სტადიონის მშენებლობა მთავრდება - კინოთეატრის მეშვეობით ბათუმელები ფილმს ავტომობილიდან უყურებენ

სტადიონის მშენებლობა მთავრდება - კინოთეატრის მეშვეობით ბათუმელები ფილმს ავტომობილიდან უყურებენ

access_time2020-06-24 11:45:26

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე მიმდინარეობს შიდა მოპირკეთებითი და კოსმეტიკური სამუშაოები, ასევე სახანძრო და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი. დასრულდა საჩრდილობლებისა და საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის სამუშაოები.


„აჭარაში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად გრძელდება და დასკვნით ფაზაზე გადავიდა. ამჟამად მიმდინარეობს შიდა სარემონტო და გარე კეთილმოწყობის სამუშაოები. დასრულდა საშხაპეების, გასახდელების, ვიპ და მედია ბოქსებისა და მედია-ლოჟის მშენებლობა. ასევე დასრულდა აუზებისა და საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა,“ – ამბობს შპს „სტადიონის“ დირექტორი ჯანა სურმანიძე.


შპს „სტადიონი“, ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრთან ერთად „Cinema Park“ პროექტს იწყებს. „Drive In“ კინოთეატრის მეშვეობით ბათუმელები და მისი სტუმრები, სასურველი ფილმების ყურებას საკუთარი ავტომობილიდან შეძლებენ.



არაა გამორიცხული, ეს ჩანაფიქრი საფეხბურთო სეზონის განახლებასაც უკავშირდებოდეს – პირველ ხანებში ახალ სტადიონზე მაყურებელს არ დაუშვებენ. ეს „ნოუ-ჰაუ“ პანდემიის დროს დანიელებმა მოიგონეს და ასეთი ფორმით, დიდი ეკრანის საშუალებით საყვარელ გუნდს ქომაგობენ.


1tv.ge

თეგები:
სტადიონი



MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...

ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს

ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს
access_time2020-08-08 12:21:19
ბრიტანული საავიაციო კომპანია British Airways კორონავირუსის პანდემიის გამო თანამშრომლების მეოთხედის შემცირებას აპირებს. როგორც ტელეკომპანია Sky News იუწყება, საუბარია, 42 ათასიანი შტატის 10,7 ათასით შემცირებაზე. British Airways-მა პარასკევს გამოაცხადა,...


მსგავსი სიახლეები

up