სტანდარტი არ არსებობს - საქალაქთაშორისო გადაყვანის 90 პროცენტი სატვირთო მიკროავტობუსებით ხორციელდება

სტანდარტი არ არსებობს - საქალაქთაშორისო გადაყვანის 90 პროცენტი სატვირთო მიკროავტობუსებით ხორციელდება

access_time2021-03-11 11:00:25

ჭიათურა, ჭიათურა ორი კაციც და გავიდა...

 

ქუთაისი აქეთ, ქუთაისი...

 

თუ ერთხელ მაინც გაგივლიათ დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ეს სიტუაცია თქვენთვის უცხო არ იქნება -  ქაოსი, რომელიც თბილისის ავტოსადგურებში წლებია მოუგვარებელია. „კომერსანტი“ დაინტერესდა ამ ქაოსში დაცულია თუ არა მგზავრთა უსაფრთხოების ელემენტარული პირობები და არის თუ არა გამართული საქალაქთაშორისო სატრანსპორტო საშუალებები.

 

„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ რეგიონებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება საფრთხის შემცველია. მისი თქმით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მდგომარეობა სავალალოა, საკითხით კი სახელმწიფო უწყებები არ ინტერესდებიან.

 

„საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელებამდეც და მას შემდეგაც კანონგარეშეა, პრაქტიკულად კანონის მოქმედებიდანაა გასული. სტრუქტურულად საკითხი ეკონომიკის სამინისტროს ეხება, მაგრამ კონკრეტული უწყების პოვნა ვინ არის პასუხისმგებელი საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკაზე, კონკრეტულად საქალაქთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტზე გაგიჭირდებათ. ერთი რაც ვიცით, არის სადგურები, რომელთაც აქვთ ვალდებულება, რომ სადგურიდან გასული ტრანსპორტი იყოს უსაფრთხო, თუმცა ამის მონიტორინგს ვინ ახორციელებს სრულიად გაუგებარია.

 

სანამ კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვები ამოქმედდებოდა, ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც მგზავრების რაოდენობა იყო გადატვირთული, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება მკაცრად არ მოეთხოვებოდათ, ამ სატრანსპორტო საშუალებებს გავლილი აქვთ თუ არა ტექდათვალიერება ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ არის. იგივე შეგვიძლია ვთქვათ შატილის ტრაგედიაზე, სამგზავრო ტრანსპორტზე გვაქვს საუბარი, რომელიც პერიოდულ ინსპექტირებაზე არ გამოცხადდა. მიკროავტობუსი ტექდათვალიერებაზე, რომ მისულიყო დიდი ალბათობით ტრაგედიას თავიდან ავირიდებდით. ეს ერთი მაგალითია, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში ეს მიმართულება არის მიშვებული და მასზე ზედამხედველობა არ არსებობს“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

 


საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღემდე, ყველა პასუხისმგებელმა უწყებამ: სადგურებმა, შსს-მ, ეკონომიკის სამინისტრომ იცის, რომ საქართველოში მგზავრების 90 პროცენტის გადაყვანა სატვირთო მიკროავტობუსებით ხორციელდება, თუმცა პრობლემის მოუგვარებლად ქმედით ნაბიჯს არც ერთი სახელმწიფო უწყება არ დგამს.

 

„21 - ე საუკუნეში მგზავრების გადაყვანა სატვირთო ტრანსპორტით ხდება და არა სამგზავრო ტრანსპორტით. ისე როგორც გადაიტანდით ნებისმიერ პროდუქტს მაგალითად, კარტოფილს ან სამშენებლო მასალას. მგზავრები აი ამ გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალებებით გადაჰყავთ. გადაკეთება არ არის აკრძალული, მაგრამ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე ბევრი არ მიდის ან ისე აწესრიგებს ავტომობილს, რომ ინსპექტირება გაიაროს. დათვალიერების შემდეგ კი სკამს კუსტარულად ამატებს. მიკროავტობუსების აბსოლუტურ უმრავლესობაში ავარიული გასასვლელი ჩაკეტილია ან გაუქმებულია. ეს ყველასთვის ცნობილია. ადამიანები გადარჩებიან თუ ეს საკითხები მოწესრიგებული იქნება, თუმცა რეაგირება არავის აქვს“, - განმარტავს დავით მესხიშვილი.

