Starbucks-ის მთავარი საოპერაციო ოფიცერი როზ ბრიუერი თანამდებობას ტოვებს

Starbucks-ის მთავარი საოპერაციო ოფიცერი როზ ბრიუერი თანამდებობას ტოვებს

access_time2021-01-27 14:40:00

Starbucks-ის მთავარი საოპერაციო ოფიცერი როზ ბრიუერი თანამდებობას ტოვებს. როგორც Business Insider-ი წერს, ბრიუერი Walgreens Boots Alliance-ში გადადის, სადაც აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს. ამ თანამდებობაზე ის სტეფანო პესინას ჩაანაცვლებს, რომელმაც გასული წლის ივლისში განაცხადა, რომ ის Walgreens-ს ტოვებდა.



ბრიუერი კი Starbucks-ს ოფიციალურად თებერვლის ბოლოს დატოვებს.



გამოდის ბრიუერი ამერიკის უმსხვილეს კომპანიებს შორის ერთ-ერთის (Fortune 500-ში შემავალი კომპანიების) პირველი მოქმედი ფერადკანიანი ქალი აღმასრულებელი იქნება. ადრე Fortune 500-ში შემავალი კომპანიების აღმასრულებლების პოზიციებს იკავებდნენ ფერადკანიანი ქალები - ურსულა ბერნსი (Xerox-ის აღმასრულებელი 2009-2016 წლებში) და მერი უინსტონი (Bed Bath & Beyond-ის აღმასრულებელი 2019 წელს).




ბრიუერი Starbucks-ს 2017 წელს შეუერთდა. 2018 წელს გამართულ აქციონერების შეხვედრაზე, მან რამდენიმე ინიციატივა წარადგინა კომპანიაში გაყიდვების გაზრდის მიზნით, მისი ინიციატივები კომპანიის საკვებ ბიზნესში გაფართოებას, ცივი სასმელების დამატებას და მიტანის სერვისის გაუმჯობესებას ეხებოდა. ის გავლენიან ლიდერად კომპანიაში მალევე იქცა.



ცნობისთვის, ბრიუერი ერთ-ერთია კომპანიაში წამყვან პირთა შორის, რომელმაც ბოლო პერიოდში Starbucks-ის დატოვების შესახებ განაცხადა. იანვრის დასაწყისში წასვლის შესახებ კომპანიის მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა პეტ გრისმერმაც განაცხადა.



forbes.ge





თეგები:
Starbucks



Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?

Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?
access_time2021-02-24 20:00:11
უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის დღეს სიცილისთვის აღარ სცალია - ყოფილი მსახიობი-კომიკოსი დღეს მკაცრი მზერით კამერაში იყურება და 3 უკრაინული ტელეარხისთვის  მაუწყებლობის ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ აცხადებს.     ის ყოველგვარ ბრალდებებს ცენზურის დამყარებაში კატეგორიულად უარყოფს - მისი თქმით, საუბარია არა პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე, არამედ ეროვნულ უსაფრთხოებაზე.     ეს 3 ტელეკომპანია - ZIK, NewsOne...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-24 21:00:30
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა - რა იხსნება მარტიდან? საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა...

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება
access_time2021-02-24 19:00:17
სეტყვის საწინააღმდეგო და მზისგან დამცავი ბადეების წარმოება საქართველოში უკვე გაზაფხულზე დაიწყება.    ქარელის რაიონში ქარხნის გახსნა 2021 წლის იანვრისთვის იგეგმებოდა, თუმცა, პანდემიის გამო რამდენიმე თვით გადაიდო.    ქარხანას კომპანია Agrobade LTD აშენებს. მისი დამფუძნებლის ავთანდილ მაისურაძის თქმით, წარმოების იდეა ბაზრის შესწავლის შემდეგ გაჩნდა.   „ჩვენ ამ ტიპის...

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს
access_time2021-02-24 17:38:28
საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიაღწევს, - ასეთია PMC კვლევითმა ცენტრის გამოკითხვის შედეგები.   გამოკითხულ ექსპერტთა უმრავლესობის აზრით (53.3%) ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება 2023 წელს, 26.7%-ის აზრით 2024 წელს.   რესპონდენტებს სთხოვეს გაეკეთებინათ პროგნოზი, თუ რამდენად აღდგება ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელს, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 60% ვარაუდობს, რომ 2021 წელს მიღებული...

სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა.. - რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ გამარტივებული წესით შემოსვლა1 მარტიდან?

სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა.. - რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ გამარტივებული წესით შემოსვლა1 მარტიდან?
access_time2021-02-24 16:30:17
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხით, 1 -ელი მარტიდან ემატება სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.   როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ...


მსგავსი სიახლეები

up