ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი დედამიწის Starlink-ის ინტერნეტით უწყვეტ უზრუნველყოფას 2021 წლის სექტემბრისთვის გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„წარმატებით ავამოქმედეთ დაახლოებით 1800 თანამგზავრი და როგორც კი სამუშაო ორბიტაზე გავლენ, უწყვეტ გლობალურ დაფარვას უზრუნველყოფთ. ეს სექტემბერში უნდა მოხდეს“, - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა გვინ შოტველმა.
ამის შემდეგ SpaceX-ი მარეგულირებელ ორგანოებთან დაიწყებს მოლაპარაკებებს, რათა ყველა ქვეყანაში შევიდეს და ტელესაკომუნიკაციო სერვისების მიწოდება დაგეგმოს. მაისში ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანიამ ამ სერვისზე 500 ათასზე მეტი წინასწარი შეკვეთა მიიღო.
2020 წელს კი SpaceX-მა Starlink-ის ბეტა-ტესტირება დაიწყო, რომელშიც 11 სახელმწიფო მონაწილეობს. პროგრამის მონაწილეებმა აღჭურვილობის კომპლექტი 499 დოლარად მიიღეს, სააბონენტო გადასახადი კი თვეში 99 დოლარს შეადგეს.
სამი წლის წინ SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა Starlink-ის პროექტი წარადგინა, რომლის მიზანიც მთელი პლანეტის ინტერნეტით უზრუნველყოფაა.
imedinews.ge