ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ხომალდ Starship-ის შექმნის პროცესში, რომელიც მთვარესა და მარსზე ფრენებისთვის არის განკუთვნილი. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მორიგი ტესტის დროს, ტეხასში ხომალდის პროტოტიპმა SN15 წარმატებულად აიღო სტარტი, 10 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა, შემდეგ კი უსაფრთხოდ დაეშვა. დაშვების შემდეგ ხომალდს მცირე ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა ის მალევე ჩააქრეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Starship-ის პროტოტიპი ტესტირების პროცესში არ აფეთქდა.
NASA-ში Starship-ის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ, რადგან ათწლეულის მიწურულს, მთვარეზე ასტრონავტების გადაყვანისთვის ხომალდების შექმნის უფლება სწორედ SpaceX-მა მიიღო. მომავალში მასკის კომპანია მარსზეც აპირებს მისიების განხორციელებას და იმედი აქვს, რომ Starship-ი ერთდროულად 100-მდე ადამიანის გადაყვანას შეძლებს.
imedinews.ge