აქვს, მიიღოს დამატებითი ინფორმაცია და ცოდნა, თუ როგორ დაიწყოს ბიზნესი. ტრენინგების ხარჯებს სრულად დაფარავს შპს „სტარტაპ საქართველო" და ,„საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო".

პროგრამის თანახმად, ყველა გამარჯვებულს ენიჭება უფლება „სტარტაპ საქართველოსთან" გააფორმოს პარტნიორთა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოხდება მათი დაფინანსება. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი, შესაძლოა, 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

„სტარტაპ საქართველო" სს „საპარტნიორო ფონდის" მიერ დაფუძნდა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებას საქართველოში.



ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...


მსგავსი სიახლეები

up