Starbucks კომპანია Amazon-თან ერთად პირველ მაღაზიას ხსნის

Starbucks კომპანია Amazon-თან ერთად პირველ მაღაზიას ხსნის

access_time2021-11-19 13:50:00

ყავახანების ამერიკული ქსელი Starbucks მანჰეტენის ცენტრში, Amazon-თან ერთად, პიკაპ-კაფეს ხსნის, სადაც საცალო ვაჭრობის გიგანტის უნაღდო ტექნოლოგიას გამოიყენებს. CNBC-ის ცნობით, კომპანია ამას დროში შეზღუდული მომხმარებლების მისაზიდად აკეთებს, რომლებსაც ყავის ან საკვების სწრაფად შეძენა სურთ.

„Amazon-თან პარტნიორობა Starbucks-ის გეგმის უახლესი ნაბიჯია, რათა თავისი ადგილმდებარეობები მომხმარებელთა ახალ ჩვევებს მოარგოს,“ - იუწყება CNBC.

პირველი Starbucks Pickup ნიუ-იორკში, პარკ ავენიუსა და ლექსინგტონ ავენიუს შორის, Amazon Go-ის მაღაზაიში იხსნება. გარე დროშებზე ორივე კომპანიის ლოგო ფრიალებს. სიეტლში დაფუძნებული კომპანიები, მომდევნო წლის განმავლობაში, მინიმუმ, ორი ლოკაციის ერთობლივად გახსნას გეგმავენ. მეორე კაფე, ასევე, მანჰეტენის შუაგულში, New York Times Building-ში გაიხსნება.

მომხმარებლები Starbucks-ის მობილური აპლიკაციის გამოყენებით, ყავას წინასწარ უკვეთავენ. შემდეგ ახალი მაღაზიის დახლიდან სასმელს Amazon-ის „Just Walk Out“ ტექნოლოგიაზე ხელის გულის დადებით ყიდულობენ, თუ ისინი Amazon One-ში არიან დარეგისტრირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ, მაღაზიაში არსებული Amazon-ის აპლიკაციის კოდი ან საკრედიტო ბარათი გამოიყენონ. შესასვლელთან ახლოს მდებარე კიოსკი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, Amazon One-ზე საკრედიტო ბარათის ჩასმით და ხელის გულის სკანირებით დარეგისტრირდეს.

Starbucks-ის თანამშრომლები კიოსკთან ახლოს დგანან, რათა მომხმარებლებს შესვლის დროს დაეხმარონ. თუმცა ზოგიერთი მომხმარებელი ტექნოლოგიას უკვე იცნობს, რადგან Amazon Go-ს რამდენიმე მაღაზია მანჰეტენზე უკვე მუშაობს.


„Just Walk Out“ ტექნოლოგია ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს მოლარესთან გადასახდელად მისვლა აღარ უწევს. მის ნაცვლად სასწორები, კამერები და თაროების სენსორები მომხმარებლების შენაძენს აფასებენ, აჯამებენ და თანხას მაღაზიიდან გასვლის დროს ანგარიშიდან აჭრიან.

„თქვენ არ გჭირდებათ ლოდინი, რომ რიგში დადგეთ და გადაიხადოთ,” - აცხადებს Amazon-ის საცალო ვაჭრობისა და ტექნოლოგიების ვიცე პრეზიდენტი, დილიპ კუმარი.

ახალ მაღაზიაში არის დასაჯდომი ადგილები შეხვედრების დიდი ჯიხურებით, ასევე, ინდივიდუალური სასადილო ჯიხურებით იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც შესაძლოა, დისტანციურად მუშაობენ ან სწავლობენ. მათ შეუძლიათ, ყავა Starbucks-ის აპლიკაციის საშუალებით ან დახლთან ბარისტს შეუკვეთონ.


bpn.ge


თეგები:
Starbucks Amazon



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up