“სტამბოლის სატრანსპორტო ჰაბს მოსკოვი ჩაანაცვლებს“– HUB Georgia-ს დირექტორი რუსეთთან დაკავშირებულ ახალ საფრთხეზე საუბრობს

“სტამბოლის სატრანსპორტო ჰაბს მოსკოვი ჩაანაცვლებს“– HUB Georgia-ს დირექტორი რუსეთთან დაკავშირებულ ახალ საფრთხეზე საუბრობს

person access_time2016-07-25 12:31:46

სტამბოლის სატრანსპორტო ჰაბს მოსკოვი ჩაანაცვლებს – ამის შესახებ HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე bpn.ge–სთან საუბრობს. 

მისი თქმით, რუსეთს შეეძლება ნებისმიერ დროს ეს ბერკეტი გამოიყენოს პოლიტიკურად, ჩაგვიკეტოს საჰაერო სივრცე, რის შედეგადაც საქართველოს მოწყდება ცივილიზებულ სამყაროს და ცივილიზებული სამყარო საქართველოს. 

 

„ბოლო პერიოდში თურქეთში მიმდინარე პროცესებმა თვალსაჩინო გახადა, თუ რა სახელმწიფოებრივ პრობლემას წარმოადგენს საქართველოსთვის ის ფაქტი, რომ საქართველოდან საერთაშორისო ფრენები სტამბოლის აეროპორტების ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული. 


სტამბოლი არის რეგიონში ყველაზე დიდი სატრანსპორტო ჰაბი, საიდანაც დღე-ღამის განმავლობაში ფრენები მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში ხორციელდება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კი პირდაპირ მიბმულია სტამბოლის სატრანსპორტო ჰაბს. სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, თურქული ავიახაზები დღე-ღამის განმავლობაში ასრულებენ 4-6 რეგულარულ ფრენას, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საერთაშორისო მგზავრთა უმრავლესობა ათვისებული აქვს თურქეთის ავიახაზებს და ფრენები ხორციელდება სტამბოლის აეროპორტების გავლით. 


საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების სტამბულის ჰაბზე მიბმა განაპირობა საქართველოს მთავრობების არასწორმა პოლიტიკამ და სატრანსპორტო სექტორის სახელმწიფოებრივად განვითარების სტრატეგიის არქონამ. 



ასევე, სტამბოლის საჰაერო სატრანსპორტო ჰაბზე დამოკიდებულება არ გვაძლევს დამოუკიდებლად განვითარების საშუალებას, რაც თურქეთში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე წარმოადგენს საფრთხეს. 

აშშ-ის საავიაციო დეპარტამენტის გადაწყვეტილების თანახმად, აშშ-სა და თურქეთის აეროპორტებს შორის ყველა ავიარეისი გაურკვეველი ვადით აიკრძალა. აკრძალვა მოიცავს თურქეთიდან და მისი მიმართულებით მფრენ კომერციულ და კერძო საჰაერო ხომალდებს, ასევე ტრანზიტულ ავიარეისებს მესამე ქვეყნის გავლით, თურქეთიდან ამერიკის მიმართულებით, რაც ნიშნავს იმას, რომ სატამბული კარგავს სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ასევე თურქეთში ბოლოს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სტამბოლის „ათათურქის“ აეროპორტმა დაკარგა რეგიონში ყველაზე უსაფრთხო აეროპორტის სტატუსი. 


ასევე თურქეთის რესპუბლიკაში 90 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას უფლება აქვს განვითარებული მოვლენების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად დააწესოს გარკვეული შეზღუდვები, როგორც დროის კონკრეტულ მომენტში და კონკრეტულ არეალში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძოდ, შეზღუდოს ან გარკვეული პერიოდით აკრძალოს ქვეყნიდან გასვლა და ქვეყანაში შემოსვლა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს 

 

იმას, რომ თურქეთი სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას კარგავს. თუ დღემდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ტრანზიტული მგზავრთნაკადის უმრავლესობა იყო მიბმული სტამბოლის სატრანსპორტო ჰაბს, საქართველოს შემთხვევაში არსებობს საშიშროება იმისა, რომ სტამბული ჩაანაცვლოს მოსკოვმა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის წარმოადგენს საფრთხეს. რუსეთს შეეძლება ნებისმიერ დროს ეს ბერკეტი გამოიყენოს პოლიტიკურად, ჩაგვიკეტოს საჰაერო სივრცე, რის შედეგადაც საქართველოს მოწყდება ცივილიზებულ სამყაროს და ცივილიზებული სამყარო საქართველოს. 


გამოსავალი ამ შემთხვევაში ერთია, საქართველოს სატრანსპორტო სისტემა უნდა განვითარდეს დამოუკიდებლად. საქართველოს დღეს ეძლევა სწრაფი განვითარების შანსი. არსებობს ყველა პირობა საქართველო ჩამოყალიბდეს სატრანსპორტო ჰაბად რეგიონში, რაც არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარანტი. ამისთვის საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკის და განვითარების სტრატეგიის არსებობა, რომელიც დღეს არ გაგვაჩნია. 

 

ჩვენ მივმართავთ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ვითხოვთ მათთან შეხვედრას და მოვითხოვთ სასწრაფოდ შეიქმნას სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს მოკლევადიანი და გრძელვადიანი  სატრანსპორტო სისტემის განვითარების სტრატეგიას,“ – აცხადებს ურუშაძე.



LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up