 

დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ დღეს სტანდარტი არ არსებობს. მისი თქმით, უნდა განისაზღვროს სტრუქტურა, რომელიც საქალაქთაშორისო გადაყვანაზე იქნება პასუხისმგებელი და კანონის აღსრულებას დაიწყებს.

 

„რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მათ ზედამხედველობაზე, პრევენციული ღონიძიებების გატარებაზე, კონტროლზე და მონიტორინგზე, ისე როგორც ეს არის განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში. მარტო ჯარიმებით პრობლემები არ მოგვარდება. მათ ხომ უნდა ჰქონდეთ თანამედროვე სტანდარტი რომელის მიხედვითაც სატრანსპორტო საშუალება იქნება წესრიგში და გადაადგილება იქნება უსაფრთხო. ჩვენ გვაქს პერიოდული ინსპექტირება, მაგრამ აღსრულება სუსტია. უნდა დავიწყოთ ევროდირექტივების დანერგვა, უნდა არსებობდეს ტაქოგრაფების სისტემა, რომელიც გააკეთებს ჩანაწერს, რა სიჩქარით მოძრაობდა სატრანსპორტო საშუალება“, - აცხადებს დავით მესხიშვილი.

 

დავით მესხიშვილი ამბობს, რომ არსებობს უკანონო, თვითორგანიზებული სადგომები, საიდანაც ე.წ. „ხიშნიკი“ მძღოლები გადიან, რომელებიც მგზავრებს გზადაგზა იყვანენ. მისი თქმით ამით საგზაო უსაფრთხოების სტანდარტი მნიშვნელოვნად უარესდება. „ხიშნიკი“ მძღოლები, რომ დიდ პრობლემას წარმოადგენს ადასტურებს დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე. „კომერსანტის“ კითხვაზე ხდება თუ არა მგზავრების სტანდარტების დაცვით, უსაფრთხოდ გადაყვანა მიქატაძე გვპასუხობს, რომ ქვეყანაში საკანონმდებლო ხარვეზებია და რეგულაციების დაცვა არ ხდება.

 

„სად არის ეს რეგულაციები? სად არის ევროდირექტივები? ამას ვითხოვ რაც თანამდებობაზე მოვედი. სავალდებულო ნორმები, რომ დავიცვათ, „ხიშნიკები“, რომ არ მოძრაობდნენ და კანონიერი გადასახადის გადამხდელები არსებობდეს. ამ ყველაფერს 5 წელია ვითხოვ და ვერაფერს მივაღწიე. ყველა ინსტანციას ვთხოვ რეგულაციების დაწესებას და საკითხის მოგვარებას. ნახევარი დიდუბის ტერიტორია, რომ უკანონო მგზავრების გადაყვანით არის დაკავებული ეს უნდა შეიცვალოს. ყველა სახის კომუნიკაცია მაქვს როგორც წერილობითი ასევე ზეპირი მაგრამ პრობლემა დღემდე მოუგვარებელია“, - განუცხადა „კომერსანტს“ დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელმა.

 

ნესტორ მიქატაძე ამბობს, რომ დიდუბის ავტოსადგურში არც ერთი სატრანსპორტო საშუალებაა არაა ისეთი, რომელსაც ტექდათვალიერება არ აქვს გავლილი:

 

„ტექდათვალიერების გარეშე სატრანსპორტო საშუალებას მარშუტზე არ ვაყენებთ, ხელშეკრულებას არ ვუფორმებთ. უსაფრთხოებაზე პასუხს ვერ ვაგებ, მაგრამ საბუთი, რომ ტექდათვალიერება გავლილი აქვთ, ვინც ხაზზე გადის ყველას აქვს. მძღოლები დამატებით სკამებით აღარ სარგებლობენ, ჰქონდათ ვიღაცებს და ამოვაღებინეთ. გუშინ თუ ჩადო საღამოს არ ვიცი, მაგრამ ასეთ სატრანსპორტო საშუალებას ხაზზე არ ვუშვებთ. ამას პერიოდულად ვამოწმებთ“, - განმარტავს ნესტორ მიქატაძე.

 

საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის პოლიტიკას ეკონომიკის სამინისტოში შემავალი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო განსაზღვრავს. უწყება ვალდებულია მგზავრთა გადაყვანის და ასევე ტვირთების გადატანის უსაფრთხოებაზე იზრუნოს. იმის გასარკვევად, კონკრეტულად რა ღონისძიებებს ახორციელებს სააგენტო ეკონომიკის სამინისტოს დავუკავშირდით, თუმცა კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up