Starbucks-ი 10,000 დევნილის დასაქმებას აპირებს

Starbucks-ი 10,000 დევნილის დასაქმებას აპირებს

access_time2017-01-30 13:50:10

Starbucks-ის განცხადებით, ცნობილი ყავახანების ქსელი მომდევნო 5 წლის განმავლობაში მსოფლიოს 75 ქვეყანაში 10,000 დევნილს დაასაქმებს. კომპანიის გენერალური დირექტორმა, ჰოვარდ შულცმა აღნიშნული გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით გამოცემული განკარგულების შემდეგ მიიღო.

 

პრეზიდენტის ბრძანება საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ 7 ქვეყანაზე: ირანზე, ერაყზე, იემენზე, ლიბიაზე, სირიაზე, სომალისა და სუდანზე ვრცელდება. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში მომდევნო 90 დღის განმავლობაში არ შეუშვებენ.

 

შულცის განცხადებით, კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს მექსიკელ მომხმარებლებს, პარტნიორებსა და მათ ოჯახებს იმ შემთხვევაში, თუკი გამკაცრებული პოლიტიკა მათზე უარყოფითად აისახება.

 

„ჩვენი ბიზნესის ფილოსოფია ადამიანზე არის დამყარებული და ეს არ შეიცვლება," განაცხადა შულცმა.

 

შულცი პირველი არაა, ვინც ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას დაუპირისპირდა. თავისი ნეგატიური დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისეთმა ადამიანებმა გამოთქვეს, როგორებიც ტიმ კუკი (Apple-ის ხელმძღვანელი), ჯეკ დორსი (Twitter-ის ხელმძღვანელი) და სხვები არიან.

 

Salesforce-ის გენერალურმა დირექტორმა, ვალა აფშარმა საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც იმ ამერიკული კომპანიების სია ჩამოწერა, რომლებიც პირველი ან მეორე თაობის ემიგრანტების მიერ არის დაარსებული:

 

1) Apple

 

2) Google


 

3) Facebook

 

4) Amazon

 

5) Oracle

 

6) IBM

 

7) Uber

 

8) Yahoo

 

9) EMC

 

10) eBay

 

11) AT&T

 

12) Tesla

 

13) Reddit

 

 

ავტორი: CNNMoney



მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი

 მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი
access_time2022-01-20 13:55:00
20 იანვრიდან პირველ თებერვლამდე, მიკროავტობუსის 53 მოქმედი მარშრუტი განახლებული ხაზებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „კერძოდ: N2-ს ჩაანაცვლებს N472; N5-ს ჩაანაცვლებს N535; N6-ს ჩაანაცვლებს N536; N11-ს ჩაანაცვლებს N431; N16-ს ჩაანაცვლებს N416; N28-ს ჩაანაცვლებს N428; N33-ს ჩაანაცვლებს N533; N34-ს ჩაანაცვლებს N534; N41-ს ჩაანაცვლებს N541; N42-ს ჩაანაცვლებს N442; N43-ს ჩაანაცვლებს N543; N48-ს ჩაანაცვლებს N475; N51-ს ჩაანაცვლებს...

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას
access_time2022-01-20 12:55:23
ვითიბი ბანკი, როგორც ქართული ბიზნენის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის მთავარი აქციონერის თანადგომით, საერთაშორისო ფაქტორინგულ ბაზარზე, ვითიბი ბანკმა, პირველი ნაბიჯები, ქართული ღვინის სექტორის  ფინანსირებაში გადადგა. 2015 წელს დაწყებულ კურსს, ბანკი, ახლაც წარმატებით აგრძელებს და კლასიკური FCI Edifactoring-ის პლატფორმის საშუალებით ახორციელებს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირების სტანდარტიზებულ...

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა
access_time2022-01-20 12:00:37
2021 წელს ექსპორტი 2020 წელთან შედარებით 26.9%-ით. 2019 წელთან შედარებით კი 11.7%-ით გაიზარდა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს $4.243 მლრდ-ს მიაღწია. ექსპორტის 14.5% - $616 მლნ ჩინეთში განხორციელდა. 2021 წელს ჩინეთში უფრო მეტი პროდუქცია გაიყიდა, ვიდრე 1995-2016 წლებში ერთად, რასაც ხელი 2018 წლის იანვრიდან ამოქმედებულმა თავისუფალმა სავაჭრო ხელშეკრულებამ შეუწყო.   ჩინეთში გატანილ ექსპორტში $497 მლნ-ით სპილენძის მადნების წილი 81%-ს აღწევს, რაც...

საქართველომ 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთისთვის 1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა

საქართველომ 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთისთვის 1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა
access_time2022-01-19 18:00:57
2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 13.3%-ით 12.645 მლრდ კვტ/სთ-მდე, მოხმარება კი 13.1%-ით 13.753 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. იმპორტმა კი დამოუკიდებელ საქართველოში პირველად 2 მლრდ კვტ/სთ-ს გადააჭარბა, საიდანაც 1 მლრდ კვტ/სთ ოკუპირებულ აფხაზეთს მოხმარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი - ესკო ავრცელებს.   2021 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში რომელიმე დიდი ჰესი არ შესულა და არც ახალი...

უკრაინა გერმანიას საბრძოლო ხომალდებს და საზენიტო კომპლექსებს სთხოვს

უკრაინა გერმანიას საბრძოლო ხომალდებს და საზენიტო კომპლექსებს სთხოვს
access_time2022-01-19 20:00:19
გერმანიის მთავრობამ უარი განაცხადა შეიარაღების მიწოდებაზე უკრაინისთვის, რომელიც რუსეთთან კონფლიქტის მდგომარეობაშია. უკრაინის ელჩს გერმანიაში ანდრეი მელნიკს კი არ სურს ბერლინის ამ გადაწყვეტილებასთან შეგუება და კვლავაც დაჟინებით ითხოვს იარაღის მიწოდებას, თანაც კონკრეტულ სახეობებს ასახელებს. „პირველ რიგში საუბარია საბრძოლო ხომალდებზე, რომლებიც საუკეთესოა მსოფლიოში და რომლებიც ჩვენ უკიდურესად გვჭირდება შავი და აზოვის ზღვების გრძელი სანაპიროების დასაცავად“, -...


მსგავსი სიახლეები

up