სტამბოლმა მიმდინარე წლის მაისში 1 მლნ 402 ათას 366 უცხოელი ტურისტი მიიღო, რაც ბოლო 33 თვის მაქსიმუმია. სტამბულის კულტურისა და ტურიზმის რეგიონალური დეპარტამენტის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში სტამბოლში ჩასული უცხოელი ტურისტების რაოდენობამ 5 მლნ 284 ათას 714 ადამიანი შეადგინა.
ამასთან, მაისში სტამბოლში საჰაერო გზით ჩასულმა ტურისტების რაოდენობამ 1 მლნ 381 ათას 339 ტურისტი იყო, ხოლო საზღვაო გზით - 21 027 ტურისტი.
ასე რომ, თურქეთის კულტურულ და ტურისტულ დედაქალაქში ათათურქის აეროპორტიდან, რომელიც ძირითადად ბიზნეს ფრენებს ემსახურება 1444 ტურისტი შევიდა, საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან 373527 ტურისტი, აეროპორტ სტამბოლიდან კი 1 მლნ 6 ათას 368 ტურისტი.
საჰაერო გზით სტამბოლში ჩამოსული ტურისტების 72,85%-ი აეროპორტ სტამბოლზე მოდის, ხოლო 27,04%-ი - საბიჰა გოქჩენის აეროპორტზე.
საანგარიშო პერიოდში სტამბოლში ყველაზე მეტი ტურისტი გერმანიიდან ჩავიდა - 115 635 ტურისტი. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით სტამბოლში ტურისტების სიმრავლის მხრივ მეორე ადგილზეა ირანი - 98 751 ტურისტით. შემდეგ მოდიან რუსეთი - 92 455 ტურისტი, აშშ - 70 733 ტურისტი, დიდი ბრიტანეთი - 65 243 ტურისტი, საფრანგეთი - 57 824 ტურისტი, ისრაელი - 46 755ტურისტი, ერაყი - 34 816 ტურისტი, ნიდერლანდები - 34 777 ტურისტი და უზბეკეთი - 32 204 ტურისტი.
ამ პერიოდში პერიოდში სტამბოლს ტურისტები ჰყავდა მსოფლიოს 194 ქვეყნიდან.