Starbuck-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამშრომლებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

Starbuck-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამშრომლებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

access_time2016-03-11 15:52:33

Starbuck-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჰოვარდ შულცი არამარტო ყავის ინდუსტრიით, ასევე პოლიტიკური აქტივობითაა ცნობილი. ამჯერად მისი სურვილია, გაიზარდოს 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლების რაოდენობა.


ორშაბათს შულცმა კომპანიის 150,000 თანამშრომელს წერილი გაუგზავნა. წერილში მითითებული იყო ვებ-საიტის მისამართი, რომელზე დარეგისტრირების შემდეგ Starbuck-ის თანამშრომლებს არჩევნებზე ხმის მიცემა კომპიუტერით სმარტფონით შეეძლებათ.


საიტი ექსკლუზიურად მხოლოდ Starbuck-ის თანამშრომლებისთვის არის განკუთვნილი. აღნიშნული მომსახურება შექმნილია TurboVote.org-ის მიერ, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობს.


„უბრალოდ ეწვიეთ TurboVote-ის საიტს და რამდენიმე წუთში თქვენ შეძლებთ როგორც ხმის დაფიქსირებას, ასევე არჩევნების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაგებას,“ აღნიშნულია წერილში.


შულცი პოლიტიკური ინიციატივებით ყოველთვის გამოირჩეოდა და საუბრობდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა რასიზმი, მინიმალური ხელფასის ზღვარი და იარაღით სარგებლობა (მოწოდებით - „არ შემოხვიდეთ იარაღით Starbucks-ში“). 

ამასთან, Starbucks-ი თავის თანამშრომლებს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის ხარისხის მოსაპოვებლად სწავლას უფინანსებს (თანამშრომლებს სწავლის დამთავრების შემდეგ თავისუფლად შეუძლიათ Starbucks-ის დატოვება). კომპანია თავის თანამშრომლებს ჯანდაცვისათვის გარკვეულ ბენეფიტებსაც სთავაზობს.


„ჩვენი განზრახვა აპარტიულია. უბრალოდ, ამომრჩეველთა ჩართულობის გაზრდა გვსურს. გვჯერა, რომ უფრო მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, თავისუფლად მიიღს არჩევნებში მონაწილეობა,“ განაცხადა შულცმა.



29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა
access_time2020-05-27 10:50:16
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ხალხთა ტრადიციებსაც აქტიურად ებრძვის. უამრავ რეგულაციასთან ერთად, რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების ადათ-წესები სახეს იცვლის ან სრულად იკრძალება. მაგალითად, ქორწილისა და ქელეხის გადახდა რამდენიმე თვეა უკვე შეუძლებელია. რა ელის კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ტრადიციას საქართველოსთვის - სტუმარ-მასპინძლობასა და ქართულ სუფრას. რა გამოწვევებია სარესტორნო ინდუსტრიაში დღეს და რას...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...


მსგავსი სიახლეები

up