თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი ჩარტერული რეისები დაინიშნა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადების შესაბამისად, ავიაკომპანიები ჩარტერულ ფრენებს შემდეგი განრიგით შეასრულებენ:
16 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი – სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 );
20 აგვისტო, ავიაკომპანია Belavia, თბილისი – მინსკი (გაფრენა 03:45, ჩაფრენა 05:45 );
23 აგვისტო, ავიაკომპანია SkyUp Airlines, თბილისი – კიევი (გაფრენა 08:45, ჩაფრენა 10:45 );
23 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი – სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 );
28 აგვისტო, ავიაკომპანია Belavia, თბილისი – მინსკი (გაფრენა 03:45, ჩაფრენა 5:45 );
30 აგვისტო, ავიაკომპანია Pegasus Airlines, თბილისი – სტამბოლი (გაფრენა 05:05, ჩაფრენა 06:40 );
31 აგვისტო, ავიაკომპანია SkyUp Airlines, თბილისი – კიევი (გაფრენა 08:45, ჩაფრენა 10:45 );
აღნიშნული მიმართულებებით ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიებს უკვე მიანიჭა.