სტარტაპ გრაინდ თბილისი ევროპა-აზიის ტექნოლოგიურ კონფერენციაზე 50-მდე ქვეყანას უპასპინძლებს

სტარტაპ გრაინდ თბილისი ევროპა-აზიის ტექნოლოგიურ კონფერენციაზე 50-მდე ქვეყანას უპასპინძლებს

access_time2020-12-02 11:43:43

უკვე მეორე წელია, Startup Grind-ის თბილისის ოფისის ორგანიზებით, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტექნოლოგიურ კონფერენციას - Europe-Asia Connect-ს მასპინძლობს. ღონისძიება 10-12 დეკემბერს ვირტუალურად გაიმართება და 5,000-ზე მეტ მონაწილესა და 100-ზე მეტ სპიკერს გააერთიანებს. მართალია, ღონისძიების ორგანიზება საქართველოში ხდება, თუმცა, მასში ჩართულია Startup Grind-ის 90-მდე ოფისი, 50-მდე ქვეყნიდან. ეს ამ კონტინენტზე მდებარე ქვეყნების თითქმის 50%-ია.


სტარტაპ გრაინდი არის სტარტაპების, ანტრეპრენერებისა და ინვესტორების მსოფლიოში ყველაზე დიდი გაერთიანება. მისი მისიაა მსოფლიოს მასშტაბით სტარტაპებმა მიიღონ განათლება და ჰქონდეთ ის შესაძლებლობები, რაც მათ თავიანთი იდეების განხორციელებისთვის სჭირდებათ.


კომუნა ამერიკელმა დერეკ ანდერსენმა დააფუძნა და დღეს, მსოფლიოს მასშტაბით, 600 ოფისს და 3,5 მილიონ ანტრეპრენერს აერთიანებს. კომპანიის დაფუძნებაში დიდი წვლილი მიუძღვნის Google for Entrepreneurs, რადგან ის ღონისძიებების ტექნოლოგიური და ფინანსური მხარდამჭერია.


2012 წლიდან მოყოლებული, Startup Grind-მა 6,000-მდე ღონისძიებას უმასპინძლა. მართალია, მსოფლიოს მასშტაბით, გრაინდის სახელით წელიწადში ასობით ღონისძიება ტარდება, თუმცა, მათგან სამი უდიდესია: სილიკონ ველიზე, ლონდონში და თბილისში. საქართველოსთვის კი უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ევროპა-აზიის კონფერენციას სწორედ თბილისი უკვე მეორედ მასპინძლობს. ყველა კონფერენციას ერთი მიზანი აერთიანებს - ცოდნის გაზიარება, მნიშვნელოვანი კავშირების დამყარება, სტარტაპ საზოგადოების ფორმირება და ეკოსისტემის განვითარება.


Europe Asia Connect-ის პირველი საერთაშორისო კონფერენცია თბილისში 2019 წელს რუსთაველის თეატრში გაიმართა, რომელსაც 1,700-ზე მეტი მონაწილე და 40-ზე მეტი სპიკერი ესწრებოდა.



მართალია პანდემია დიდი გამოწვევა იყო ორგანიზატორებისთვის, რადგან ღონისძიებამ ფიზიკურიდან 100%-ით ონლაინ გადმოინაცვლა, მაგრამ სანაცვლოდ, ისინი უფრო დიდ მასშტაბებს გვპირდებიან. წელს Europe Asia Connect 100+ სპიკერს გააერთიანებს.


სპიკერები არიან როგორც ბიზნესის წამყვანი ფიგურები მსოფლიოში, ასევე ლოკალური გმირები, მაგალითად, ზაზა ფაჩულია, თამაზ გიორგაძე, ჯორჯ არისონი და ა.შ. მსოფლიოს ვარსკვლავებიდან ღონისძიების ერთ-ერთი სპიკერია მარკეტინგის გურუ - გაი კავასაკი. ის არის მრავალი ბესტსელერის ავტორი, მენტორი და ერთ-ერთი საუკეთესო გამომსვლელი ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სტარტაპებისთვის განკუთვნილ არაერთ პლატფორმაზე. სპიკერებს შორის არის თანამედროვე მეწარმეობის დამფუძნებელი, სტივ ბლანკიც.


ბილეთების შეძენა შესაძლებელია სტარტაპ გრაინდის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.startupgrind.ge


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up